როგორ გავწმინდოთ მტვერი სწორად


მტვერი მარტო ქსოვილის, კანის და მტვრის ნაწილაკები როდია, ის შეიცავს ბევრ ისეთ ნივთიერებას, რომელიც ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიშია.
აღარ იცით როგორ გაუმკლავდეთ მტვერს? წაიკითხეთ ეს სტატია და ყველაფერი გასაგები გახდება.

დაიწყეთ ზემოდან

სახლის დალაგებას მტვერსასრუტის ჩართვით თუ დაიწყებთ მტვერს მთელს ოთახში განაბნევთ. თვეში ერთხელ გაუკეთეთ თქვენს მტვერსასრუტს სპეციალური თავი და კედლები ისე გაასუფთავეთ. მოძრაობა ზემოდან ქვემოთ უნდა იყოს მიმართული.

შვიდი დღის წესი

ყოველთვის იქონიეთ სახლში მიკროფიბრის ნაჭერი, რომლის საშუალებითაც ძალიან ადვილად და ხარისხიანად იწმინდება ავეჯი. მტვერსასრუტით კვირაში ერთხელ მაინც აუცილებლად უნდა
ისარგებლოთ, არ ვდაივიწყოთ ფარდები და ავეჯის ქვემოთ ადგილები, სადაც მტვერი ყველაზე დიდი რაოდენობით გროვდება.

გამოიყენეთ ძალა

იმისათვის, რომ რბილი ავეჯი მტვრისაგან გაატავისუფლლოთ გაიკეთეთ რეზინის ხელთათამენები და სავარძლის თუ დივანის ზედაპირი გულმოდგინედ გაასუფთავეთ, ამის შემდეგ დაამუშავეთ მტვერსასრუტით.

მოუფრთხილდით წიგნებს



ინტერნეტის გადამკიდეს ალბათ სულ დაგავიწყდათ წიგნების თარო, სადაც, როგორც წესი, ყველაზე მეტი მტვერი გროვდება. ეს ადგილებიც საგულდაგულოდ უნდა დამუშავდეს სველი ტილოთი.

მტვერი მცენარის ფოთლებზე

მცენარის ფოთლები ისევე იზიდავს მტვერს როგორც სხვა საგნები, ამიტომ მასაც ჭირდება რეგულარული გასუფთავება კარგად გაწურული სველი ტილოთი.

და ბოლოს იატაკი

იატაკი სახლში კვირაში ერთხელ მაინც უნდა გამოიწმინდოს და არ დაგავიწყდეთ ავეჯის გამოწევა და სკამის ფეხები.

კომენტარის დამატება