ბალიშის რეცხვის აუცილებელი წესები

ბალიშთან, როგორც წესი, სასიამოვნო შეგრძნებები ასოცირდება. ეს ნივთი ხომ სრულყოფილ და კომფორტულ დასვენებაში გვეხმარება. ყველაზე მეტად სწორედ ბალიშს ვეხუტებით. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ბალიში იყოს სუფთა და სურნელოვანი. დიასახლისები უფრო მეტ ყურადღებას ზეწრების და საბნების სისუფტავეს უთმობენ, ბალიშის გარეცხვა კი არც ისე ადვილია. ჩვენ კი შემოგტავაზებთ რცევებს, როგორ უნდა გარეცხოთ ბალიში მარტივად სარეცხის მანქანაში ძალიან სუფთა და სურნელოვანი რომ იყოს.


როგორ გავრეცხოთ ბალიში



ყველაზე მარტივად სინთეტიკის ბალიშები ირეცხება. სინტიპონის ბალიშების ირეცხება სარეცხის მანქანაში 40 გრადუს ტემპერატურაზე. რაც შეეხება ბამბუკის ბალიშებს, მისი
გარცხვა ნებისმიერ ტემპერატურაზე არის შესაძლებელი. ამ შემთხვევაში უნდა იცოდეთ მხოლოდ ის, რომ ასეთი ბალიშები აუცილებლად ჰორიზონტალურ მდგომარეობაში უნდა გააშროთ.



რაც შეეხევა მიკრობებსა და მტვერს მათ გასანადგურებლად უმჯობესია გამოიყენოთ თხევადი საპონი ან შამპუნი. ასეთი რეცხვის შემდეგ ბალიშა არც სუნი ექნება და არც ლაქა. ბალიშის გაწურვა მხოლოდ ხელით არის რეკომენდირებული და ძალიან ნაზად.


აი, ლატექსის ბალიშების რეცხვა კი არ შეიძლება. მათი გაწმენდა მხოლოდ მტვერსასრუტით არის ნებადართული. ლაქების მოშორება სველი ხელსახოცით შეიძლება. ასეთი წმენდა, რაღა თქმა უნდა, მიკრობებს ვერ მოსპობს, ამიტომ გირჩევთ, ბალიშები 2-3 წელიწადში ერთხელ ახლით შეცვალოთ. იგივე ეხება ანტისტრესულ ბალიშებს, რომელიც ხან წიწიბურით არის გამოტენილი და ხან სხვა მარცვლეულით.

ცალკე თემაა ბუმბულის ბალიშები. ასეთი ბალიშები ძალიან პოპულარულია, თუმცა მათი სახლის პირობებში რეცხვა პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ამის გაკეთებას გადაწყვეტთ, ამ შემთხვევისთვის რამდენიმე რჩევას მოგცემთ.


ბუმბულის ბალიშების რეცხვა



1. საპნიან წყალს დაამატეთ ერთი კოვზი ნიშადურის სპირტი და ჩაალბეთ ბალიში, ნიშადურის სპირტი ძალიან ეფექტურად ხოცავს მიკრობებს და ძალიან კარგად ასუფთავებს.
2. კარგად გაავლეთ.
3. გაწურეთ ხელით და გააშრეთ. შრობის დროს ხშირ-ხშირად გადაატრიალეთ და ხელში შეათამაშეთ.
4. როდესაც კარგად გაშრება, გაუხსენით პირი და ფრთხილად გადაიტანეთ ბუმბულგაუმტარ პირში.

ბუმბულის ბალიშების რეცხვა კარგია ან ძალიან სიცხეში ან ძალიან სიცივეში, სიცხეში სისველე ამოშრება, ხოლო სიცივეში მოიყინება. საშუალო ტემპერატურაზე ბალიშის გაშრობას კი ძალიან დიდი დრო ჭირდება, ამასობაში კი გამრავლდება ცუდი ბაქტერიები.

სარეცხის მანქანაში რეცხვაც არის შესაძლებელი, თუმცა ამ შემთხვევაში საჭიროა შეირჩეს რეცხვის სწორი პროგრამა - ხელით რეცხვა ან დელიკატური რეცხვა. კონდიციონერის გამოყენებას არ გირჩევთ.



ბალიშების რეცხვა საკმაოდ რთული, თუმცა საჭირო პროცედურაა. ბუმბულისა და სილიკონის ბალიშების რეცხვა წელიწადში ოთხჯერ არის რეკომენდებული. ბამბუკის ბალიშები კი 2 თვეში ერთხელ უნდა გაირეცხოს.

კომენტარები

მარეხი 2023-08-28 22:45
ბუმბულის ძველი ბალიშებია
მარეხი 2023-08-28 22:44
სად ხდება ბალიშების რეცხვა?
არის სადმე?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა

საუკეთესო ფერთა კომბინაციები სიმშვიდისა და რელაქსაციისთვის.

საძინებლისთვის კარგად შერჩეული ფერთა პალიტრა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს განწყობას და უფრო სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ. ჩრდილების ჰარმონიული კომბინაცია ქმნის სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას.

ყველაზე წარმატებული ფერთა კომბინაციები მოიცავს მუქი ნაცრისფერისა და მუქი მწვანის კომბინაციას. ეს ტონები სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის და შესაფერისია მათთვის, ვისაც მუქი ფერებით გაფორმებული საძინებელი მოსწონს. მწვანე ფერი ტყესთან ასოცირდება, ნაცრისფერს კი ელეგანტურობისა და დახვეწილობის ნოტები მოაქვს.

პირველი შეიძლება გამოიყენოთ ტექსტილისთვის, დეკორატიული ელემენტებისთვის და აქცენტირებული კედლისთვის, ხოლო მეორე - დიდი ზომის ავეჯისა და კედლის დეკორაციისთვის
თბილი ქვიშის კომბინაცია ნაცრისფერის სხვადასხვა ტონებთან იდეალურია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად. ორივე ფერი ნეიტრალურად ითვლება და ადვილად ერწყმის სხვა ტონებს. ამ შემთხვევაში, ქვიშა შეიძლება გახდეს კედლებისა და ჭერის მთავარი ფერი, მაგრამ ავეჯი, ფარდები და დეკორი ნაცრისფერ ტონებში უნდა შეირჩეს.

ნაზი ვარდისფერისა და კრემისფერის რომანტიული დუეტი ქმნის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების ატმოსფეროს. ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს შფოთვას, ხოლო კრემისფერი სითბოსა და კომფორტს მატებს. ეს პალიტრა განსაკუთრებით შესაფერისია ქალის საძინებლებისთვის. ორივე ფერი ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროცენტული თანაფარდობით.

მათთვის, ვინც აფასებს ჰარმონიის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის განცდას, ღირს ბალახისფერი მწვანესა და ტერაკოტის კომბინაციის განხილვა თბილი ვარდისფერი ელფერით. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და სიახლესთან, ხოლო ტერაკოტა ოთახს დამამშვიდებელი სითბოთი ავსებს. პირველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსტილსა და კედლის დეკორაციაში, ხოლო მეორე - ავეჯისთვის, დეკორისა და აქცენტური დეტალებისთვის.

ლავანდისა და ვარდისფერის კომბინაცია ასევე ჰარმონიულად გამოიყურება. ეს კომბინაცია ქმნის სინაზის, რომანტიკისა და სიმშვიდის ატმოსფეროს. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტილი და კედლის საღებავი ლავანდისფერში, ხოლო ვარდისფერი გამოიყენოთ ავეჯისა და დეკორისთვის. აქცენტირებული დეტალები ცივ, მდუმარე ფერებში იდეალურად შეავსებს ასეთ საძინებელს.
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი