თუ გამათბობელი საკმარისად არ ათბობს სახლს, ფოლგა და ვენტილატორი დაგეხმარებათ

 

რადიატორები თითქოს თბილია, მაგრამ შენობაში საკმარისად მაინც არ თბილა. როგორ მოვიქცეთ ამ დროს?

შეიძინეთ ფოლგა

არა კულინარიული, უფრო სქელი, ან ჩვეულებრივი ფოლგა გადაკეცეთ რამდენიმე ფენად. ფოლგის ფენა უნდა დააფიქსიროთ კედელსა და რადიატორს შორის, ფოლგა აირეკლავს სითბოს, ჰაერი მეტად გათბება და სახლშიც მეტი სითბო იტრიალებს.

ჩართეთ ვენტილატორი

არ მოგესმათ, ვენტილატორი ჰაერს კი არ აციებს, არამედ ატრიალებს, მოათავსეთ პირით რადიატორისკენ და ჩართეთ, ის თბილ ჰაერს დაატრიალებს, შესაბამისად ოთახში მეტად დათბება.

შეცვალეთ თეთრეული


საუბარია არა ჭუჭყიანი თეთრეულის სუფთათი ჩანაცვლებაზე, არამედ ზაფხულის თეთრეულის
ზამთრის თეთრეულით შეცვლაზე. ზამთარი ის დროა, როდესაც უპირატესობა ფანელის, ბამბაზიის თეთრეულს უნდა მიანიჭოთ.

შემოუშვით მზე

თუ თქვენი ბინა სამხრეთით მდებარეობს, ძალიან გაგიმართლათ, ზამთარ-ზაფხულს მზის პრობლემა არ გექნებათ. გადასწიეთ დილით ფარდები და შემოუშვით სახლში მზე. მზის ჩასვლის შემდეგ შეგიძლიათ ფარდები ისევ გადმოსწიოთ.

შექმენით ზამთრის სიმყუდროვე


ინტერიერის სეზონური განახლება ტყუილად კი არ მოუგონიათ, თბილი პლედი, ფუმფულა ბალიში ნამდვილად ჩაგათბობთ და შეგიქმნით სიმყუდროვის შეგრძნებას.

აანთეთ სანთლები

არა მხოლოდ ესთეტიკისთვის. ვანილისა და დარიჩინის არომატები ფიზიკურად ათბობს ადამიანს. გარდა ამისა სანთლები ზამთარში ძალიან მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.

მეტი იზოლაცია

ეს არ გულისხმობს ჩაკეტილ სივრცეში ჯდომას, თუმცა ფანჯრების ჰერმეტულად დაცვა ცივ ზამთარში ნამდვილად მნიშვნელოვანია.

დალიეთ ჩაი ან კაკაო


და ბოლოს, ნუ დაივიწყებთ ცხელ წვნიანს, ცხელ სასმელს, მაგალითად კაკაოს, ცხელ სასმელს გააჩნია თავისებურება გაათბოს გაციებული სხეული.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი