1. ზეწრები: ერთ–ორ კვირაში ერთხელ
საქმე იმაშია, რომ ყოველ ღამით საწოლზე რჩება ბაქტერიები, ოფლი და ა.შ. ამიტომ თვეში ორჯერ აუცილებლად უნდა გაირეცხოს.
2. ბალიშები: 6 თვეში ერთხელ
წმენდა ბალიშსაც სჭირდება. ბევრი ბალიში სარეცხი მანქანაშიც ირეცხება, მაგრამ თუ ბალიშზე დაჭერის შემდეგ ის საწყის ფორმას არ უბრუნდება – დროა ახალი შეიძინოთ.
3. ლეიბის
მასზე ზეწარივით ბევრი ჭუჭყი არ ხვდება, მაგრამ რეცხვა მაინც სჭირდება.
4. აბაზანის ხალიჩა: კვირაში ერთხელ
ის იმაზე მეტად ბინძურდება, ვიდრე გგონიათ. თუ ის ბამბისაა ან სინთეთიკურია, შეგიძლიათ პირსახოცებთან ერთად გარეცხოთ.
5. პირსახოცი – კვირაში ერთხელ
განსაკუთრებით მაშინ, თუ პირსახოცის საშრობზე აშრობთ. გარეცხეთ მაქსიმალურ ტემპერატურაზე, შეგიძლიათ დაუმატოთ დამარბილებელი გელი.
6. ბიუსჰალტერი – ყოველ 3–4 დღეში
სპორტული ბრა – ყოველი ვარჯიშის შემდეგ. ბიუსჰალტერი უნდა შეკრათ, გარეცხოთ დელიკატურზე და გააშროთ ბუნებრივად.
7. პიჟამა – ყოველი სამი ჩაცმის შემდეგ
8. სამოსი: ტოპები ყოველჯერზე, ქვედა ბოლოები და შარვლები – ყოველი მესამე ჩაცმის შემდეგ
უმჯობესია ფერებისა და ტიპის მიხედვით დაყოთ: თეთრები ცალკე, ფერადები ცალკე, ჯინსები ცალკე. სხვაგვარად ქსოვილი, შესაძლოა, ხახუნის შედეგად დაზიანდეს.
წყარო: goodhouse.ru
- მშობელი განყოფილება: პრაქტიკული რჩევები
- განყოფილება: დიასახლისებისთვის




კომენტარები