რატომ უნდა დავამატოთ რეცხვის დროს ძმარი


9 პროცენტიანი ძმარი თქვენი სარეცხი საშუალებების სიაში შეიტანეთ. ის ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც სარეცხი ფხვნილი და ლაქების ამომყვანი. ამ საკმაოდ იაფი და უნივერსალური საშუალების გამოყენება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი.

რა სარგებელი მოაქვს ძმარს?

უნარჩუნებს ქსოვილს  ფერს



რეცხვის ხარისხის გასაუმჯობესებლად რეცხვის დროს დაამატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი.
ძმართან ტანდემში სარეცხი საშუალება ბევრად ეფექტურად იმუშავებს ძმარი კი ქსოვილს ხასხასა ფერს შეუნარჩუნებს.

 გამოიყენება როგორც ქსოვილის დამარბილებელი



დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ძმარი დამარბილებლის განყოფილებაში და არანაკლებ შედეგს მიიღებთ.

განმუხტავს ქსოვილს



თუ ტანსაცმელი მუდმივად გეკრობთ ტანზე რეცხვის დროს გამოიყენეთ ნახევარი
ჭიქა ძმარი და პრობლემა ეფექტურად და მარტივად მოგვარდება.

 დაგიცავთ ფხვნილის ნადებისგან

ძმარი ასევე ეფექტურად მოაშორებს თქვენს სამოსს ფხვნილის ნადებს, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანის გაღიზიანებას იწვევს.

 ძმარი დაგეხმარებათ ტანსაცმლიდან ცხოველის ბეწვის მოშორებაში



ძმარი ქსოვილს არა მარტოი განმუხტავს, არამედ ძალიან ადვილად აშორებს ცხოველის, კატის ან ძაღლის ბეწვს.

 მოქმედებს, როგორც მათეთრებელი



გავლების დროს დამატებული ნახევარი ჭიქა ძმარი თეთრ ქსოვილს სითეთრეს უნარჩუნებს.

 დაგეხმარებათ ლაქების ამოყვანაში



თუ ტანსაცმელეზე ყავა, მურაბა, ღვინო გადაგესხათ ან შოკოლადით დაისვარეთ დაამუშავეთ ლაქა ძმრით, გააჩერეთ 10 წუთი და შემდეგ გარეცხეთ.

 ძმარი კარგად ანეიტრალებს სუნებს

ძმარი კარგად ებრძვის ოფლის, თამბაქოს ასევე ობის სუნს.

დაიცავს ნივთებს გაფერადებისგან 




 თუ სხვადასხვა ფერის ქსოვილს ერთად რეცხვათ და არ ხართ დარწმუნებული, რომ ფერი არ გადავა რეცხვის წინ ქსოვილი 10-15 წუთით ძმარში ჩაალბეთ და საშიშროება გამოირიცხება.

 გამოგადგებათ დელიკატური ნივთების გასარეცხად



გამოიყენეთ ძმარი საცურაო კოსტიუმებისა და დელიკატური საცვლების გასარეცხად, გახსენით ძმარი თბილ წყალში, ჩაალბეთ მასში სარეცხი და 15 წუთის შემდეგ კარგად გაავლეთ.



და ბოლოს, თქვენი მანქანა დაცული იქნება ნადებისგან და უსიამოვნო სუნისგან თუ თვეში ერთხელ ფხვნილის ადგილას ჩაასხამთ ძმარს და ცარიელ მანქანას ამუშავებთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი