როგორ შევარჩიოთ, მოვუაროთ და შევინახოთ პლასტმასის კონტეინერები


კონტეინერმა დიასახლისს დახმარება უნდა გაუწიოს და არ უნდა იქცეს გამოუსადეგარ ნივთად. შევეცდებით მოგცეთ პრაქტიკული რჩევები იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა შეარჩიოთ და მოუაროთ კონტეინერებს, რათა მათი გამოყენება სიამოვნებას განიჭებდეთ.

რისთვის გჭირდებათ



ნუ იყიდით კონტეინერებს მხოლოდ იმიტომ, რომ მოგეწონათ. გირჩევთ ზუსტად განსაზღვროთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ და გაქვთ თუ არა მისი შესანახი ადგილი.

უპირატესობა კვადრატულ და მართკუთხა ფორმას მიანიჭეთ


თუ თქვენი სამზარეულო არც ისე დიდია და შესაბამისად არც შესანახი სისტემების სიუხვით გამოირჩევა გირჩევთ უპირატესობა კვადრატულ ან მართკუთხა კონტეინერებს მიანიჭოთ, ისინი უფრო ნაკლებ
ადგილს იკავებენ. მრგვალ და ოვალური ფორმის კონტეინერებს შესანახად მეტი ადგილი ჭირდება.

ფერი და ფორმა



ეცადეთ თითოეული ოთახისა თუ ზონისთვის გარკვეული ფერის და ფორმის კონტეინერი შეარჩიოთ, ასე საქმეს გაიმარტივებთ. მაგალითად, სამზარეულოსთვის ყვითელი ფერი შეარჩიეთ, აბაზანისთვის კი ლურჯი. ბურღულეულის შესანახად ლურჯთავსახურიანი, სკოლის საუზმისთვის კი წითელთავსახურიანი.

თაროების ზომა



სანამ კონტეინერებს იყიდდეთ ასევე კარგად განსაზღვრეთ მოთავსდება თუ არა თქვენს თაროზე ან იმ ადგილას, სადაც მისი მოთავსება გაქვთ დაგეგმილი.

გაითვალისწინეთ ინტერესები



კარგად გაითვალისწინეთ, რის შესანახად და რამდენი კონტეინერი გჭირდებათ.

ფრთხილად იყავით მიკროტალღურთან



სანამ კონტეინერს მიკროტლღურში მოათავსებთ აუცილებლად დააკვირდით, აქვს თუ არა საამისო ნიშანი. საერთოდ, გირჩევთ რომ პროდუქტის გასაცხელებლად მინის ჭურჭელი გამოიყენოთ.
ასევე ყურადღებით იყავით იმასთან დაკავშირებით, შეიძლება თუ არა ამ თუ იმ კონტეინერის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში მოთავსება.

როგორ მოვაშოროთ კონტეინერს უსიამოვნო სუნი

კონტეინერს უსიამოვნო სუნი სოდის საშუალებით მარტივად შორდება. გარეცხეთ სოდით და ამის შემდეგ კარგად გაავლეთ.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი