რა მარჯვე ხერხებს იყენებენ ის დიასახლისები, ვისაც სახლი სულ წესრიგში აქვს


სახლის გენერალური დალაგება. ე.წ. "უბორკა" ყველა დიასახლისის ტკივილია. ამ საქმიანობას უამრავი დრო მიაქვს, ეფექტი კი საკმაოდ ხანმოკლეა. გასწავლით მოკლე დროსა და მცირე ძალისხმევის გამოყენებით როგორ შეინარჩუნოთ დალაგებული სახლი დიდი ხნის განმავლობაში. სწორედ ამ ხერხებს იყენებენ ის დიასახლისები, ვისაც სახლი ყოველთვის წესრიგში აქვს.

1. თვალყური ადევნეთ სარეცხი საშუალებების მარაგს

დასასუფთავებელი ხსნარებისა და ფხვნილების მარაგი ყოველთვის შეავსეთ. იქონიეთ სპეციალური ყუთი ან კალათა, სადაც ყველა საყოფაცხოვრებო ქიმიურ საშუალებას ერთად შეინახავთ და ადვილად აკონტროლებთ, რომელიმე ხომ არ თავდება.


წინასწარ არ იცით, როდის გამოჩინდებათ დალაგების
დრო, ამიტომ ყველაფერი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ და რაიმეს არქონამ არ უნდა მოგაცდინოთ.

2. ნივთების დახარისხება
ყველა დიასახლის ვურჩევთ, კარადაში არასაჭირო ნივთების ყუთი იქონიოს. ყველა ოთახში იქონიეთ თითო ყუთი არასაჭირო ნივთებისთვის. მაგალითად საძინებელში იყოს კალათა, სადაც ყველაზე იშვიათად გამოყენებად ტანსაცმელს შეინახავთ, სამზარეულოში იყოს ყუთი სხვადასხვა აქსესუარებისთვის, ხელსაწმენდებისთვის, რომლებიც წარამარა არ გჭირდებათ. რა საჭიროა ასეთი ყუთები? ნივთები, რომლებიც ხშირად არ გჭირდებათ ( მაგრამ ვერც გადააგდებთ, რადგან ხანდახან მაინც იყენებთ), ხელს აღარ შეგიშლიან. დალაგების პროცესიც უფრო გამარტივდება.

3. ზედაპირების წმენდა
ნუ დაგავიწყდებათ, რომ მტვერი მხოლოდ იატაკსა და მაგიდაზე არ გროვდება. ის შეიძლება ყველგან დაგროვდეს - თაროებიდან დაწყებული შიდაკარებებსა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით დამთავრებული. კიდევ ერთი დაბინძურება, რომელიც მხედველობიდან ხშირად რჩებათ, ნათითურებია, რომლებიც მხოლოდ მკვეთრი განათებისას ჩანს. ასეთი ლაქების შემჩნევისას გრჩებათ შთაბეჭდილება, რომ დალაგებაზე დრო ტყუილად დაკარგეთ.


4. პაუზებს შორის წესრიგი
ზოგიერთ სახლის საქმეს მართლაც ძალიან ცოტა დრო სჭირდება. ამიტომ მათი თავიდან მოშორება პატარ-პატარა პაუზების დროსაც შეიძლება. მაგალითად, სამზარეულოში ყავის მოსადუღებლად შეხვედით. სანამ წყალი ადუღდება, ჭურჭელი მიალაგეთ, თაროებს ტილო გადმოუსვით, მაცივარში პროდუქტები მიინახეთ. ან სხვა ოთახში კოსმეტიკა მიალაგეთ, მეორე დღისთვის ტანსაცმელი მოაწესრიგეთ. შეარჩიეთ ის მინი-საქმე, რომელიც გიადვილდებათ, სანამ ჩაიდანი ადუღდება.

5. რთული საქმეების კვირის დღეებზე განაწილება
ყველა საქმე ერთ დღეს რომ არ დაგატყდეთ თავს, მთელ კვირაზე გადაანაწილეთ
მაგალითად:
ორშაბათი - აბაზანა-ტუალეტი
სამშაბათი - თეთრეული, ფარდები და ტანსაცმელი
ოთხშაბათი - საკვების მარაგის შევსება
ხუთშაბათი - მტვერსასრუტის და მტვრისგან გათავისუფლების დღე
პარასკევი - იატაკის და ფანჯრების წმენდა

6. დალაგება ძილის წინ და სახლიდან გასვლამდე
აღიარეთ, რომ ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა დალაგებულ სახლში იღვიძებთ ან ბრუნდებით. როცა სახლში შესვლისას უწესრიგობა გხვდებათ, ეს განწყობას ისე აფუჭებს, რომ ენერგიაც გეცლება და დალაგების უნარი აღარ შეგწევს. გაცილებით მარტივია, 10-15 წუთი გაიმეტო და სახლიდან გასვლის წინ მოაწესრიგო ტანსაცმელი, გარეცხო ჭურჭელი, კოსმეტიკას ადგილი მიუჩინო, საწოლი შეასწორო. სამსახურიდან ან საყიდლებიდან დაბრუნებულს ამის თავი, როგორც წესი, არ გაქვთ.
იგივე წესი დაიცავით ძილის წინ. დიდი დრო არ დასჭირდება, სამაგიეროდ, ქაოსში აღარ გაგეღვიძებათ.




7. ლოკალური დაბინძურების მოსპობა
ყავის ლაქები ხალიჩაზე, ფეხსაცმლის ნაფეხური თუ პრიალა ზედაპირებზე გამოჩენილი ნათითურები ყურადღების მიღმა არ უნდა დაგრჩეთ. ნუ დაელოდებით დალაგების დროს, სადაც არეულობას და ჭუჭყს დაინახავთ, მაშინვე უნდა მოაშოროთ. ამით ლაქების ჩაჯდომასაც აიცილებთ და დასალაგებელი სივრცეებიც შემცირდება. განსაკუთრებით ეს სამზარეულოს ეხება - იქედან ნამცეცები მთელ სახლში იოლად ვრცელდება და ზედაპირებიც უფრო სწრაფად წებოვანდება, რაზეც შემდეგ მეტი ძალისხმევა უნდა დახარჯოთ. 


8. რეგულარულად გაანიავეთ სახლი
განიავება მნიშვნელოვანია, რადგან სუფთა ჰაერი არ აძლევს მტვერს დალექვის საშუალებას, ასევე სასარგებლოა ჩვენი ენერგიისა და განწყობისთვის. ხშირად შემოუშვით ჰაერი ოთახში და სახლი უფრო კარგი სურნელით აივსება, სისუფთავისა და სიახლის შეგრძნებას გაგიჩენთ. სანიტარული ნორმების თანახმად, სათავსო ყოველ საათში ერთხელ 10 წუთით უნდა გაანიავოთ.


კომენტარები

პერფექციონისტი 2020-08-09 16:19
არასოდეს სახლს არ ვალაგებ და მაინც სულ წესრიგში მაქვს. როგორ? - მარტივად: ყველაფერს თავის ადგილზე ვდებ! ამიტომ, არც არაფერს ვეძებ - ყველა ნივთი ვიცი, სადაც მიდევს. სცადეთ თქვენც!

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი