"რეცხვის დროს აუცილებლად ამოაბრუნეთ ტანსაცმელი" - 9 შეცდომა, რის გამოც ხარისხიანი ტანსაცმელი მალე ფუჭდება


ხარისხიანი და ძვირფასი ტანსაცმლის მხოლოდ ყიდვა როდია საკმარისი იმისთვის, რომ ლამაზად და სასიამოვნოდ გამოვიყურებოდეთ. ძალიან მნიშვნელოვანია ხარსიხანი სამოსის სწორად შენახვა და მათი მოვლა. თუ გინდათ, რომ ძვირფასმა შენაძენმა დიდხანს გასიამოვნოით და აკურატულად გამოიყურებოდეს, აუცილებელია ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც ეტიკეტზეა მითითებული. მოდით ვნახოთ, რა შეცდომებს ვუშვებთ ყველაზე ხშირად ტანსაცმლის შენახვასთან, მის მოვლასთან დაკავშირებით.
ხშირად არც კი ვიცით, რომ რაღაცის გაკეთება უბრალოდ არ შეიძლება ან არ არის მიზანშეწონილი. ჩვენი ვებ გვერდის მეშვეობით კი, როგორც წესი, შევეცდებით მოგცეთ სასარგებლო რჩევები, თუ როგორ
მოვუაროთ, გავრეცხოთ და შევინახოთ ესა თუ ის ნივთი.

შეცდომა 1: ტყავის ნივთების არასათანადო საკიდზე დაკიდება



ნატურალური ტყავის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელია კოლაგენი, რომელიც უზრუნველყოფს ტყავის ელასტიურობასა და ბზინვარებას. ამ ნივთიერების მთავარი უარყოფითი მხარე მისი მექანიკური ფაქტორების მიმართ არამდგრადობაა. ამიტომაც ტყავის ნივთებს განსაკუთრებული სიფრთხილით მოპყრობა სჭირდება.
იმისათვის, რომ ტყავის სამოსმა არ დაკარგოს ელასტიურობა, არ დაკეცოთ, არ ჩაკუჭოთ და შეურჩიეთ შესაბამისი ზომის საკიდი. იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ტყავის დასკდომა და გამოშრობა, გირჩევთ დაამუშავოთ სპეციალური დამატენიანებელი საშუალებით.

შეცდომა 2: ქიმწმენდაზე უარის თქმა
ყოველი სეზონის შემდეგ თბილი ქურთუკი აუცილებლად უნდა გასუფთავდეს და ისე შეინახოს შემდეგი სეზონისთვის, ბუმბული, ე.წ. დუტის ქურთუკის გასაწმენდად აუცილებლად გირჩევთ ქიმწნედას, რაც მოგცემთ იმის გარანტიას, რომ თქვენი ნივთი მომავალ სეზონზეც ახალივით იქნება. ეს ეხება ზამთრის სხვა ქურთუკებსაც. არ გადადოთ ეს პროცედურა.

შეცდომა 3: ფურნიტურის დავიწყება


რეცხვისას სწორი რეჟიმის შერჩევა მნიშვნელოვანი რომ არის და ამის დავიწყება არ შეიძლება, უკვე კარგად ვიცით, თუმცა ნურც იმას დაივიწყებთ, რომ მანქანაში მოთავსებამდე ამა თუ იმ სამოსს აუცილებლად შეუმოწმოთ ყველა დეტალი, შეკრათ ყველა ელვა და ღილი, რათა წურვის დროს ქსოვილი არ დაზიანდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
და კიდე ერთი ფაქტორი, რეცხვის დროს აუცილებლად ამოაბრუნეთ ტანსაცმელი, ასე მას გახუნებისგან დაიცავთ.

შეცდომა 4 : როდესაც გგონია, რომ სარეცხის მანქანა თავად გაიწმინდება

ძალიან ცოტა დიასახლისი ზრუნავს ხოლმე სარეცხის მანქანის გაწმენდაზე, უფრო მეტიც, ბევრს ჰგონია, რომ მას გაწმენდა საერთოდ არ სჭირდება. არადა, ყოველი რეცხვის შემდეგ მანქანა აუცილებლად კარგად უნდა განიავდეს, გამოშრეს, ასევე პერიოდულად საჭიროა პროფილაქტიკური წმენდა, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მას ძალიან უსიამოვნო სუნი გაუჩნდეს, რაც თქვენს ტანსაცმელზეც გადავა და დიდ დისკომფორტს შეგიქმნით.

შეცდომა 5 : როდესაც არ იყენებ სარეცხის სპეციალურ ტომარას
უმჯობესია, თუ დელიკატურ ნივთებს სპეციალური სარეცხი ტომრით გარეცხავთ. ბევრ დისახლისს მიაჩნია, რომ ეს ფულის ტყუილი ფლანგვაა, თუმცა, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ასე არ არის, ტომარა იცავს ნივთებს გაწელვისა და ფორმის დაკარგვისგან. ის დელიკატური ნივთებისთვის ძალიან ეფექტური რამ გახლავთ.

შეცდომა 6 : საკიდებზე ეკონომია


თუ არ გინდათ, რომ თქვენმა სამოსმა ფორმა დაკარგის, გაიწელოს ან დაიკუჭოს, გირჩვეთ ნუ გააკეთებთ ეკონომიას საკიდებზე და შეიძინეთ კარგი ხარისხის და ბევრი, რათა სამოსი თავისუფლად განათავსოთ კარადაში.

შეცდომა 7 : ფეხსაცმელების იშვიათი წმენდა

ფეხსაცმლის რეგულარულად მოვლა მისი გამძლეობის გარანტიაა. სახლში დაბრუნებული ნუ მიყრით ჭუჭყიან ფეხსაცმელებს კუთხეში, ეცადეთ ჭუჭყი რაც შეიძლება სწრაფად მოაშოროთ, ეს მარტივიც იქნება და ამავდროულად ეფექტურიც. თქვენი ფეხსაცმელი მუდამ მოწესრიგებული, ახალივით იქნება.

შეცდომა 8 : ჭუჭყიანი სარეცხის დიდი ხნით შენახვა

არასდოს გადადოთ სარეცხის რეცხვის პროცესი. ეცადეთ გარეცხოთ, სანამ ჭუჭყი ქსოვილში ღრმად ჩაჯდება, ასე სამოსს იერს და ფაქტურას ბევრად დიდხანს შეუნარჩუნებთ.

შეცდომა 9 : ჩანთები საკიდზე დაკიდეთ

ჩანთები და რუგზაკები შეინახეთ კარადაში და უმჯობესია სათითაოდ საკიდზე დაკიდებული, ასევე არ დაგავიწყდეთ შიგნით რამიმეს ჩადება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები