როგორ უნდა შეარჩიოთ სწორად ჰამაკი, რომ არ მოტყუვდეთ და როგორ უნდა მოუაროთ

ზაფხულ­ში, სახ­ლის ეზო­სა თუ ტყე­ში, ხის ჩრდილ­ქ­ვეშ, ჰა­მაკ­ში წო­ლას არა­ფე­რი ჯობს. ეს პრო­ცე­სი გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტა­რებს მოს­წონთ და ჰა­მაკს სა­ქა­ნე­ლის მსგავ­სა­დაც იყე­ნე­ბენ. ზაფხუ­ლო­ბით ზო­გი­ერ­თი მშო­ბე­ლი შუ­ადღი­სას ბავშვს სა­ერ­თო­დაც ჰა­მაკ­ში აძი­ნებს. პა­ტა­რას სიგ­რი­ლე­ში კომ­ფორ­ტუ­ლად სძი­ნავს. თუმ­ცა, ბევ­რ­მა ნაკ­ლე­ბად ან თით­ქ­მის არ იცის, რო­გორ უნ­და შე­არ­ჩი­ოს ჰა­მა­კი, რომ სხვა­დას­ხ­ვა არა­სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გის­გან დაზღ­ვე­უ­ლი იყოს. გა­დავ­წყ­ვი­ტეთ, ზაფხუ­ლის ამ ერთ-ერთ სა­სი­ა­მოვ­ნო ატ­რი­ბუტ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენს მკითხ­ველს პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ.

სა­ნამ ჰა­მა­კე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის რჩე­ვებს გა­ვეც­ნო­ბით, მცი­რე ის­ტო­რი­ულ ექ­ს­კურსს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ: ჰა­მა­კის შექ­მ­ნას ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რია აქვს. სხვა­დას­ხ­ვა წყა­როს მი­ხედ­ვით,

ჰა­მაკს ჯერ კი­დევ მა­ი­ას ტო­მი იყე­ნებ­და. მის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი გვხვდე­ბა ქრის­ტე­ფო­რე კო­ლუმ­ბის დღი­უ­რებ­ში, სა­დაც ის ჰა­მაკს „ჩა­მო­კი­დებულ სა­წო­ლს“ უწო­დებს. იმ დრო­ის­თ­ვის ჯერ კი­დევ არ იყო ცნო­ბი­ლი ამ „სა­წო­ლის“ სა­ხელ­წო­დე­ბა, რო­მელ­საც ძვე­ლი ინ­დი­ე­ლე­ბი ჰა­მაკს (ჰა­მა­კა) უწო­დებ­დ­ნენ. ჰა­მა­კის ფარ­თოდ მოხ­მა­რე­ბა 1570 წლი­დან და­იწყეს, რო­ცა პორ­ტუ­გა­ლი­ე­ლე­ბი და ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი ტრო­პი­კულ მხა­რე­ებ­ში მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას მას სა­ძი­ნებ­ლად იყე­ნებ­დ­ნენ. ამ გზით ისი­ნი გვე­ლე­ბი­სა თუ სხვა ქვე­წარ­მავ­ლე­ბის თავ­დას­ხ­მის­გა­ნაც დაზღ­ვე­უ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. სხვა­თა შო­რის, ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბი სა­ო­ჯა­ხო ჰა­მა­კი­თაც სარ­გებ­ლობ­დ­ნენ, რო­მელ­შიც ერ­თ­დ­რო­უ­ლად ოთხ ადა­მი­ანს შე­ეძ­ლო და­ძი­ნე­ბა. ასე­ვე, ჰა­მაკს მეზღ­ვა­უ­რე­ბიც იყე­ნებ­დ­ნენ - ფარ­თის ეკო­ნო­მი­ის მიზ­ნით.

ჰა­მა­კი ერ­თ­მა­ნეთ­ზე გა­დაკ­ვან­ძუ­ლი. თოკებისგან იწნება, რომლებიც რომ­ბებს ქმნი­ან. ჰამაკი ერ­თ­გ­ვა­რი მო­სას­ვე­ნე­ბე­ლია, ორი­ვე მხრი­დან იკი­დე­ბა და შე­საძ­ლე­ბე­ლია მას­ში ჩაჯ­დო­მა ან ჩა­წო­ლა. სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჰა­მა­კის სამ­შობ­ლოდ ქა­ლა­ქი ხა­შუ­რი მი­იჩ­ნე­ვა. და­სავ­ლე­თის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გა­მო­ფე­ნი­ლი ჭრელ-ჭრე­ლი, სხვა­დას­ხ­ვა ზო­მი­სა და ფე­რის ჰა­მა­კე­ბი გამ­ვ­ლე­ლის ყუ­რადღე­ბას ­იქ­ცევს. ეს სა­უცხოო სა­ქა­ნე­ლა გან­სა­კუთ­რე­ბით პა­ტა­რებს მოს­წონთ.

მაშ ასე, რო­გორ ავარ­ჩი­ოთ ჰა­მა­კი? შეგ­ვიძ­ლია თუ არა მი­სი თა­ვად გა­კე­თე­ბა? რა წე­სე­ბი უნ­და და­ვიც­ვათ, რომ ჰა­მა­კმა დიდ­ხანს გაგვიძლოს? რო­გორ შე­ვარ­ჩი­ოთ ხე­ე­ბი ჰა­მა­კის ჩა­მო­სა­კი­დად? - ამ და სხვა საკითხზე ჰამაკების ოსტატს კო­ტე გი­გაშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ, რო­მე­ლიც უკ­ვე 20 წე­ლია, ამ საქ­მი­ა­ნო­ბი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი:

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ჰა­მა­კი სე­ზო­ნუ­რია. მის გა­ყიდ­ვას მა­ი­სი­დან ვიწყებთ და აგ­ვის­ტოს ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. წლი­დან წლამ­დე ჰა­მაკ­ზე მოთხოვ­ნა არ მცირ­დე­ბა. თუმ­ცა, ბო­ლო დროს მა­სა­ლა გაგ­ვიძ­ვირ­და. თურ­ქე­თი­დან სპე­ცი­ა­ლუ­რი თო­კი შე­მო­დის, რო­მელ­საც ჰა­მა­კის და­საწ­ნა­ვად ვი­ყე­ნებთ. ჰა­მა­კის სა­ხე­ლუ­რებს კი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ვყი­დუ­ლობთ. თუმ­ცა, ხეტყის გა­ჩეხ­ვა აკ­რ­ძა­ლუ­ლია, ამი­ტომ, სა­ხე­ლუ­რე­ბის შოვ­ნა ცო­ტა გარ­თულ­და. ერ­თი სა­შუ­ა­ლო ზო­მის ჰა­მა­კის დამ­ზა­დე­ბა სა­შუ­ა­ლოდ 17-18 ლა­რი ჯდე­ბა. შემ­დეგ გა­სა­ყი­დად ვა­ბა­რებთ და გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი კი­დევ 3-5 ლარს უმა­ტე­ბენ. ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ვცდი­ლობთ, რომ ჰა­მა­კი არ გა­ვაძ­ვი­როთ.

ერ­თი სა­შუ­ა­ლო ზო­მის ჰა­მა­კის და­სამ­ზა­დებ­ლად სულ მცი­რე 2 კი­ლოგ­რა­მი ტრო­სია სა­ჭი­რო - ერ­თი კი­ლოგ­რა­მი 6 ლა­რი ღირს. ამას და­მა­ტე­ბუ­ლი ორი ხის სა­ხე­ლუ­რი - თი­თო 1, 50 ლა­რი ღირს. გა­აჩ­ნია, ჰა­მა­კი ვის­თ­ვის გინ­დათ. ბავ­შ­ვის ჰა­მა­კი შე­და­რე­ბით მომ­ც­რო ზო­მი­საა, მას­ში დი­დი ადა­მი­ა­ნი ვერ ჩა­ე­ტე­ვა, გაწყ­დე­ბა. მძი­მე­წო­ნი­ა­ნე­ბის­თ­ვის სპეც­შეკ­ვე­თას ვას­რუ­ლებთ, ორ­მა­გი, სამ­მა­გი თო­კით ვქსოვთ. ამი­ტომ, ყიდ­ვი­სას კლი­ენ­ტ­მა არ უნ­და მოგ­ვატყუ­ოს, შე­იძ­ლე­ბა თქვას, ბავ­შ­ვის­თ­ვის მინ­დაო და მე­რე შიგ თვი­თონ ჩაწ­ვეს. რა თქმა უნ­და, ჰა­მა­კი ასეთ წო­ნას ვერ გა­უძ­ლებს და გაწყ­დე­ბა. მე­რე უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი მოგ­ვ­მარ­თა­ვენ, ჰა­მა­კი რა­ტომ გაწყ­დაო. კარ­გი იქ­ნე­ბა, ყიდ­ვი­სას ამ რჩე­ვას თუ გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ.



- რო­გორ და­ვა­მაგ­როთ ხე­ზე ჰა­მა­კი, რომ არ გაწყ­დეს?
- ზო­გი შეც­დო­მას უშ­ვებს, რო­ცა ჰა­მაკს ხე­ზე ტრო­სით კი­დებს. ჰა­მა­კი ირ­წე­ვა, ტრო­სი ნელ-ნე­ლა ცვდე­ბა და ერთ მშვე­ნი­ერ დღე­საც გაწყ­დე­ბა. ცალ­კე იყი­დე­ბა მე­ტა­ლის სა­ხე­ლუ­რი, რი­თაც ჰა­მაკს ხე­ზე ამაგ­რე­ბენ. ამ­გ­ვა­რად და­მაგ­რე­ბუ­ლი ჰა­მა­კის გაწყ­ვე­ტის­გან დაზღ­ვე­უ­ლი ხართ.

- მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს თუ არა ხეს, რო­მელ­ზეც ჰა­მაკს ჩა­მოვ­კი­დებთ?
- დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ აქვს. შე­იძ­ლე­ბა, თუ­თის, თხი­ლის ხე­ზეც ჩა­მო­კი­დოთ. მთა­ვა­რია, მე­ტა­ლის სა­ხე­ლუ­რით და­ა­მაგ­როთ. ამ­გ­ვა­რად, ქა­ნა­ო­ბის დროს ტრო­სი ვერ გა­ი­ხე­ხე­ბა და შიგ მსხდომ­თაც ჩა­მო­ვარ­დ­ნა არ ემუქ­რე­ბათ.

- რო­გორ უნ­და შე­ვი­ნა­ხოთ ჰა­მა­კი, დიდ­ხანს რომ გაგ­ვიძ­ლოს?
- მე­სა­მე წე­ლია, რაც ეზო­ში ჰა­მა­კე­ბი მი­კი­დია. მხო­ლოდ წელს ერთ-ერ­თის ტარ­მა ტკა­ცუ­ნი და­იწყო. მთა­ვა­რია, რომ წვი­მის დროს ჰა­მა­კი გა­რეთ არ და­ტო­ვოთ. რო­ცა მზე­ზე შრე­ბა, იჭი­მე­ბა და ხა­რისხს კარ­გავს. სა­შუ­ა­ლოდ, ჰა­მა­კი 5 წე­ლი მა­ინც ინა­ხე­ბა. მთა­ვა­რია, ეს წე­სე­ბი და­იც­ვათ.

- რამ­დე­ნი ხა­ნი სჭირ­დე­ბა ერ­თი ჰა­მა­კის დამ­ზა­დე­ბას? ხე­ლით ამ­ზა­დებთ თუ სპე­ცი­ა­ლუ­რი ხელ­საწყო­თი?
- ჰა­მაკს ხე­ლით ვწნავ. ხელ­თათ­მა­ნებს ვი­კე­თებ და მუ­შა­ო­ბას ასე ვიწყებ. ნა­ხე­ვარ სა­ათ­ში ჰა­მა­კი მზად მაქვს. სა­შუ­ა­ლოდ ჰა­მა­კის­თ­ვის მი­ნი­მუმ 85 მეტ­რი სიგ­რ­ძის თო­კია სა­ჭი­რო.

- რთუ­ლია ჰა­მა­კის მოქ­სო­ვა? ნე­ბის­მი­ე­რ მსურ­ველს შე­უძ­ლია მი­სი დამ­ზა­დე­ბა?
- ნე­ბის­მი­ერს შე­უძ­ლია ჰა­მა­კის გა­კე­თე­ბა. მთა­ვა­რია მონ­დო­მე­ბა და გუ­ლის­ყუ­რი. ვი­საც უნ­და, ის­წავ­ლის. ამ ბო­ლო დროს ბევ­რ­მა მო­ინ­დო­მა ჰა­მა­კის დამზადე­ბა, რად­გან საკ­მა­ოდ შე­მო­სავ­ლი­ა­ნია. თუმ­ცა, სულ­ს­წ­რა­ფო­ბას იჩე­ნენ და ჰა­მაკს სა­თა­ნა­დო წე­სით არ აკე­თე­ბენ. ქსო­ვის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სა­ნამ თავს მო­აწ­ვავ, უნ­და გა­ნას­კ­ვო, რომ არ და­ი­შა­ლოს. ზო­გი­ერ­თი პირ­და­პირ მო­აწ­ვავს და ფიქ­რობს, საქ­მე და­ამ­თავ­რა. ასეთ ჰა­მაკ­ში ადა­მი­ა­ნი ჩაჯ­დო­მის­თა­ნა­ვე ძირს ჩა­მო­ვარ­დე­ბა, რად­გან ნაქ­სო­ვი ირ­ღ­ვე­ვა. ამი­ტომ, ასეთ გამ­ყიდ­ვე­ლებს მომ­ჩი­ვა­ნიც ბევ­რი ჰყავთ. მე­ო­რე დღეს ჰა­მაკს უბ­რუ­ნე­ბენ, ჩა­მოვ­კი­დეთ თუ არა, მა­შინ­ვე გაწყ­დაო. ასე არ შე­იძ­ლე­ბა.

- ბო­ლო დროს ტრა­დი­ცი­უ­ლი ჰა­მა­კის გარ­და, ნაჭ­რის ჰა­მა­კიც გვხვდე­ბა. რა სხვა­ო­ბაა მათ შო­რის?
- ამ ჰა­მა­კებს თით­ქოს თო­კის დაც­ვის მიზ­ნით აკე­თე­ბენ. მას გო­ბე­ლე­ნით ამ­ზა­დე­ბენ. ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ჰა­მა­კია, უბ­რა­ლოდ, ნაქ­სოვ­ზე ნა­ჭე­რია გა­დაკ­რუ­ლი. თუმ­ცა, რომ­ბებს შო­რის იმ­ხე­ლა მან­ძი­ლია, რომ ადა­მი­ანს ფე­ხი თა­ვი­სუფ­ლად ჩა­უ­ვარ­დე­ბა. თა­ნაც, გო­ბე­ლე­ნი ჰა­ერს არ ატა­რებს. ზაფხულ­ში, ვინც ასეთ ჰა­მაკ­ში ჩაწ­ვე­ბა, ბე­ჭე­ბი ჩა­უ­ხურ­დე­ბა. მასში ბავ­შ­ვიც შე­წუხ­დე­ბა. წე­სით, სწო­რად მოქ­სო­ვილ ჰა­მაკ­ში მუშ­ტიც ვერ უნ­და ჩა­ე­ტი­ოს, არა­თუ ფე­ხი. ამას კი ეკო­ნო­მი­ი­ის მიზ­ნით აკე­თე­ბენ. თა­ნაც, ჩვე­უ­ლებ­რი­ვ ჰა­მაკ­თან შე­და­რე­ბით უფ­რო ძვი­რი ღირს.

- რო­გორ ავარ­ჩი­ოთ ჰა­მა­კი, რომ გამ­ძ­ლე გა­მოდ­გეს?
- შე­ძე­ნი­სას ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ, რო­გო­რი თო­კით არის მოქ­სო­ვი­ლი. ოდ­ნავ სქე­ლი უნ­და იყოს, რომ არ გაწყ­დეს. თუ ის გაწყ­და, მა­შინ ჰა­მა­კიც და­იშ­ლე­ბა.

- ქარ­თუ­ლი ჰა­მა­კის გარ­და ბა­ზარ­ზე უცხო­უ­რიც გვხვდე­ბა, მათ­ზე რას გვეტყ­ვით?
- ჩვენ­თან ჰო­ლან­დი­უ­რი ჰა­მა­კე­ბი იყი­დე­ბა. ძა­ლი­ან მა­ღა­ლი ხა­რის­ხი­საა, სა­უ­კე­თე­სო ტი­ლოს­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი, რკი­ნის სა­ხე­ლუ­რი აქვს, მაგ­რამ ძვი­რი ღირს. მი­სი ფა­სი 50-დან 200 ლა­რამ­დეა. ქარ­თუ­ლი ჰა­მა­კის გვერ­დით ჰო­ლან­დი­უ­რიც გვაქვს ხოლ­მე გა­მო­ტა­ნი­ლი, მაგ­რამ სე­ზო­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ 3-4 თუ გა­ი­ყი­დე­ბა.

სა­ლო­მე გო­გო­ხია

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი