საახალწლო სუფრის გაწყობის 10 საიდუმლო

წელიწადის ყველაზე ლამაზი დღესასწაული გვიახლოვდება. ყველა დიასახლისი ცდილობს, სტუმრებისთვის სუფრა გემრიელადაც გამოიყურებოდეს და ლამაზადაც. იცით, როგორი წესები უნდა გაითვალისწინოთ?.. სუფრის სწორი გაწყობა დიდ ცოდნას მოითხოვს. რამდენიმე საიდუმლოს ჩვენ გაგიმხელთ.

ერთიანი სტილი
უნდა გახსოვდეთ, რომ კლასიკური სერვირების დროს ერთიანი სტილი უნდა შეინარჩუნოთ. ფერი, ტექსტილი, ხელსახოცები, ჭურჭელი, სკამის გადასაფარებლები ერთ სტილში უნდა იყოს.

 სუფრა
სუფრის გადასაფარებელი სადღესასწაულო განწყობას ქმნის. მაგიდაზე ჯერ რბილი ქსოვილი გადააფარეთ, შემდეგ სუფრა. შესაძლოა ქვემოთ ერთი ფერის სუფრა მოათავსოთ და ზემოდან შედარებით გამჭვირვალე ტექსტურა გადააფაროთ. ეს უფრო ორიგინალურია, თანაც

აიცილებთ მასზე თეფშებისა და ჭიქების დადებით გამოწვეულ ხმაურს.
შეარჩიეთ ისეთი სუფრა, რომელიც მაგიდის ფორმას შეესაბამება. ოთხკუთხედი მაგიდისთვის გამოიყენეთ ოთხკუთხედი სუფრა. მრგვალ მაგიდას მოუხდება ოთხკუთხედი ან მრგვალი სუფრა. მართკუთხედი ფორმის მაგიდას _ მართკუთხედი ფორმის სუფრა. ეს უკანასკნელი ოვალური მაგიდისთვისაც გამოგადგებათ, თუ ოვალური სუფრა არა გაქვთ.
სუფრის გადასაფარებელი ისეთი ზომის უნდა იყოს, რომ ყოველი მხრიდან 20-დან 40 სანტიმეტრამდე გადმოდიოდეს სუფრიდან.
მაგიდის გადასაფარებლის ფერი ინტერიერისა და გაწყობის სტილზეა დამოკიდებული. ის კერძების ფონი უნდა იყოს და არა დომინანტი ფერი. საახალწლო სუფრისთვის უმჯობესია თეთრი ფერის სუფრა გამოიყენოთ.

 ხელსახოცები
არც ერთი წვეულება არ ჩაივლის ხელსახოცების გარეშე. სასურველია, საახალწლო სუფრაზე ქსოვილის ხელსახოცები გქონდეთ. ის მაგიდის გადასაფარებელთან უნდა შეახამოთ, ან მკვეთრად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან.
თუ ხელსახოცებს ორიგინალურად დაკეცავთ, სუფრას მეტ სადღესასწაულო იერს მიანიჭებთ.
ქსოვილის ხელსახოცები მცირე თეფში უნდა დააფინოთ. ქაღალდის - სუფრაზე შესამჩნევად უნდა იდოს.

 

 მარჯვენა-მარცხენა
ეტიკეტის თანახმად, კოვზი და დანა თეფშის მარჯვენა მხარს უნდა დაალაგოთ, ჩანგალი - მარცხნივ. კოვზი და ჩანგალი ამობურცული ნაწილით ქვევით უნდა დადოთ. დანა მჭრელი მხარით თეფშისკენ მიმართული.
წყლის, ღვინისა და ლიქიორის ჭიქები თეფშის წინ მარჯვენა მხარეს დაალაგეთ. სუფრაზე ერთი პერსონისთვის სამზე მეტ ჭიქას ნუ დადგამთ. ისინი ერთ ხაზზე მომრგვალებულად დაალაგეთ. მარცხნივ დადგით პურის თეფში.

 

 სუფრის სერვირება: კერძების განლაგება
სუფრის ცენტრში დადგით ხილის ფეხიანი ლარნაკები.
ჯერ დიდთეფშებიანი კერძები დაალაგეთ. შემოუწყვეთ ხორცის, ბოსტნეულისა და თევზის პატარა თეფშები. ცივი კერძები და სალათები ცენტრისკენ ახლოს დაალაგეთ. თეფშებს ახლოს დაულაგეთ ასაღებები, რათა სტუმრებმა კერძების გადაღება ადვილად შეძლონ. სოუსების, საწებლისა და ტყემლის ფიალები სუფრის თავისუფალ ადგილებში ჩაალაგეთ.
ბოთლები ერთმანეთისგან თანაბარ მანძილზე ჩადგით.

 

 ჭურჭლის განლაგება
თეფშები დაალაგეთ ერთ ხაზზე. ჯერ დადეთ დიდი თეფში, მას დაადეთ პატარა. თეფშებს შორის ისეთი მანძილი დატოვეთ, რომ სტუმრები კომფორტულად განლაგდნენ სუფრასთან და ერთმანეთს ხელს არ უშლიდნენ.
მაგიდის კიდესა და თეფშებს შორის დაშორება 2 სმ-ზე ნაკლები არ უნდა იყოს.

რამდენი ჭურჭელი სჭირდება თითოეულ სტუმარს:
საშუალოდ, თითოეულ სტუმარს სადღესასწაულო სუფრაზე სჭირდება: ერთი თეფში (ან ორი) ცივი კერძებისთვის; თითო ჩანგალი, დანა, დესერტის ჩანგალი. ერთი პერსონისთვის სამზე მეტ ჭიქას მაგიდაზე ნუ დადებთ.

 სუფრის სერვირების დასრულება
უნდა გახსოვდეთ, რომ სუფრის სერვირება სტუმრების მოსვლამდე უნდა დაასრულოთ. მოწვეულ სტუმრებს ჯობია უკვე გაწყობილი სუფრით დახვდეთ.  ნუ დაივიწყებთ საახალწლო დეკორს, მორთეთ სუფრა სანთლებით, გირჩებით, მინიატიურული საახალწლო ფიგურებით, რათა თქვენს სტუმრებს სადღესასწაულო გარემო შეუქმნათ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი