ციცინო კობიაშვილის ხელნაკეთი საპნები: "ამას როგორ ვიხმართ, უნდა დავდოთ და ვუყუროთო"

"ხელნაკეთი საპნები ძალიან მომწონს და ყველა აღფრთოვანებულია, ვინც ნახა. ვისაც ვაჩუქე, ამბობენ, გვენანება, ამათ როგორ ვიხმართ დავდებთ და უნდა ვუმზიროთო..."
რეჟისორი და მსახიობი –ციცინო კობიაშვილი ბოლოდროინდელ გატაცებაზე, ულამაზეს ხელნაკეთ საპნებზე გვიამბობს...
- ძალიან მაინტერესებს ასეთი რამეები... ულამაზესი საპნები გამომივიდა! რასაკვირველია ფორმებს ვიძენ, ყველაზე საუკეთესო ფორმები გამოვიწერე და ყველაზე საუკეთესო მასალით ვამზადებ! რასაც ვამზადებ, ყველაფერი ეკოლოგიურად ძალიან სუფთაა... ჯერჯერობით არ მიცდია გამეტანა გასაყიდად. ადრე თეატრმა შემომთავაზა ჩემი ხელნაკეთი ნამუშევრები გამეტანა და იყიდებოდა - თეფშები, კოლოფები და ასე შემდეგ... არ ვიცი საპნებს
როგორ შეხვდება საზოგადოება, ფასი ალბათ მისაღები იქნება.

- თეატრის გარდა არ გსურთ სხვაგანაც გაიტანოთ?
- სამწუხაროდ საქართველში თუ სადმე რამეს ჩააბარებ, ორმაგ ფასს ადებენ... სააღდგომოდ დიდი და ულამაზესი კვერცხები გავაკეთე და 25 ლარად რომ ჩავაბარე, მივედი და ვნახე რომ 55 ლარი ეწერა. 55 ლარად ხომ ორს იყიდის ადამიანი?! მე თვითონაც ხომ დავუტოვებდი გარკვეულ თანხას, მაგრამ ორმაგი ფასის დადება მეტისმეტია, რასაც საქართველოში ვერსად გავექეცი... თეატრში ყველაფერი ძალიან კარგად იყიდება. ასევე ნინო ჩაკვეტაძის ნამუშევრებს ვამზადებ და მის სალონშიც არაჩვეულებრივად იყიდება ყველაფერი.

ათას რამეს მივედ-მოვედე, ვკითხულობ, ვუყურებ და ჩემით ვისწავლე ყველაფერი. რომ ვცდი რამეს და კარგად გამოდის, სასწაული განცდაა. საპონმა ძალიან დამაინტერესა და ჩუმად გამოვიწერე რაღაც ფორმები. Dდავიწყე დამზადება და რომ შევხედე კარგი გამომივიდა, სიხარულით გავგიჟდი. ისევ გამოვიწერე უამრავი ფორმა უკრაინიდან... ჩვენთან ფორმები არ არის და უკრაინაში სამ მაღაზიასთან მაქვს კონტაქტი, საიდანაც სულ მწერენ, თუ კი რამ ახალი შემოუვათ... მასალას, რითაც ვამზადებ, არაჩვეულებრივი სურნელი აქვს. სპეციალურ ზეთებს ვიყენებ. საპნის ძირი რითაც კეთდება, მასალა სხვადასხვანაირია, მაგრამ ინგლისური ყველაზე საუკეთესოა! მირჩევნია ათი ლარით მეტი გადავიხადო მასალაში და ყველაფერი საუკეთესო გამოვიყენო. არ მიყვარს ასეთ რამეებზე ეკონომიის გაკეთება... საპნები მე ძალიან მომწონს და ყველა აღფრთოვანებულია ვინც ნახა. ვისაც ვაჩუქე ამბობენ, გვენანება ამათ როგორ ვიხმართ დავდებთ და უნდა ვუმზიროთო...
მანანა გაბრიჭიძე

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი