როგორ მოვუაროთ სამზარეულოს აკრილის ზედაპირს

აკრილის ფასადი, რომელიც ბზინვარებითა და სიკაშკაშით გამოირჩევა, სპეციალურ მოვლას საჭიროებს.


როგორ გავუფრთხილდეთ

ამ პრიალა ზედაპირის სახეხი საშუალებებით წმენდა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ასე მისი ზედაპირი ძალიან მარტივად დაზიანდება და მისი ბზინვარებაც გაქრება. არც სპირტის და სხვადასხვა მჟავის შემცველი საშუალებების გამოყენებას გირჩევთ.


რითი შეიძლება აკრილის ზედაპირის წმენდა

აკრილის ზედაპირიდან ჭუჭყისა და მტვრის მოსაშორებლად უნდა გამოიყენოთ უბრალო საპნიანი ხსნარი. ასევე არსებობს სპეციალური საწმენდი საშუალებები, რომელიც არა მარტო ასუფთავებს, არამედ აპრიალებს კიდეც მას. ასევე შესაძლოა ისარგებლოთ ანტისეპტიკური საშუალებებით, რათა პატარ-პატარა ნაწილაკები არ მიეკრას
თქვენი სამზარეულოს ფასადს.


როგორ ჩავატაროთ პოლირების პროცესი

თავდაპირველად ფასადი საპნიანი წყლითა და რბილი ღრუბლით უნდა გაიწმინდოს, რათა კარგად მოშორდეს მტვერი და ჭუჭყი. როდესაც კარგად გაშრება, შეგიძლიათ დაიტანოთ სპეცილური პოლირების საშუალება. ეს უნდა გააკეთოთ ქაღალდით ან მიკროფიბრით. გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაუსვით სუფთა რბილი ნაჭერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი