რა შეუძლია სარეცხ საპონს


ბაზარზე დღეს ჰიგიენური საშუალებების დიდი არჩევანია _ ეფექტური, სურნელოვანი, მრავალფუნქციური და ა.შ. თუმცა, მაინც ვერაფერი შეედრება ჩვეულებრივ სარეცხ საპონს, რომელსაც ჩვენი დედები და ბებიები იყენებდნენ. გარდა იმისა, რომ ის მართლაც კარგად ასრულებს თავის პირდაპირ დანიშნულებას, მრავალი სხვა ფუნქციაც აკისრია. თვით ექიმებიც ბევრი პრობლემის დროს ურჩევენ პაციენტებს სარეცხი საპნის გამოყენებას, რომელსაც უნიკალური ანტისეპტიკური და სხვა თვისებები აქვს.

სურდოს დროს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, სველი ბამბა გადაუსვათ სარეცხ საპონს და შემდეგ ცხვირში შეიზილოთ.

მცირე დამწვრობებს, კანის ანთებას, მუწუკებს თუ სახის კანის სხვა პრობლემებს

ასევე სარეცხი საპნით შველიან. მისი გამოყენების წესები დიასახლისებს არ ეშლებათ. თუმცა, ამ საპონს გაცილებით მეტი შესაძლებლობა აქვს.

მცირე ტრავმების თუ ინფექციების დროსაც გვირჩევენ, სწორედ სარეცხი საპნით მოვიბანოთ დაზიანებული უბანი.

არაერთი ექიმი უნიშნავს პაციენტს მხოლოდ სარეცხი საპნის გამოყენებას სხვადასხვა გინეკოლოგიური დაავადების თუ მშობიარობის შემდგომი ჭრილობების დროს.

თმის ცვენასაც შველის და ბევრი ქერტლის საწინააღმდეგოდაც იყენებს. უბრალოდ, ჩვეულებრივი შამპუნის შემდეგ, მოდური ნიღბების ნაცვლად გვირჩევენ, თავი კიდევ ერთხელ დავიბანოთ, ოღონდ უკვე სარეცხი საპნით და შემდეგ ლიმონმჟავას ხსნარი შევიზილოთ სასიამოვნო სუნისთვის.

72-პროცენტიან სარეცხ საპონს თავისებური სუნი აქვს, რის გამოც მის გამოყენებაზე ბევრი ამბობს უარს. არადა, თურმე სწორედ ეს სუნია იმის დასტური, რომ მისი კომპონენტები ნატურალურია და არ აქვს ქიმიური დანამატები. ბევრი ჭურჭელსაც კი სარეცხი საპნით რეცხავს, ასევე ბავშვის ზეწრებს და სხვადასხვაგვარ თეთრეულს, რათა მეტად დაიცვას ისინი მიკრობებისგან.



მთავარია, სარეცხი საპნის ყიდვის დროს დარწმუნდეთ, რომ ის ნამდვილად ბუნებრივია, ყურადღებით გაეცანით მის შემადგენლობას და შემდეგ თამამად გამოიყენეთ.

1. თუ გინდათ გრძელი და ხშირი თმა გქონდეთ, თანაც ქერტლისგან გათავისუფლდეთ, შამპუნით დაბანის შემდეგ სარეცხი საპონი წაისვით. ჩამოიბანეთ და შემდეგ ძმარგარეული წყალი გადაივლეთ (1 ლ წყალი+50 მლ ძმარი).

2. დეპილაციის შემდეგ მგრძნობიარე კანი რომ არ გაღიზიანდეს, ეს ადგილები სარეცხი საპნით დაიბანეთ.

3. კანის გასაახალგაზრდავებლად კვირაში 2-ჯერ სახე სარეცხი საპნით დაიბანეთ, შემდეგ აუცილებლად ჩვეულებრივი ბავშვის კრემი გადაისვით.

4. კარგია გაცივების დროს. პირველივე სიმპტომის გაჩენისას მოამზადეთ საპნიანი წყალი, დაასველეთ მასში ბამბის ტამპონი და ამით დაიმუშავეთ ცხვირის ნესტოები.

5. კარგი საშუალებაა ტერფის სოკოს სამკურნალოდ. დაავადებული ადგილები სარეცხის საპნით და ჯაგრისთ დაიბანეთ, შემდეგ კი კანი იოდით დაიმუშავეთ.

6. კბილის ჯაგრისს სარეცხი საპონი წაუსვით და გააჩერეთ მთელი ღამე. ასე ბაქტერიებისგან გაათავისუფლებთ.

7. მაგიდის ტილო რომ მუდამ დაცული იყოს ბაქტერიებისგან, ყოველ ღამით სარეცხი საპონი წაუსვით და დილამდე გააჩერეთ. დილით ჩვეულებრივ გარეცხეთ და ნახავთ, რომ გამოხარშულის ეფექტი ექნება.

8. ჩირქგროვის სამკურნალოდ _ შეუერიეთ (1:1) დაჭრილი ხახვი, დაქუცმაცებული საპონი და შაქარი. ძილის წინ ეს ნარევი ჩირქგროვაზე დაიდეთ და შეიხვიეთ.

9. კოჟრების წინააღმდეგ მოამზადეთ აბაზანები 2 ლიტრი ცხელი წყლის, 1 ჩ.კ. სოდის და 1 ს.კ. გახეხილი საპნისგან.

10. მზით დამწვარ კანზე სარეცხი საპონი წაისვით და გაიშრეთ. არც გაწითლდება და არც ბუშტუკები გაგიჩნდებათ.

კომენტარები

ლალუკა 2016-05-25 19:05
ძაღლის ნაკბენი პირველ რიგში მობანეთ სარეცხი საპნით.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი