პეჩვორქი - მოდური სტილი, რომელიც თავადაც შეგიძლიათ შექმნათ

პეჩვორქი, იგივე ლასკუტებით (ნაკუწებით) კერვა უძველესი დროიდან არსებობს. ეს ხალხური მეთოდი უმეტესად გლეხებში იყო გავრცელებული მრავალ ქვეყანაში. პეჩვორქის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა, თუმცა ლასკუტებით კერვამ უდიდეს პოპულარობას ამერიკასა და იაპონიაში მიაღწია. ამ მეთოდის მთავარი უპირატესობა ის გახლავთ, რომ კერვისასა ძველი და უსარგებლო ნაჭრების გამოყენებაა შესაძლებელი. დღესათვის ეს სტილი, შეიძლება ითქვას, ხელმეორედ დაიბადა. ეს იმდენად პოპულარული გახდა მთელ მსოფლიოში, რომ თავისუფლად შეიძლება ჩაითვალოს ხელოვნების საერთაშორისო დარგად.

ასეც არის, ამ სტილის და ტექნოლოგიის მეშვეობით ხომ მართლაც საოცარი ნივთების და ნიმუშების შექმნაა შესაძლებელი.
იმისათვის,
რომ შეძლოთ პეჩვორქის სტილში მუშაობა, საჭიროა გქონდეთ მდიდარი ფანტაზია და ცოტათი მაინც გეხერხებოდეთ ნემსთან და ძაფთან ურთიერთობა. იდეებს ჩვენთანაც ბევრს ნახავთ.


ნაჭრის მონარჩენებისგან შეგიძლიათ შეკეროთ საწოლის გადასაფარებელი, ბალიშის პირები, საბნის პირები, ავეჯის შალითები და ა.შ., თუმცა პროფესიონალები ქმნიან ფეხსაცმელს, ტანსაცმელს, სხვადასხვა აქსესუარებს. ლასკუტებით კერვა განსაკუთრებული სირთულით არ გამოირჩევა, თუმცა მოთმინებასა და შრომისმოყვარეობას ნამდვილად მოითხოვს.

მოგბეზრდათ თქვენი რბილი სამეული? იქნებ გეცადათ ასეთი მეთოდით გადახალისება? ასევე შეგიძლიათ აღადგინოთ თქვენი საყვარელი ძველი ჩემოდანი.

ძალიან ფართოდ გამოიყენება ლასკუტებით შექმნილი ნამუშევრები სამზარეულოში. 

ლასკუტებით საძინებლის ორიგინალურად გაფორმებაც არის შესაძლებელი და ეს არცთუ რთული გასაკეთებელია.

კედლის გასაფორმებლად კი რამდენიმე წესის დაცვაა აუცილებელი - მუშაობა კედლის ცენტრიან დაიწყეთ და საამისოდ ყველაზე ლამაზი და ფერადი ლასკუტები შეარჩიეთ.



კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი