რა არ უნდა ინახებოდეს აბაზანაში

ნებისმიერი ადამიანის დღე აბაზანით იწყება. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, ის იყოს პირველ რიგში სუფთა, მოწესრიგებული, კომფორტული და მყუდრო. საამისოდ კი უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ინახებოდეს აბაზანაში და რა არის ზედმეტი. ჩამონათვალს რომ გაეცნობით, ბევრი თქვენგანი გაოცდება, რადგან ჩვენ წლების განმავლობაში ამ ყველაფერს სწორედ აბაზანაში ვინახავდით და დარწმუნებულები ვიყავით, რომ ეს ამ ნივთების ადგილია, თუმცა.

1. ბევრ ადამიანს უყვარს საპირფარეშოში წიგნის კითხვა, თუმცა გირჩევთ, წიგნი საპირფარეშოში არ გააჩეროთ. ასეთი წიგნი სულ რამდენიმე დღეში ძალიან გაფუჭდება და მისი გამოყენება მომავალში პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.



2. პირსახოცი

ამის წაკითხვისას ბევრი დასვამს კითხვას, კი მაგრამ, აბა, სად უნდა ინახებოდეს პირსახოცი, თუ არა აბაზანაში. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ ნესტიანი გარემო ხელს უწყობს ბაქტერიების გამრავლებას. ამიტომ, ყოველთვის სუფთა ჰაერზე გააშრეთ სველი პირსახოცი და აბაზანაში მხოლოდ მშრალი დაკიდეთ, უმთავრესად - ხელ-პირის შესაშრობი. ტანისთვის, საბანაოდ განკუთვნილი პირსახოცები კი ჯობს ცალკე, მშრალ ადგილას ინახებოდეს.



3. კოსმეტიკა

არ გირჩევთ აბაზანაში არც კოსმეტიკის შენახვას, რადგან მაღალი ტენიანობის შემთხვევაში ის ძალიან სწრაფად ფუჭდება.



4. პარფიუმერია

არც საყვარელი სუნამოს დატოვებას გირჩევთ აბაზანაში, ტემპერატურის ცვალებადობა და ტენი ამ პროდუქტსაც აფუჭებს.



5. საიუველირო ნაწარმი
ძვირფასი ლითონები ძალიან მგძნოაიარეა ნესტის მიმართ და ძალიან მალე კარგავს პირვანდელ სახეს.



6. წამლები
არავითარ შემთხვევაში უნდა ინახებოდეს აბაზანაში. წამლები ამის შემდეგ თითქმის უვარგისია.



7. საპარსი საშუალებები
როგორ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მიუხედავად იმისა, რომ საპარსი სამართებლები უჟანგავი ფოლადისგან არის დამზადებული, მათი აბაზანაში შენახვით ხარისხი მნიშვნელოვანდ ფუჭდება.



8. ელექტრომოწყობილობები

ბევრ ადამიანს უყვარს შხაპის ან აბაზანის მიღების დროს მუსიკის მოსმენა ან ფილმის ყურება, თუმცა გირჩევთ, პლანშეტები და ტელეფონები ნესტს მოარიდოთ.



9. ლოგინის თეთრეული

თუ თქვენი კარადა აბაზანშია, გირჩევთ მოაშორეთ იქიდან ლოგინის თეთრეული. როგორც უკვე გითხარით, თეთრეულის და პირსახოცების ადგილი აბაზანაში არ არის.



10. კოსმეტიკური ფუნჯი

თუ გინდათ ფუნჯი მალე გადააგდოთ, ის აბაზანში დატოვეთ.



11. კბილის ჯაგრისი

ისევე, როგორ პირსახოცების შემთხვევაში, გირჩევთ ჯაგრისიც სხვაგან შეინახოთ ან თავსახურიანი შეიძინოთ, რათა მასზე ზედმეტი ბაქტერიები არ გამრავლდნენ.





კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი