როგორ მოვრთოთ სახლი ტოტებით საახალწლოდ - ძალიან კარგი იდეები

სულ ცოტაც და ახალი წელიც შემოაღებს კარს. ჰოდა, დროა სახლი საახალწლოდ მოვრთოთ, გავალამაზოთ და ოჯახის წევრებს, მიუხედავად არსებული უმძიმესი მდგომარეობისა, მეტნაკლებად საზეიმო განწყობა შევუქმნათ.

შემოგთავაზებთ საახალწლო დეკორაციის ყველაზე მარტივ, ლამაზ და რაც მთავარია, ბიუჯეტურ ვარიანტს. საუბარი გვაქვს ხის ტოტებზე, მშრალ ხის ტოტებზე.

საამისოდ დაგჭირდებათ რამდენიმე საათი სუფთა ჰაერზე, ბუნებაში, ტყეში გასეირნება და ტოტების შეგროვება.
აი, როგორი დეკორაციების გაკეთებაა შესაძლებელი აბსოლუტურად უფასოდ, მხოლოდ ტოტების გამოყენებით.

ხის ტოტები შეგიძლიათ შეღებოთ საღებავით ოქროსფრად, ვერცხლისფრად ან სხვა, თქვენთვის სასურველ ფერად. შეგიძლიათ ბუნებრივად დატოვოთ და
ისე მოამზადოთ დეკორაცია.

ფერადი მუყაოს ქაღალდისგან ძალიან საყვარელი სასაჩუქრე ყუთების გაკეთება შეგიძლიათ, რომელთაც ტოტებზე ჩამოკიდებთ.
მინი-ხე შეგიძლიათ მოათავსოთ ლარნაკში და ისე გააფორმოთ.

გასაფორმებელი სათამაშოების ფერი და ფორმა საკუთარი გემოვნებით შეარჩიეთ.

ხის ტოტებით შექმნილი საახალწლო დეკორაცია ძალიან ლამაზი და ეფექტურია.
როგორც ხედავთ, სულ უბრალო, პატარა ხის ტოტიც კი ძალიან მარტივად შეგიძლიათ აქციოთ საშობაო ნაძვის ხედ.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი