ფრთხილად, ობი! - ეს ნიშნები დაფარულ საშიშროებაზე მიგითითებთ

ხომ არ შეგიმჩნევიათ სახლში ნაცრისფერი, მწვანე, შავი ლაქები? თუ კი, მაშინ იცოდეთ, რომ თქვენს სახლში ობია. სამწუხაროდ, ობს ვერსად დაემალებით, ის ყველგან არის. მოდით განვიხილოთ ობის ყველაზე გავრცელებული სახეები.



1. შავი ობი
ასეთი ტიპის ობი ყველაზე მეტად გვხვდება ნესტიან შენობებში, ძველ სადარბაზოებში, სარდაფებში, მარნებში. ასეთი ობი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია, ის იწვევს ბრონქიტსა და ასთმას. თუ შენობაში ასეთი ობი დიდი ხნის განმავლობაშია, ადამიანებს ხშირად აწუხებთ თავის ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნებები, ისეთი, როგორიც არის ცრემლდენა, ცხვირში გაგუდვა და ყელის სიმშრალე.



2.

თეთრი ობი
თეთრი ობი არც ისეთი ტოქსიკურია, როგორიც შავი, თუმცა მასაც უნდა უფრთხილდეთ. ის არის ძლიერი ალერგენი. ასეთი სოკოები ყველაზე ხშირად ბუდობენ ხეზე, მცენარეებზე, პურსა და ყველზე. თეთრ ობთან ხანგრძლივი კონტაქტის შემთხვევაში შესაძლოა მან ონკოლოგიური დაავადებებიც კი გამოიწვიოს.



3. მწვანე ობი
მწვანე ობი ყველაზე ხშირად საკვებ პროდუქტებზე გვხვდება. ის ძალიან სწრაფად ვრცელდებaა როგორც ზედაპირზე, ისე შიგნით. თუ საკვებზე მწვანე ობი შენიშნეთ, ის პროდუქტი აუცილებლად თავიდან მოიშორეთ, მან შესაძლოა სერიოზული ინტოქსიკაცია გამოიწვიოს.

მწვანე ობი ასევე წარმატებით ვრცელდება საშენ მასალებზე, განსაკუთრებით აგურზე. პატარა სოკომ შესაძლოა შენობის ნგრევაც კი გამოიწვიოს.

იმისათვის, რომ თავიდან აირიდოთ ეს პრობლემა, აუცილებლად უნდა მიმართოთ სპეციალისტებს, რომლებიც დეტალურად შეისწავლიან თქვენს სახლში არსებულ ობის სახეობას და სათანადო ბრძოლას გამოუცხადებენ მას.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა

საუკეთესო ფერთა კომბინაციები სიმშვიდისა და რელაქსაციისთვის.

საძინებლისთვის კარგად შერჩეული ფერთა პალიტრა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს განწყობას და უფრო სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ. ჩრდილების ჰარმონიული კომბინაცია ქმნის სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას.

ყველაზე წარმატებული ფერთა კომბინაციები მოიცავს მუქი ნაცრისფერისა და მუქი მწვანის კომბინაციას. ეს ტონები სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის და შესაფერისია მათთვის, ვისაც მუქი ფერებით გაფორმებული საძინებელი მოსწონს. მწვანე ფერი ტყესთან ასოცირდება, ნაცრისფერს კი ელეგანტურობისა და დახვეწილობის ნოტები მოაქვს.

პირველი შეიძლება გამოიყენოთ ტექსტილისთვის, დეკორატიული ელემენტებისთვის და აქცენტირებული კედლისთვის, ხოლო მეორე - დიდი ზომის ავეჯისა და კედლის დეკორაციისთვის
თბილი ქვიშის კომბინაცია ნაცრისფერის სხვადასხვა ტონებთან იდეალურია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად. ორივე ფერი ნეიტრალურად ითვლება და ადვილად ერწყმის სხვა ტონებს. ამ შემთხვევაში, ქვიშა შეიძლება გახდეს კედლებისა და ჭერის მთავარი ფერი, მაგრამ ავეჯი, ფარდები და დეკორი ნაცრისფერ ტონებში უნდა შეირჩეს.

ნაზი ვარდისფერისა და კრემისფერის რომანტიული დუეტი ქმნის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების ატმოსფეროს. ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს შფოთვას, ხოლო კრემისფერი სითბოსა და კომფორტს მატებს. ეს პალიტრა განსაკუთრებით შესაფერისია ქალის საძინებლებისთვის. ორივე ფერი ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროცენტული თანაფარდობით.

მათთვის, ვინც აფასებს ჰარმონიის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის განცდას, ღირს ბალახისფერი მწვანესა და ტერაკოტის კომბინაციის განხილვა თბილი ვარდისფერი ელფერით. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და სიახლესთან, ხოლო ტერაკოტა ოთახს დამამშვიდებელი სითბოთი ავსებს. პირველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსტილსა და კედლის დეკორაციაში, ხოლო მეორე - ავეჯისთვის, დეკორისა და აქცენტური დეტალებისთვის.

ლავანდისა და ვარდისფერის კომბინაცია ასევე ჰარმონიულად გამოიყურება. ეს კომბინაცია ქმნის სინაზის, რომანტიკისა და სიმშვიდის ატმოსფეროს. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტილი და კედლის საღებავი ლავანდისფერში, ხოლო ვარდისფერი გამოიყენოთ ავეჯისა და დეკორისთვის. აქცენტირებული დეტალები ცივ, მდუმარე ფერებში იდეალურად შეავსებს ასეთ საძინებელს.
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი