7 უსარგებლო ნივთი, რომელიც დროა სამზარეულოდან მოიშოროთ

თუ დაფიქრებულხართ, რამდენი უსარგებლო ნივთი შეიძლება აღმოგაჩნდეთ სამზარეულოში. არადა, ამ ნივთების ყიდვა თავიდან ძალიან პერსპექტიულად ჟღერდა, თუმცა რეალურად მათი პრაქტიკულად გამოყენება ვერ თუ არ ხერხდება.

1. სპეციფიური სამზარეულოს ხელსაწყოები
აბა, ჰკითხეთ საკუთარ თავს, ბოლოს როდის გამოიყენეთ მსგავსი ნივთები, ტყუილად ხომ არ იკავებს ადგილს თქვენს კარადასა თუ უჯრაში?

2. ორთქლსახარში

დღესდღეობით იმდენი ამ ნივთის შემცვლელი მარტივი საშუალებაა, რომ ორთქლსახარშის ქონა აუცილებელი ნამდვილად არ არის.

3. სურსათის კონტეინერები
სურსათის კონტეინერები ნებისმიერ სამზარეულოში მოიძებნება, თანაც დიდი რაოდენობით. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად გვჭირდება
ჩვენ ის, განსაკუთრებით პლასტმასის.

4. დანების ჩასალაგებელი
ასეთი დანების ჩასადები მართლაც რომ ლამაზად გამოიყურება და სამზარეულოში სიმყუდროვესაც კი ქმნის, თუმცა რამდენად პრაქტიკულია და იყნებეთ კი მას? თუ იყენებთ, ძალიან კარგი.

5. ერთნაირი ხელსაწყოები
როგორც წესი, დიასახლისებს სამზარეულოში რამდენიმე ერთანარი ნივთი აქვთ ხოლმე, 10 გასახსენელი, 5 დანა, 6 სათლელი. კი მაგრამ, რად გინდათ ამდენი ერთანირი ნივთი? სამზარეულო კოსმოსური ხომალდი ხომ არ არის.

6. ტაფა-გრილი
რეკლამაში ნახვის შემდეგ ალბათ ყველა დიასახლისს უჩნდება სურვილი შეიძინოს მსგავსი გრილის ტაფა, თუმცა მოდით შევთანხმდეთ, ვისაც ის გამუყენებია, დაგვეთანხმება, რომ აბსოლუტურად უსარგებლო ნივთია და მასზე გული არ უნდა დაგწყდეთ. 

7. წვენსაწური
ახლად გამოწურული წვენი ძალიან კარგია, მაგრამ გულწრფელად გვიპასუხეთ, ბოლოს როდის გამოიყენეთ თქვენი წვენსაწური, რა სიხშირით ხმარობთ მას? თუ იყენებთ, ძალიან კარგი, მაგრამ თუ არ იყენებთ, ის უბრალოდ უსარგებლო ნივთად იქცევა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი