რამდენად ხშირად უნდა გარეცხოთ სამზარეულოს ნიჟარა

სამზარეულოში ყოველთვის ბევრი მიკრობი და ბაქტერია გროვდება, სამუშაო ზედაპირი, მათ შორის ნიჟარა, დაკავშირებულია კერძის მომზადებასთან. ყველა დიასახლისმა იცის, რომ მათი მდგომარეობა პირდაპირკავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან.

სწორედ ამიტომ ბევრს უჩნდება კითხვა: რამდენად ხშირად უნდა გაირეცხოს სამზარეულოს ნიჟარა? არსებობს თუ არა ამასთან დაკავშირებული რაიმე სახის ნორმები და წესები?

საკვები ჰიგიენის დარგის სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ აუცილებელია სამზარეულოს ნიჟარის გარეცხვა კვირაში ერთხელ მაინც.
სასურველია გაირეცხოს ყველაფერი მაშინვე, როგორც კი უმი ხორცის დაჭრას ან კარტოფილის გასუფთავებას დაასრულებთ. ეს ხელს შეუშლის საშიში მიკრობებისა და არასასიამოვნო სუნის გავრცელებას.

ნიჟარის წმენდის ყველაზე მარტივი საშუალება ჭურჭლის სარეცხი საშუალებისა და ცხელის წყლის გამოყენებაა.

არაფერია რთული, სამაგიეროდ ჩამორეცხავთ საჭმლის ყველა ნარჩენს, რომლებიც დაავადებათა გამომწვევი ბაქტერიების პოტენციურ რისკს წარმოადგენენ. დროდადრო შეიძლება ნიჟარა დამატებით სადეზინფექციო საშუალებებით დაამუშაოთ, უბრალოდ შეასხურეთ ის კედლებზე, რის შემდეგაც ზედაპირი მშრალი ნაჭრის ხელსახოცით გაწმინდეთ.

ასევე, თვეში ერთხელ საჭიროა უფრო ღრმა წმენდის ჩატარება, რათა მილებში ნადების წარმოქმნა თავიდან აიცილოთ. ამის გაკეთება შეგიძლიათ სოდითა და ცხელი წყლით ან სპეციალური საშუალებებით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი