რა უნდა მოიმარაგოთ წინასწარ, თუ პასკის გამოცხობას აპირებთ - სია, რომელიც დაგჭირდებათ

პასკა მარტივი გამოსაცხობი არ არის. სირთულე მხოლოდ რეცეპტში არ მდგომარეობს. საქმე ისაა, რომ პასკას ძალიან მრავალფეროვანი სუნელები და ინგრედიენტები სჭირდება, რომლებიც ზოგჯერ სხვადასხვა ადგილას იყიდება. საღდგომო სამზადში გართულ დიასხლისს კი შეიძლება რამე გამორჩეს. წარმოიდგინეთ, ცხობას რომ დაიწყებთ და აღმოჩნდება, რომ რაღაც სუნელი გაკლიათ, რომელიც უბნის მარკეტში არ იყიდება... ეს იმას ნიშნავს, რომ გჭირდებათ პასკის ინგრედიენტების წინასწარ შედგენილი სია, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ.
  • 2-3 დღით ადრე 1 ჩაის კოვზ ყვითელ ყვავილს 30 მლ არაყი დაასხათ, რათა პასქისთვის საჭირო ნაყენი მიიღოთ (ძალიან ცოტა დაგჭირდებათ)
  • მუსკატის კაკალი,
  • მიხაკი,
  • დარიჩინი,

  • ილი - ყველა ამ სუნელის რაოდენობა თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. თითოეული დაახლოებით ნახევარი ჩაის კოვზის ან ნაკლები ოდენობით უნდა აიღოთ.

  • ფქვილი - 3-4 კილოგრამი. ეცადეთ, უმაღლესი ხარისხის იყოს და უშულოდ ცხობის დღეს გაცერით. ამ დროს ის ჟანგბადით მდიდრდება და ცომი გაცილებით ფაფუკი გამოდის

  • საფუარი - რა თქმა უნდა, შეგიძლიათ ჩვეულებრივი მშრალი საფუარი გამოიყენოთ, მაგრამ უკეთესია თუ პლასტილინის კონსისტენციის, ნოტიო, ცოცხალ საფუარს შეარჩევთ. სუპერმარკეტებში ის ხელმისაწვდომია, ოღონდ ვადას კარგად დააკვირდით
  • კვერცხი 10 ცალი მაინც

  • შაქარი 1,5 2 კილოგრამი
  • რძე 1 ლიტრი საკმარისია
  • კარაქი არ მარგარინი - ზოგიერთი რეცეპტს ორივე სჭირდება. ორივე ერთად 500 გრამი საკმარისი იქნება

  • ზეთი - 1 ჭუქა საკმარისი იქნება
  • ქიშმიში - 300-400 გრამი

  • ცუკატები
  • მინანრისთვის კაკაო



  • მოსაყრელი ფერადი დეტალები
  • პასკის საცხობი ქაღალდის ფორმები




პასკის გამოცხობისას დიდი მნიშვნელობა აქვს განწყობას - ეცადეთ, მშვიდმა და მობილიზებულმა წამოიწყოთ ცომის ზელა.
ცომს უყვარს სითბო და არ უყვარს სიცივე და ორპირი. ამიტომაც იზრუნეთ სახლის კომფორტულ ტემპერატურაზე და აუცილებლად წინასწარ გაახურეთ ღუმელი. პასკის ცხობის კიდევ რამდენიმე რეკომენდაცია იხილეთ სტატიაში: ყველაზე გემრიელი პასკის გამოცხობის 10 საიდუმლო

კომენტარები

ელიზა 2021-04-28 21:17
არც ერთი არაა სწორი. იქ სადაც სუნელები იყიდება, აქვთ წითელი მცენარე ''შაფრანი''ჰქვია.ის იხმარება პასკებში.
eka 2019-03-27 22:14
am receptit ramdeni paska gamomiva xom ver metyvit?
nino 2018-04-06 23:00
გოგოებო,არის ე.წ.შაფრანი, რომელიც განსხვავდება ზაფრანასგან,თუმცა გარეგნულად გავს.პასკისთვის ის უკეთესია.
neka 2018-03-24 12:31
შაფრანი ჰქვია
ნია 2018-03-23 16:04
არა, ჩემო კარგო გურულო ქალო, სხვადასხვა რამეა! ყვითელი ყვავილი არის იმერული ზაფრანა, ხოლო ზაფრანა არის კროკუსის ყვავილის ბუტკოები, დაგუგლეთ და უკეთესად გაიგებთ :)

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა

საუკეთესო ფერთა კომბინაციები სიმშვიდისა და რელაქსაციისთვის.

საძინებლისთვის კარგად შერჩეული ფერთა პალიტრა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს განწყობას და უფრო სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ. ჩრდილების ჰარმონიული კომბინაცია ქმნის სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას.

ყველაზე წარმატებული ფერთა კომბინაციები მოიცავს მუქი ნაცრისფერისა და მუქი მწვანის კომბინაციას. ეს ტონები სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის და შესაფერისია მათთვის, ვისაც მუქი ფერებით გაფორმებული საძინებელი მოსწონს. მწვანე ფერი ტყესთან ასოცირდება, ნაცრისფერს კი ელეგანტურობისა და დახვეწილობის ნოტები მოაქვს.

პირველი შეიძლება გამოიყენოთ ტექსტილისთვის, დეკორატიული ელემენტებისთვის და აქცენტირებული კედლისთვის, ხოლო მეორე - დიდი ზომის ავეჯისა და კედლის დეკორაციისთვის
თბილი ქვიშის კომბინაცია ნაცრისფერის სხვადასხვა ტონებთან იდეალურია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად. ორივე ფერი ნეიტრალურად ითვლება და ადვილად ერწყმის სხვა ტონებს. ამ შემთხვევაში, ქვიშა შეიძლება გახდეს კედლებისა და ჭერის მთავარი ფერი, მაგრამ ავეჯი, ფარდები და დეკორი ნაცრისფერ ტონებში უნდა შეირჩეს.

ნაზი ვარდისფერისა და კრემისფერის რომანტიული დუეტი ქმნის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების ატმოსფეროს. ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს შფოთვას, ხოლო კრემისფერი სითბოსა და კომფორტს მატებს. ეს პალიტრა განსაკუთრებით შესაფერისია ქალის საძინებლებისთვის. ორივე ფერი ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროცენტული თანაფარდობით.

მათთვის, ვინც აფასებს ჰარმონიის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის განცდას, ღირს ბალახისფერი მწვანესა და ტერაკოტის კომბინაციის განხილვა თბილი ვარდისფერი ელფერით. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და სიახლესთან, ხოლო ტერაკოტა ოთახს დამამშვიდებელი სითბოთი ავსებს. პირველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსტილსა და კედლის დეკორაციაში, ხოლო მეორე - ავეჯისთვის, დეკორისა და აქცენტური დეტალებისთვის.

ლავანდისა და ვარდისფერის კომბინაცია ასევე ჰარმონიულად გამოიყურება. ეს კომბინაცია ქმნის სინაზის, რომანტიკისა და სიმშვიდის ატმოსფეროს. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტილი და კედლის საღებავი ლავანდისფერში, ხოლო ვარდისფერი გამოიყენოთ ავეჯისა და დეკორისთვის. აქცენტირებული დეტალები ცივ, მდუმარე ფერებში იდეალურად შეავსებს ასეთ საძინებელს.
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი