როგორ მოვაშოროთ ლაქა ბოტასებსა და კედებს - ეფექტური ხერხები

თანამედროვე სამყაროში ბოტასები და კედები, შეიძლება ითქვას, ყველაზე მოხერხებული და მოთხოვნადი ფეხსაცმლის სახეობაა. ის აქტუალურია არა მარტო სპორტის მოყვარულთათვის, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის სეირნობის დროს, ყოველდღიურად, სამსახურში და ა.შ.
გამომდინარე იქიდან, რომ ბოტასები ყოველდღიური მოხმარების საგანია, ის ძლიერ დატვირთვას განიცდის და შესაბამის მოვლასაც საჭიროებს, ხშირად ლაქავდება, ლაქის ამოყვანა კი არც ისე მარტივი საქმეა.
ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე საინტერესო საშუალებას, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებათ.

ცხიმი
ასეთი ტიპის ლაქის ამოსაყვანად ძალიან ეფექტურია, წულის, საპნისა და ნიშადურის სპირტის ნაზავი.
დაასველეთ ამ ნაზავში ბამბის დისკი,
დაამუშავეთ პრობლემური ადგილი, გააჩერეთ ცოტა ხანი და კარგად გარეცხეთ.

საღებავი
სარებავის მოსაშორებლად ძალიან ეფექტურია აცეტონი ან ბენზინი. ლაქა აუცილებლად ხელთათმანიანი ხელით უნდა დაამუშავოთ. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ორივე საშუალება ადვილად აალებადია და ძალიან სიფრთხილე გმართებთ.
დაასხით რამდენიმე წვეთი აცეტონი ან ბენზინი ლაქას და ბამბის დისკით წრიული მოძრაობით დაამუშავეთ. გააჩერეთ ცოტა ხანი და გარეცხეთ.
საერთოდ, ტყავის ბოტასები ბევრად ადვილი მოსავლელია. აი, ხავერდი კი ფაქიზი მოსავლელია. ასეთი ბოტასების მეპოატრონეებს ვურჩევთ, შეიძინონ სარეცხის საპონი, გახსნან წყალში და ისე დაამუშავონ ბოტასები, შემდეგ კი კარგად გააშრონ.

სარეცხის ავტომატური მანქანა გენიალური გამოგონებაა, რომელიც მნიშვნელოვნად უმარტივებს საქმეს დიასახლისებს. მანქანაში შეიძლება გაირეცხოს თითქმის ყველაფერი, მათ შორის ბოტასებიც. ზოგჯერ ხელით რეცხვა ვერ აგვარებს პრობლემას. მანქანით რეცხვა ბოტასს მოაშორებს არა მარტო ლაქებს, არამედ მოაცილებს ოფლის არასასიამოვნი სუნს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი