რატომ უნდა დავაფაროთ გაზქურას სველი პირსახოცი

სუფთა და წკრიალა გაზქურა ნებისმიერი დიასახლისის ოცნებაა, ამას კი განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება. იქნებ ჩვენმა რჩევებმა საქმე ცოტათი მაინც გაგიმარტივოთ.


როგორ გავასუფთავოთ გაზქურა
დღესდღეობით მწარმოებლები უმარავ საწმენდ საშუალებას გვთავაზობენ, რომელიც ხშირ შემთხვევაში ძალიან ეფექტურიც არის, თუმცა შესაძლოა ზედმეტად აგრესიული იყოს. თუ არ გსურთ ძლიერი ქიმიური საწმენდი საშუალებების გამოყენება, შეგიძლიათ ბუნებრივ, ბევრად უსაფრთხო საშუალებებს მიმართოთ.

ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი საშუალება, რომელიც ნებისმიერი დიასახლისის სამზრეულოშო მოიძებნება, ძმარია. ძმრით გაზქურიდან თითქმის ნებისმიერი ლაქის ამოყვანაა შესაძლებელი.
როდესაც ქურა გაცივდება, მოასხით მას ცოტაოდენი ძმარი, გააჩერეთ ცოტა ხანი
და გაწმინდეთ. გაამშრალეთ გაზქურა, თუ ამ მეთოდმა ვერ მოაგვარა პრობლემა, დასახმარებლად სოდას მიმართეთ.

სოდა ძალიან ეფექტურად ებრძვის ნებისმიერ ლაქას, თუმცა მინის ზედაპირიან ქურასთან ფრთხილად იყავით, რადგან შესაძლოა სოდამ ქურის ზედაპირი დაკაწროს.
მოაყარეთ სოდა ქურას, ცალკე ჯამში ცხელ წყალში გახსენით ჭურჭლის სარეცხი საშუალება, დაასველეთ მასში სამზარეულოს პირსახოცი ან ჩაის ტილო და დააფარეთ გაზქურას. ტილო უნდა იყოს სველი, თუმცა არა ისეთი, რომ წურწური გასდიოდეს. გააჩერეთ 15-30 წუთი, შემდეგ გაწმინდეთ ამავე ტილოთი, თუ სოდა კარგად არ მოშორდა, მოიშველიეთ ძმარი. ბოლოს კარგად გაამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით. თქვენი გაზქურა იპრიალებს.

და ბოლოს
იმისათვის, რომ თქვენი ქურა მუდმივად სუფთა იყოს, ჩვევად გაიხადეთ ყოველი სადილის მომზადების შემდეგ მისი სველი ტილოთი გაწმენდა, თუ, რა თქმა უნდა, ცხიმიანი არ არის. ასე თქვენი სამზარეულო მუდმივად სუფთა იქნება და არ დაგჭირდებათ ჩამკვდარი ლაქების მოსაშორებელი საშუალებების მოძიება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი