ჩაის ტილოები მომწამვლელია - ან გადაყარეთ, ან კვირაში ორჯერ ასე მოიქეცით

ერთი და იმავე ჩაის ტილოს 7 დღის განმავლობაში გამოყენება შესაძლოა სერიოზული ინტოქსიკაციის მიზეზი გახდეს.

მართლაც, რომელი დიასახლისი იყენებს ჩაის ტილოს მხოლოდ ხელების გასამშრალებლად? ხან მაგიდას გადავუსვამთ, ხან ცხელ ქვაბს წავეტანებით, ხანაც თეფშებს შევამშრალებთ.

მეცნიერებმა სხვადახვა ოჯახებში გამოყენებული 100 ცალი ჩაის ტილო შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ რაც უფრო ბევრი ფუნქცია აქვს ჩაის ტილოს, მით უფრო სახიფათოა იგი.

ჩვენდა გასაკვირად, ჩაის ტილოებზე აღმოჩნდა ენტეროკოკი, სალმონელა და ოქროსფერი სტაფილოკოკი.



ხელების წმენდის დროს ეს ბაქტერიები ძალიან მარტივად ხვდება თქვენს ორგანიზმში და იწვევს სერიოზულ ინტოქსიკაციას.

რაც
მეტი წევრია ოჯახში, მით მეტია ბაქტერიების რაოდენობაც.



საბოლოო დასკვნა კი ასეთია, თუ გსურთ შეინარჩუნით ჯანმრთელობა უნდა დაიცვათ ჰიგიენა და სისუფთავე.

ყველაზე მარტივი გამოსავალი ქაღალდის ხელსახოცების გამოყენებაა, რომელსაც მაშინვე გადაყრით, თუმცა ეს ცოტა ძვირი სიამოვნებაა.

თუ ამის საშუალება რა გაქვთ და ჩაის ტილოების რეცხვა გიწევთ, გირჩევთ, როგორ უნდა გარეცხოთ ის.


1. მარილი

მარილი ლაქებისგან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ. 5 ლიტრ წყალში 5 სუფრის კოვზი მარილი გახსენით. ტილოები ამ ხსნარში 1 საათით ჩაალბეთ.



2. სარეცხის საპონი

ასევე ძალიან ეფექტურია ლაქების ამოსაყვანად სარეცხის საპონი.
კარგად წაუსვით სარეცხის საპონი ტილოს და მთელი ღამით პოლიეთილენის პარკში გააჩერეთ. ამის შემდეგ კარგად გარეცხეთ.


3. მცენარეული ზეთი



10-ლიტრიან ქვაბში აადუღეთ 5-7 ლიტრი წყალი. როდესაც წყალი ადუღდება, გამორთეთ ქურა და დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სარეცხის ფხვნილი, 2 სუფრის კოვზი ზეთი და ამდენივე ნებისმიერი მათეთრებელი.

კარგად მოურეთ. ჩაყარეთ ტილოები, დაახურეთ ქვაბს და დაელოდეთ წყლის გაციებას. შემდეგ ამოიღეთ ტილოები და გაუწურავი მოათავსეთ სარეცხის მანქანაში.


4. ნიშადურის სპირტი

გააზავეთ 1:1-ზე ნიშადურის სპირტი და წყალი და ჩაალბეთ ჩაის ტილოები, შემდეგ გარეცხეთ.



5. წყალბადის ზეჟანგი

ლაქიანი ადგილები დაასველეთ წყალბადის ზეჟანგში, გააჩერეთ ნახევრი საათი და კარგად გარეცხეთ. ის კარგად აშორებს ნებისმიერი წარმომავლობის ლაქებს.


6. გათეთრება მდოგვის ფხვნილით



როგორ დავუბრუნოთ სიქათქათე გაყვითლებულ ტილოებს და პირსახოცებს? 
მდოგვის ფხვნილი გახსენით ცხელ წყალში ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, წაუსვით ტილოს და გააჩერეთ 6-8 საათი. შემდეგ კარგად გარეცხეთ. ეს მეთოდი არა მარტო გაათეთრებს თქვენს ტილოებს, არამედ დეზინფექციასაც გაუკეთებს.

კომენტარები

ucnobi. 2020-07-08 19:01
რატომ აყენებთ სხვადასხვა დიასახლისებს შეურაცხყოფას ეს ერთი 2.არსებობს ღარიბი ოჯახებიც თანაც იმდენად ღარიბები რომ სხვადასხვა სახის ტილოებს ვერ ყიდულობენ და ამიტომ აუცილებლად სულელი უნდა დაუძახოთ?როდესაც კომენტარს წერთ ძალიან გთხოვთ ასჯერ გავზომოთ და ერთხელ გავჭრათ.
გუკა 2018-08-14 15:13
ჩაის ტილო სხვაა და მაგიდის სხვა! ვინ იყენებს ჩაის ტილოს ხან მაგიდის გადასაწმენდად და ხან თეფშების გასამშრალებლად? ან თუნდაც ხელის გასამშრალებლად? ამ საქმეებისათვის სხვადასხვა ტილოები არსებობს!!!
xlaliko 2018-07-24 14:27
""რომელი დიასახლისი იყენებს ჩაის ტილოს მხოლოდ ხელების გასამშრალებლად? ხან მაგიდას გადავუსვამთ, ხან ცხელ ქვაბს წავეტანებით, ხანაც თეფშებს შევამშრალებთ" რომელი და სულელი დიასახლისი თუ გამოიყენებს. აბა ჭკვიანს ცალ–ცალკე აქვს ტილოები და დროულადაც ცვლის

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები