12 შთამბეჭდავი ინტერიერი, რომელიც საკუთარი შესასვლელის შეცვლას მოგანდომებთ


ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ სახლის შესასვლელს ბევრი ყურადღება არ ჭირდება. თუმცა ასე არ არის, სახლის ამ ნაწილზე არანაკლებ უნდა იზრუნოთ, ვიდრე სხვა ოთახებზე. რამდენიმე რაციონალური რჩევა და ნიმუში ნამდვილად დაგარწმუნებთ ჩვენი აზრის სისწორეში.

1. ღია ფერები



მიუხედავად იმისა, რომ მუქი ფერი ერთი შეხედვით უფრო პრაქტიკულია შესასველისთვის სწორედ ღია ფერების გამოყენებას გირჩევთ.

2. კარადების სისტემა



ასეთი კომოდი ჩვეული კარადების მშვენიერი ალტერნატივა იქნება და ძალიან მოუხდება პატარა ზომის შესასვლელს.

3. მინიმალიზმი



მინიმალისტური დიზაინი პატარა სივრცის საუკეთესოი მეგობარია.

4. ლაკონური სტილი



ეს ფოტო
სადა და ლაკონური დიზაინის შესანიშნავი ნიმუშია.

5. ფაქტურა



მსგავსი ხის ფაქტურა და მუქი კედლები პატარა შესასვლელში ცუდად ნამდვილად არ გამოიყურება.

6. სივრცის გადიდება



სარკეებიანი კარადა ყოველთვის საუკეთესო ვარიანტია თუ საუბარია ვიწრო შესასვლელზე.

7. მყუდრო კუთხე



ამ პაწაწინა შესასვლელის მთავარი დეტალი ნიშაა მოხერხებული პუფით.

8. წინასწარ მოფიქრებული დიზაინი



პატარა შესასვლელის ღია ფერის დიზაინი, სადაც ყველაფერი საგულდაგულოდ არის დაბინავებული ნამდვილად იმსახურებს ყურადღებას.

9. ფერი და განათება



ეს ვიწრო შესასვლელი მხოლოდ ავეჯისა და განათების ხარჯზე გამოიყურება ასე ლამაზად.

10. კლასიკა



კლასიკური სტილის შესასვლელი კი აქტუალობას არასდროს დაკარგავს.

11. კონტრასტული დეტალები



ამ პატარა შესასვლელის შედევრად ქცევა კონტარსტების ხარჯზე მოხერხდა. ხე, ლითონი და შუშა ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.

12. თანამედროვე კონსტრუქციები



ეს მრავალფუნქციური კარადა ნებისმიერ თანამედროვე სტილის სახლს დაამშვენებს თანაც, ძალიან მოხერხებულია.


კომენტარები

dapoxetine priligy c 2025-06-21 22:49
Twenty percent of participants were younger than 40 years old, 59 were 40 60 years old, and 21 were older than 60 years priligy results Many body washes containing exfoliators such as pumice crystals, jojoba beads, glycolic acid, etc

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა

საუკეთესო ფერთა კომბინაციები სიმშვიდისა და რელაქსაციისთვის.

საძინებლისთვის კარგად შერჩეული ფერთა პალიტრა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს განწყობას და უფრო სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ. ჩრდილების ჰარმონიული კომბინაცია ქმნის სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას.

ყველაზე წარმატებული ფერთა კომბინაციები მოიცავს მუქი ნაცრისფერისა და მუქი მწვანის კომბინაციას. ეს ტონები სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის და შესაფერისია მათთვის, ვისაც მუქი ფერებით გაფორმებული საძინებელი მოსწონს. მწვანე ფერი ტყესთან ასოცირდება, ნაცრისფერს კი ელეგანტურობისა და დახვეწილობის ნოტები მოაქვს.

პირველი შეიძლება გამოიყენოთ ტექსტილისთვის, დეკორატიული ელემენტებისთვის და აქცენტირებული კედლისთვის, ხოლო მეორე - დიდი ზომის ავეჯისა და კედლის დეკორაციისთვის
თბილი ქვიშის კომბინაცია ნაცრისფერის სხვადასხვა ტონებთან იდეალურია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად. ორივე ფერი ნეიტრალურად ითვლება და ადვილად ერწყმის სხვა ტონებს. ამ შემთხვევაში, ქვიშა შეიძლება გახდეს კედლებისა და ჭერის მთავარი ფერი, მაგრამ ავეჯი, ფარდები და დეკორი ნაცრისფერ ტონებში უნდა შეირჩეს.

ნაზი ვარდისფერისა და კრემისფერის რომანტიული დუეტი ქმნის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების ატმოსფეროს. ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს შფოთვას, ხოლო კრემისფერი სითბოსა და კომფორტს მატებს. ეს პალიტრა განსაკუთრებით შესაფერისია ქალის საძინებლებისთვის. ორივე ფერი ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროცენტული თანაფარდობით.

მათთვის, ვინც აფასებს ჰარმონიის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის განცდას, ღირს ბალახისფერი მწვანესა და ტერაკოტის კომბინაციის განხილვა თბილი ვარდისფერი ელფერით. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და სიახლესთან, ხოლო ტერაკოტა ოთახს დამამშვიდებელი სითბოთი ავსებს. პირველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსტილსა და კედლის დეკორაციაში, ხოლო მეორე - ავეჯისთვის, დეკორისა და აქცენტური დეტალებისთვის.

ლავანდისა და ვარდისფერის კომბინაცია ასევე ჰარმონიულად გამოიყურება. ეს კომბინაცია ქმნის სინაზის, რომანტიკისა და სიმშვიდის ატმოსფეროს. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტილი და კედლის საღებავი ლავანდისფერში, ხოლო ვარდისფერი გამოიყენოთ ავეჯისა და დეკორისთვის. აქცენტირებული დეტალები ცივ, მდუმარე ფერებში იდეალურად შეავსებს ასეთ საძინებელს.
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი