აივნის ვერტიკალური გამწვანება, რაც გიცავთ მტვრისგან და სიცხისგან


თუ ხდება ისე, რომ ბუნებასთან კავშირს მხოლოდ აივანზე გასვლით ახერხებთ, ნუ შეიზღუდებით, არსებობს მეთოდი საიმისოდ, რომ ჩრდილში სასიამოვნოდ დასხდეთ და კარგი დროც გაატაროთ. შემოგთავაზებთ აივნის ვერტიკალური გამწვანების საუკეთესო ვარიანტებს.
ამ ტიპის გამწვანების მთავარი უპირატესობა გახლავთ ის, რომ სულ პატარა ტერიტორიაზეც კი არის იმის საშუალებს, რომ მოიწყოთ მწვანე ბაღი, საამისოდ დაგჭირდებათ მხოლოდ ცოტა მიწა და საჭირო მცენარეები.







ვერტიკალურ გამწვანებს ისეთივე დაგეგმვა სჭირდება, როგორც ოთახის ინტერიერს. ჯერ უნდა გადაწყვიტოთ მთელი
აივნის გამწვანებას აპირებთ თუ მხოლოდ გარკვეული პერიმეტრის, კედელიც უნდა გაამწვანოთ თუ მხოლოდ აივნის გარეთა ფასადი. ერთი სიტყვით, სანამდ საქმეს შეუდგებით, ზუსტად უნდა გქონდეთ წარმოდგენილი, რა გინდათ.




იმისათვის, რომ მიიღოთ ლამაზი, გადაფურჩქნული ბაღი, დაგჭირდებათ ხვიარა მცენარეები. გაითვალისწინეთ, რომ მცენარეები უნდა იყოს სწრაფად მზარდი და სასურველია, მრავალწლიანი. მაგალითად ლიმონი, ყურძენი და ა.შ.




ასევე ყურადრება მიაქციეთ მცენარეთა ტიპებს, რომელს სჭირდება საყრდენი და რომელი - თავად იზრდება, საყრდენის გარეშე.
თუ კედლის გამწვანებაც გინდათ, გირჩევთ, ფერებს ყურადღება მიაქციოთ, საუბარია კედლის და თავად ყვავილების ფერზე, რამდენად შეეხამება ისინი ერთმანეთს.









თუმცა ვერტიკალური გამწვანების გაკეთება უფრო უბრალოდ, ქოთნის ყვავილებითაც არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში ყურადღება ექცევა როგორც თავად მცენარეს, ისე ქოთნის ფორმასა და ფერს.









აივანს ერთი სახის მცენარეებით გაამწვანებთ თუ სხვადასხვა ტიპის, ეს თქვენი გადასაწყვეტია და აბსოლუტურად თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული.
თუ აივნით არა მარტო ტკბობა, არამედ იქ დიდი დროის გატარებაც გაქვთ დაგეგმილი, იზრუნეთ ინტერიერის სათანადოდ მოწყობაზეც.
და ბოლოს, ვერტიკალური გამწვანება არის არა მხოლოდ გამწვანება, არამედ დაცვა მტვრისა და მზის კაშკაშა სხივებისგან და სიგრილეც.
















კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი