რჩევები სპეციალისტისგან – როგორ გავალამაზოთ სუფრა და კერძები

47 წლის ინგა ბიჩინაშვილი, უკვე 11 წელია, საკვებ პროდუქტს მხოლოდ გემოს მიხედვით არ აფასებს. კარვინგი, რაც ხილსა და ბოსტნეულზე სხვადასხვა ფიგურის ამოტვიფვრას, კერძებისა და საკონდიტრო ნაწარმის გაფორმებას გულისხმობს, დამოუკიდებლად შეისწავლა და უკვე ამ საქმის პროფესიონალია. დღეს, თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთი 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს სამზარეულოში მუშაობს და საკვები პროდუქტით ესთეტიკის შექმნაზე ზრუნავს.


- კულინარიული კოლეჯი დავამთავრე, რის შემდეგაც ჩემი პორფესიით არ მიმუშავია, დიასახლისი ვიყავი, შვილებს ვზრდიდი, მყავს მეუღლე, ოთხი ქალიშვილი და შვილიშვილები. ბავშვები რომ გაიზარდნენ, დღის წესრიგში ჩემი დასაქმებაც დადგა. ვერსად ვერაფერი

ვიშოვე და მუშაობა კაფეში დავიწყე. ერთხელ ჩემს სამსახურში მოიწვიეს ქალბატონი, რომელიც კერძებს აფორმებდა. მომეწონა, დავინტერესდი, მოვიძიე მასალა და გადავწყვიტე, ეს საქმე შემესწავლა. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ გამჭირვებია ათვისება, ჩემი მეუღლის გვერდში დგომამ და ძალისხმევამ შემაძლებინა კარვინგის საფუძვლიანად შესწავლა. ყველანაირად ხელს მიწყობდა, სამსახურიდან მოსულს მახვედრებდა ისეთ პროდუქტს, რომელზეც ვარჯიში შესაძლებელი იყო და გვერდში მედგა, რომ უკეთ შემესწავლა ეს საქმე. ამასთანავე, ვცდილობდი ინტერნეტში, კატალოგებში მომეძიებინა ინფორმაციები ამ სფეროსთან დაკავშირებით, მოკლედ, მონდომებული ვიყავი და გამომივიდა კიდეც (იღიმის). თავიდან ჩევულებრივი დანებით ვცდილობდი ფორმების ამოჭრას, რადგან კარვინგისათვის საჭირო ელასტიკური და მჭრელი დანები ჩვენს ქვეყანაში არ იშოვებოდა. 2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს მეტად დაძაბული პერიოდი ჰქონდა და საფოსტო გზავნილებიც კი შეწყვეტილი იყო, რუსეთში მცხოვრებმა მეგობრებმა მოახერხეს და გამომიგზავნეს დანები. თავიდან გამიჭირდა ჩვეულებრივი დანიდან პროფესიულზე გადასვლა, მაგრამ იმდენი ვივარჯიშე, რომ საბოლოოდ დავიხვეწე. ნელ-ნელა ბევრი რამ ვისწავლე, წინ წავიწიე და დღემდე ძიების პროცესში ვარ, სულ ახალ-ახალ ფორმებს, მიმართულებებს ვეძებ.

- ხილზე, ბოსტნეულზე ისეთი ლამაზი ფიგურების ამოჭრა, რასაც ფოტოებზე ვხედავთ, ძალიან შრომატევადი იქნება. დაახლოებით რა დროს ანდომებთ თუნდაც ერთი ყვავილის ამოტვიფვრას?

- დროის ხანგრძლივობა, რასაკვირველია, გამოსახულებაზეა დამოკიდებული - თუ ერთ დიდ ყვავილს აკეთებ, შეიძლება ერთ საათში დაასრულო, მაგრამ პატარას და თანაც ბევრს - სამი-ოთხი საათი მაინც სჭირდება.



- რჩევები მოგვეცით სუფრის ლამაზად გაწყობასთან დაკავშირებით...

- საახალწლო სუფრის კიდევ უფრო გასალამაზებლად რამდენიმე კარგ რჩევას მოგცემთ. სუფრას თავისთავად ალამაზებს კერძები, მეტი ესთეტიკისთვის კი მათი დეკორირების ხერხებს გაგიმხელთ.

პირველი, რაც სუფრას შთამბეჭდავს ხდის, არის ხელსახოცები და სანთლები. საახალწლოდ, სუფრის შუაგულში შეგვიძლია გავშალოთ ნაძვის და ფიჭვის წიწვები, ზამთრის ხილი - იქნება ეს ვაშლი, კარალიოკი, მსხალი თუ სხვა, ნახევრად ამოვავლოთ სიროფში, სიროფიანი მხარე ამოვგანგლოთ შაქარში, ზოგიერთი კი - ქოქოსის ფანტელში... ასეთი ფორმით დაწყობილი ხილი დათოვლილის შთაბეჭდილებას ქმნის და მწვანე წიწვებზე დალაგებული ძალიან უხდება საახალწლო სუფრას.



მოგეხსენებათ, ახლა მოდაშია ხელსახოცების რგოლებში მოთავსება, გასწავლით, როგორ გააკეთოთ ლამაზი რგოლები სახლის პირობებში. ფოლგის ქაღალდი ალბათ ბევრს აქვს სახლში, მუყაოს მილი, რაზეც ეს ქაღალდია დახვეული, გამოგადგებათ რგოლების გასაკეთებლად. პირველ რიგში ის უნდა დაჭრათ სასურველ ზომაზე, შემდეგ კი სურვილისა და გემოვნების მიხედვით, მასზე დააწებეთ პატარა ფიფქები, მძივები, ლენტები და მიიღებთ ძალიან ლამაზ, ორიგინალურ ხელსახოცის რგოლებს.

საახალწლო სუფრას დაამშვენებს დაცვარულ-დაფიფქული ჭიქები. ამისათვის შამპანურის ჭიქების პირები ამოავლოთ სიროფსა და შაქარში იმავე პრინციპით, როგორც ხილი და მივიღებთ დაცვარულ ფუჟერებს, შამპანურის დალევისას ეს სიტკბოც მიჰყვება არომატად და სილამაზესთან ერთად გემრიელიცაა. ვისაც ტკბილი არ უყვარს, მას შეუძლია ჯერ ლიმონის წვენში ამოავლოს ჭიქა და შემდეგ შაქრის ნაცვლად მარილში ამოსვაროს, მაგრამ ეს უფრო არაყს უხდება.

სანთლები დიდი შანდლებით ყველა სუფრას ამშვენებს, მაგრამ პატარა ტივტივა სანთლებითაც შესაძლებელია ეფექტის მოხდენა, თუ მათ შამპანურის, ან მარტინის ჭიქებში ჩააწყობთ და ერთმანეთის გასწვრივ სიგრძეზე დაამწკრივებთ. ნაძვის ხის გვერდით შეგიძლიათ, დეკორატიულობისთვის ლამაზად გააწყოთ ტკბილი სუფრა, რომლის გადასაფარებელსაც სხვადასხვა ხერხით უსწორმასწოროდ დადებთ, ამობურცავთ, ზემოდან მიმოფანტავთ ნაძვის წიწვებს, დააწყობთ საახალწლო მძივებს, ან ნაძვის ხის სათამაშოებს და გვერდით მიუდგამთ ზემოხსენებულ "დათოვლილ" ხილს.



ახლა კერძების გასაფორმებლად რადმენიმე რჩევას მოგცემთ. ყველას არ შეუძლია ბოსტნეულისგან თუ სხვა პროდუქტისგან აკეთოს ჩიტები, პეპლები, მაგრამ ყვავილების ამოჭრა და კერძების გაფორმება, რთული სულაც არაა. მოხარშული კვერცხისგან შეიძლება გაკეთდეს თაგვები და ეს ძალიან მარტივია, აგიხსნით, როგორ. მოხარშული კვერცხი სიგრძეზე გადაჭერით ისე, რომ ერთი მხარე მეორეზე შედარებით დიდი იყოს, კვერცხის გულის მხარე დადეთ თეფშზე, პატარა ბოლოკისგან (ან სტაფილოსგან) გამოჭერით მრგვალი ფირფიტები და როგორც ყურები, ისე ჩაარჭვეთ კვერცხში, ზეთისხილით გაუკეთეთ თვალები, მწვანილით - კუდი, ამ ფორმის კვერცხს ის ბავშვიც შეჭამს, ვისაც საერთოდ არ უყვარს ეს პროდუქტი, სუფრას ან თუნდაც კერძს კი ხიბლს შესძენს.

ვისაც არ უყვარს ან საშუალება არ აქვს, შეიძინოს გოჭი, გასწავლით მარტივად და შედარებით იაფად როგორ გააკეთოთ ის "ხალადეცისგან" (ლაბასხმულასგან). პლასტმასის 2 ან 2,5-ლიტრიან ბოთლში ჩაასხით ცხელი "ხალადეცი" და შედგით მაცივარში, გაყინვის შემდეგ ბოთლი გაჭერით ისე, რომ "ხალადეცი" არ დააზიანოთ და მოათავსეთ სალათის ფურცლებით, ან მწვანილით გაფორმებულ თეფშზე. ბოთლის ვიწრო ყელი, "ხალადეცს" "დრუნჩის" ფორმას აძლევს, რომელიც დანით პირის ფორმაზე უნდა ჩავჭრათ, დინგის ადგილას ვუტენით ზეთისხილს, ყურების ნაცვლად ვუკეთებთ ბოლოკს, კუდის ნაცვლად კი - მწვანილს. თუ დიასახლისს ეხერხება ბოსტნეულისგან მარტივი ყვავილების გამოჭრა, ზეთისხილთან და ყურძენთან ერთად ამ ყვავილებით გაფორმება კიდევ უფრო შთამბეჭდავს გახდის "გოჭს".

ყველაფერი ფანტაზიის ნაყოფია, ვისაც სიამოვნებს სამზარულოში ტრიალი, მსგავსი ორიგინალური იდეების ხორცშესხმა არ გაუჭირდება.

ციცი ომანიძე

კომენტარის დამატება

Guide Financier du Joueur Crypto : Gérer Transactions, Bonus et Volatilité

L'adoption des cryptomonnaies dans les casinos en ligne a introduit une nouvelle dimension financière dans l'expérience de jeu. Pour les joueurs français, utiliser le Bitcoin, l'Ethereum ou d'autres actifs numériques n'est pas seulement une question de technologie, mais aussi une question de stratégie financière. Gérer ses fonds, comprendre les bonus et naviguer dans la volatilité inhérente à ce marché sont des compétences clés pour tirer le meilleur parti des casinos crypto. Contrairement aux euros, dont la valeur est stable, la valeur des cryptomonnaies peut fluctuer de manière significative, transformant potentiellement un gain en un jackpot encore plus grand, ou inversement. Ce guide financier est conçu pour les joueurs qui souhaitent aborder l'univers du casino crypto avec une perspective d'investissement, en maîtrisant les aspects transactionnels et en exploitant intelligemment les opportunités offertes par cet écosystème unique.

La première décision financière concerne le choix de la cryptomonnaie à utiliser. Bien que le Bitcoin (BTC) soit le roi incontesté et le plus largement accepté, d'autres options présentent des avantages. L'Ethereum (ETH) est également très populaire. Des altcoins comme le Litecoin (LTC) ou le Ripple (XRP) sont souvent appréciés pour leurs vitesses de transaction encore plus rapides et leurs frais de réseau généralement plus bas. Pour les joueurs qui souhaitent profiter des avantages de la blockchain (rapidité, sécurité) sans s'exposer à la volatilité, les stablecoins comme le Tether (USDT) ou l'USD Coin (USDC) sont la solution parfaite. Ces jetons sont adossés à une monnaie fiduciaire (généralement le dollar américain) et leur valeur reste donc stable, offrant le meilleur des deux mondes.

Les bonus dans les casinos crypto sont un chapitre financier à part entière. Ils sont souvent beaucoup plus généreux que dans les casinos traditionnels, avec des offres de bienvenue pouvant atteindre plusieurs Bitcoins. Cependant, leurs mécanismes sont les mêmes et nécessitent une analyse attentive. Un bonus de "100% jusqu'à 1 BTC" signifie que le casino doublera votre dépôt jusqu'à une valeur de 1 BTC. Ces offres sont presque toujours assorties de conditions de mise (wager), qui s'appliquent de la même manière que pour les bonus en euros. Le joueur doit également être attentif à la manière dont les gains sont traités : sont-ils crédités en bonus et soumis au wager, ou sont-ils directement ajoutés au solde retirable, comme dans le cas des rares "bonus sans wager" ?

Pour évaluer la véritable valeur financière d'un bonus crypto, il est essentiel de considérer plusieurs facteurs.

  • Le Montant et le Pourcentage : L'attrait initial de l'offre, exprimé en crypto.
  • Les Conditions de Mise (Wager) : Le multiplicateur qui détermine le volume de jeu nécessaire avant de pouvoir retirer les gains. C'est le facteur le plus important.
  • Les Tours Gratuits (Free Spins) : Un ajout fréquent qui offre des opportunités de gains sans risque supplémentaire.
  • Le Bonus Cashback : Une forme d'assurance qui rembourse une partie des pertes, souvent en crypto directement retirable.
  • La Contribution des Jeux : Vérifier que les jeux auxquels vous souhaitez jouer contribuent efficacement à remplir les exigences de mise.

La gestion de la volatilité est une compétence cruciale. Un gain de 0.1 BTC peut valoir 6 000 € aujourd'hui et 7 000 € demain. Les joueurs peuvent adopter différentes stratégies. Certains, qui croient en la croissance à long terme des cryptos, choisiront de conserver leurs gains dans leur portefeuille, pariant sur une appréciation future. D'autres, plus prudents, préféreront convertir immédiatement leurs gains en une monnaie stable (stablecoin) ou en euros pour sécuriser leur valeur. Les casinos crypto les plus avancés permettent souvent de basculer facilement entre différentes cryptomonnaies directement sur la plateforme, offrant une grande flexibilité. En conclusion, jouer dans un casino crypto monnaie est une expérience qui se situe à la croisée du jeu d'argent et de l'investissement. En choisissant judicieusement ses actifs, en analysant rigoureusement les bonus et en adoptant une stratégie claire face à la volatilité, un joueur peut non seulement profiter d'une expérience de jeu supérieure, mais aussi potentiellement optimiser la valeur financière de ses gains.

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი