რამდენი ფქვილი სჭირდება ერთ ლიტრ ბადაგს იდეალური სისქის ჩურჩხელებისთვის - კახელი დიასახლისის რეცეპტით

ქალბატონი ციალა ჩეკურიშვილი კახეთის სოფელ ყანდაურაში ცხოვრობს. ციალა ბებოს ჩურჩხელები საკმაოდ ცნობილია არა მარტო მის სანაცნობოსა და საახლობლოში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც. ციალა ბებომ "შინის" მკითხველებს გაუზიარა საიდუმლო, როგორ გამოდის მისი ჩურჩხელები რბილი, გემრიელი და დიდხანს ინარჩუნებს სირბილესაც და გემოსაც.

- კარგი ჩურჩხელა, რომელიც მე ჩემი წინაპრებისგან ვიცი, ასე კეთდება: ყურძენს რომ დაწურავენ, ამოიღებენ მაშინვე წვენს და გადაწურავენ, შემდეგ დადგამენ ცეცხლზე და ადუღებენ კარგად, თან უნდა მოხადონ ქაფი დუღილის დროს. კარგად ადუღებენ ისე, რომ ნახევარი დარჩეს. გააჩერებენ. ესაა ბადაგი, რომელიც არ

ფუჭდება, რამდენიმე დღეც რომ იყოს და მერეღა აკეთებენ თათარას... 1 ლიტრა ბადაგზე 2 ღვინის ჭიქა ფქვილი უნდა (200-მილილიტრიანი ჭიქები იგულისხმება), კარგად გახსნიან ერთმანეთში და დადგამენ ცეცხლზე. თან გამუდმებით უნდა ურიონ. ნელ-ნელა გასქელდება. კარგად სჭირდება ამორევა, რომ არ მიიწვას.
ნელ-ნელა გასქელდება და შესქელებული ცოტა დაბალ ცეცხლზე უნდა მოიშუშოს, ფქვილის გემო რომ არ ჰქონდეს... ბუშტები უნდა გაუჩნდეს დუღილის დროს... კარგად უნდა მორევა დუღილის დროსაც ...
შემდეგ უკვე გამზადებულ ასხმულ ჩურჩხელებს ამოავლებენ ცხელ-ცხელ თათარაში.
გაშრობას დაახლოებით ერთი კვირა სჭირდება. სიცივეში და ქარში არ აშრობენ.
თუ ჩურჩხელა დამსკდარია, დუღილი აკლია ბადაგს...

კომენტარები

დალი 2023-10-04 22:43
ხალხო ნუ პროფესორი თუ რაა...მადლობის მეტი რა გვეთქმის,საუკეთესო რეცეპტია.დილეტანტი ვიყავი ამ ამბავში და ზედმიწევნით ზუსტად გავაკეთე იდეალური ჩურჩხელები...წაიკითხეთ,გაიაზრეთ და კარგად გამოგივათ!
ლილი 2021-10-05 22:41
მიუხედავად იმისა, რომ იმერელი ვარ, ჩურჩხელა ნამდვილად კახურია და კახური ჩურჩხელა არის უგემრიელესი, რბილი და ენერგიის წყარო, არც იმერულია ცუდი, რომელიც სიმინდის გამერდიმებული ფქვილით კეთდება. მე ვფიქრობ კახური ჯობია. ისე კი ეს უნიკალური პროდუქტი ქართულია და სასაცილოა მისი სხვა ხალხითვის მიწერა.
ლედი 2021-10-05 22:33
მერე ის თლილი ჭიქა 200 გრამიანია და კახელები 100 გრამიანით არ სვავდნენ ღვინოს რომ იცოდეთ...ღვინის სმის კულტურას კახელებს ვერ ასწავლით..რაც შეეხება თათარას 1 ლიტრას 200 გრ ჭიქა უნდა ფქვილი..მაგრამ ცოტას ვაკლებთ ბოლოს..მაგ..2 ლიტრას 4 ჭიქის მაგივრად 3 ს ვუკეთებთ ან 3,5 ს ფქვილს გააჩნია. და 1 ლიტრაში გამოდის 10 ჩურჩხელა...გმადლობთ
დარო. 2020-12-03 17:43
ერთი საათი გააჩერო პირველად მესმის.მასე ღომს აკეთებემ. ბებოს რეცეპტი კარგია, თუ ამჩნევთ სქელია ცოტა ბადაგი დაამატეთ ან წყალი და კარგად მოხარშეთ. სწავლა სიბერემდე.....
ეკა 2020-11-21 16:26
ღვინის ჭიქას კახეთში მართლაც თლილ ჭიქას ჭიქას ეძახიან მაგრამ 200 მილილიტრიანს კი არა 100 მილილიტრიანს, ჩები ბებია ასე ეზახოდა. როგორც ჩანს ადრე კახელები ღვინოს 100 მილილიტრიანი ჭიქებით სვავდნენ და არა 200-იანით როგორც თანამედროვე ქართველები. რაც შეეხება რეცეფტს. უვარგისია, არ მინდა კიდევ ვინმე შეცდეს. თქვენ კი კარგად დააზუსტეთ ციალა ბებოს რეცეფტი და შეასწორეთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი