პატრიარქის ედემის ბაღი

"ხე­ე­ბი მგრძნო­ბი­ა­რე­ნი არი­ან. თვა­ლი­სათ­ვის ძნე­ლად შე­სამ­ჩ­ნე­ვია, მაგ­რამ სიყ­ვა­რულს ამ­ჟ­ღავ­ნე­ბენ მა­თი მზრუნ­ვე­ლის, მომ­ვ­ლელ-პატ­რო­ნის მი­მართ... სა­ო­ცარ ძა­ლას იჩე­ნენ დი­დი გრძნო­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით დარ­გუ­ლი ნერ­გე­ბი", - ეს მარ­თ­ლაც სა­ო­ცა­რი სიტყ­ვე­ბი ერთ-ერ­თი ქა­და­გე­ბი­სას წარ­მოთ­ქ­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქ­მა. თუ მათ გუ­ლის­ყურს მი­ვუგ­დებთ, იქ­ნებ ისიც გაგ­ვახ­სენ­დეს, რომ ოდეს­ღაც, სულ თა­ვი­დან, რო­ცა ედე­მის ბაღ­ში ვცხოვ­რობ­დით, ყვე­ლას გვეს­მო­და ეს ენა, მე­რე კი, რო­ცა ჩვე­ნი ნე­ბით ედე­მი დავ­კარ­გეთ, ეს ცოდ­ნაც დაგ­ვე­კარ­გა. ახ­ლა აღარც ისე კარ­გად ვართ... ჩვენს ეზო­ებ­ში, ან თუნ­დაც კორ­პუ­სე­ბის ციც­ქ­ნა აივ­ნებ­ზე, სა­დაც მი­წას გა­მოქ­ცე­უ­ლე­ბი ვცხოვ­რობთ, ნელ-ნე­ლა მძი­მე ფიქ­რე­ბით

ვით­გ­რუ­ნე­ბით, - აღარც ხე­ებს ვრგავთ, აღარც ყვა­ვი­ლებს, რო­მელ­ზეც დი­ლის ნა­მი ისე ბრწყი­ნავს, რომ მას­თან ნამ­დ­ვი­ლი მარ­გა­ლი­ტი არაფ­რად გეჩ­ვე­ნე­ბა... სა­დაც ჩი­ტე­ბი გა­ლო­ბით გახ­სე­ნე­ბენ, რომ გა­ხუ­ნე­ბუ­ლი ყო­ფის გარ­და არ­სე­ბობს ფე­რა­დი, სი­ცოცხ­ლით სავ­სე ბუ­ნე­ბა, რომ­ლის შვი­ლიც ხარ. ამი­ტო­მაც მას უნ­და მი­ა­შუ­რო მა­ში­ნაც, რო­ცა ძა­ლი­ან წუხ­ხარ, რად­გან ის გა­ნუ­გე­შებს, ან­და რო­ცა ძა­ლი­ან გი­ხა­რია, რად­გა­ნაც ის გა­ი­ზი­ა­რებს შენს დიდ სი­ხა­რულს.

"დი­დი სი­ხა­რუ­ლი­ცა და დი­დი მწუ­ხა­რე­ბაც ადა­მი­ანს გან­სა­კუთ­რე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში აყე­ნებს: ამ გრძნო­ბის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერთ სიმ­ბო­ლოდ უნ­და იქ­ცეს ხე­ე­ბის დარ­გ­ვა. ვფიქ­რობთ, ცალ­კე უნ­და გა­მო­ი­ყოს ად­გი­ლი, სა­დაც ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, - ახალ­და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი წყვი­ლე­ბი და ახალ­და­ბა­დე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბის მშობ­ლე­ბი დარ­გა­ვენ ნერ­გებს, მათ­თ­ვის ამ მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და გა­მორ­ჩე­უ­ლი დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად", - ამა­საც ჩვე­ნი პატ­რი­არ­ქი გვე­უბ­ნე­ბა. თა­ვად მან ამ ოცი წლის წინ სა­კუ­თა­რი ხე­ლით დარ­გო კვი­პა­რო­სე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს ბაღ­სა და ორან­ჟე­რე­ა­ში. დღეს ბაღ­სა და ორან­ჟე­რე­ას ბევ­რი სტუმ­რობს და იქი­დან სულ სხვა ადა­მი­ა­ნი გა­მო­დის. ამ სიმ­შ­ვი­დის "კუნ­ძულ­ზე" შე­უძ­ლე­ბე­ლია იმა­ზე ფიქ­რი, რომ გარ­შე­მო არ­სე­ბობს ხმა­უ­რი, ჩხუ­ბი, და­ვა და მტვე­რი...

- სხვა­გა­ნაც მი­ნა­ხავს 20 წლის კვი­პა­რო­სე­ბი, მაგ­რამ არ­სად ასე მა­ღა­ლი... რო­გორ ზრდით?! - ვე­კითხე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს დე­კო­რა­ტი­უ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი კო­ლე­ჯის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე დე­და თეკ­ლეს.
- მოვ­ლით, - მპა­სუ­ხობს ღი­მი­ლით, - თუმ­ცა მოვ­ლა­ზე მე­ტად უწ­მინ­დე­სის ლოც­ვა-კურ­თხე­ვა ზრდის. იცით, დარ­გ­ვი­სას ეუბ­ნე­ბა ხოლ­მე, - "გა­ი­ხა­რე და გა­მა­ხა­რე!" ისე ელა­პა­რა­კე­ბა, რო­გორც ცოცხალს. შე­მოდ­გო­მით, რო­ცა მცე­ნა­რე­ებ­მა უნ­და და­ი­ძი­ნონ, ასე ლო­ცავს: "მშვი­დო­ბით და­ი­ძი­ნე და გა­ზაფხულ­ზე მშვი­დო­ბით გა­იღ­ვი­ძე­ო"...

ეს ბა­ღი სავ­სეა ეგ­ზო­ტი­კით და სი­ლა­მა­ზით. ვინც იცის, რომ უწ­მინ­დესს მცე­ნა­რე­ე­ბი უყ­ვარს, ჩუქ­ნის. მე­რე აქ ვრგავთ და ძა­ლი­ან მა­ლე ეგუ­ე­ბი­ან ამ მი­წას, ლაღ­დე­ბი­ან. ერ­თ­მა­ნეთ­თან ძა­ლი­ან ახ­ლოს და ჰარ­მო­ნი­უ­ლად ცხოვ­რო­ბენ სხვა­დას­ხ­ვა ჯი­შის ყვა­ვი­ლე­ბი და ხე­ე­ბი, ყვე­ლას თა­ვი­სი წი­ლი მზე ჰყოფ­ნის.

- ალ­ბათ იმი­ტომ, რომ მომ­ვ­ლელ­მა მა­თი ენა იცის. იცის, რო­მელ მცე­ნა­რეს რო­მე­ლი მცე­ნა­რე მოს­წონს და უყ­ვარს...
- ამას ჩვენ სა­პატ­რი­არ­ქოს დე­კო­რა­ტი­ულ კო­ლეჯ­ში ვას­წავ­ლით, რო­გორც ორი ადა­მი­ა­ნი არ ჰგავს ერ­თ­მა­ნეთს, ისე არ ჰგვა­ნან ერთმანეთს მცე­ნა­რე­ე­ბი: ზო­გი ჩრდი­ლის მოყ­ვა­რუ­ლია, ზო­გი - მზის, ზო­გი - ნეს­ტის... ზო­გი გა­მორ­ჩე­უ­ლია და ზო­გიც - ჩუ­მი და უპ­რე­ტენ­ზიო... მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი ბა­ღის მშვე­ნე­ბას, 300-წლო­ვან ზე­თის­ხი­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მოვ­ლა არ სჭირ­დე­ბა, ჩვე­უ­ლებ­რივ, კირ­ქ­ვი­ან ნი­ა­დაგ­ზეც მშვე­ნივ­რად ხა­რო­ბენ, უპ­რე­ტენ­ზი­ოდ, ისე, რო­გორც თა­ვი­ანთ სამ­შობ­ლო­ში, სა­ბერ­ძ­ნეთ­ში...

- ეს ბევრს აინ­ტე­რე­სებს, - უწ­მინ­დე­სის სიყ­ვა­რუ­ლი­თა და კურ­თხე­ვით, ჩვენ­თან ჩა­მო­ი­ტა­ნეს რამ­დე­ნი­მე მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვა­ნი ზე­თის­ხი­ლის ხე, მათ შო­რის ერ­თი რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტ­ზე, ქა­ლა­ქის მტვერ­სა და გა­მო­ნა­ბოლ­ქ­ვ­შიც გა­ლაღ­და. ასე რო­გორ ხდე­ბა? ცოცხა­ლი არ­სე­ბა, რო­მელ­საც მშობ­ლი­ურ მი­წა­ში 300-400 წე­ლი­წა­დი აქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი, სულ სხვა, უცხო მი­წას ასე ად­ვი­ლად რო­გორ ეგუ­ე­ბა?
- ამის ოს­ტა­ტე­ბი სა­ბერ­ძ­ნეთ­ში არი­ან. ზე­თის­ხი­ლი იმ ასაკს რომ მი­აღ­წევს, როცა მსხმო­ი­ა­რო­ბა უკ­ვე ნაკ­ლე­ბი აქვს, თა­ვის ფეს­ვი­ან-მი­წი­ა­ნად იღე­ბენ, უზარ­მა­ზარ კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში რგა­ვენ და სხვა­გან მი­აქვთ. ასე ეხ­მა­რე­ბა თა­ვი­სი მი­წა სხვას­თან შე­გუ­ე­ბა­ში. ჩვე­ნი ზე­თის­ხი­ლე­ბი კი ახ­ლაც მსხმო­ი­ა­რო­ბენ, ვკრეფთ და მა­რი­ნად­საც ვამ­ზა­დებთ.

- პრე­ტენ­ზი­უ­ლი რო­მე­ლი მცე­ნა­რეა?
- ვარ­დი. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბულ მოვ­ლასაც მო­ითხოვს, თან - ყო­ველ­დღი­ურს. სხვებ­თან თა­ნაცხოვ­რე­ბა არ მოს­წონს, სულ გარ­შე­მო უნ­და უარო, დამ­ჭ­კ­ნა­რი ყვა­ვი­ლე­ბი რომ შე­ა­ტო­ვო, ისიც ძა­ლას აც­ლის. ჩვე­ნი მე­ბა­ღე­ე­ბიც დი­ლა­ად­რი­ა­ნი­დან უვ­ლი­ან ვარ­დებს... ისე კი, და­ხედ­ვა ყვე­ლა მცე­ნა­რეს უნ­და. რაც მეტ დროს ატა­რებ ბაღ­ში, მით უფ­რო უკე­თე­სი და ლა­მა­ზი ხდე­ბა.

- უწ­მინ­დე­სი ალ­ბათ ყო­ველ­დღე და­დის ბაღ­ში...
- ყო­ველ­დღე. ის ყვე­ლას ცოცხა­ლი­ვით ესა­უბ­რე­ბა. ერ­თხელ და­ა­ვა­დე­ბუ­ლი მცე­ნა­რე მო­საჭ­რე­ლი გაგ­ვიხ­და... უწ­მინ­დეს­მა თქვა: "მი­ვე­დი, მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დე, რომ ამ­დენ ხანს გვემ­სა­ხუ­რა და მო­ვუ­ბო­დი­შე, უნ­და მოგ­ჭ­რათ-მეთ­ქი".

- სულ რამ­დე­ნი­მე მეტ­რ­ში ქა­ლა­ქის ხმა­უ­რი­ა­ნი ტრა­საა, აქ კი ყვე­ლა­ფე­რი ხა­ს­ხა­სებს...
- კა­ცის ხელ­სა და სიყ­ვა­რულს სი­ცოცხ­ლის მი­ნი­ჭე­ბა ყვე­ლაფ­რის­თ­ვის შე­უძ­ლია. თან მიკ­როკ­ლი­მა­ტიც გვეხ­მა­რე­ბა, - მცე­ნა­რე თუ გინ­და ლა­ღობ­დეს, მუ­დამ არც მზის გულ­ზე უნ­და იყოს, არც ჩრდილ­ში, არც გა­მუდ­მე­ბუ­ლი ქა­რი უნ­და აწუ­ხებ­დეს. ჩვენს ბაღ­ში კი სწო­რედ ისე­თი მიკ­როკ­ლი­მა­ტია, რომ ამ ყვე­ლაფ­რის­გან და­ცუ­ლია...

- ალ­ბათ შო­ში­ე­ბიც იმი­ტომ ცხოვ­რო­ბენ თქვენ­თან... ბევ­რი შო­ში­ის "სახ­ლი" გიდ­გათ... ეს მყუდ­რო, თბილ გა­რე­მოს ქმნის. თით­ქოს, შენც "შინ" ხარ...
- მარ­თ­ლა ძა­ლი­ან ბევ­რი მგა­ლო­ბე­ლი გვყავს. მგა­ლო­ბე­ლი ფრინ­ვე­ლი ყვე­ლა ბაღს სჭირ­დე­ბა და უხ­დე­ბა... ასე­თი სახ­ლე­ბი იყი­დე­ბა და თა­ვის ბაღ­ში ყვე­ლას შე­უძ­ლია, მგა­ლობ­ლებს ასე­თი ბუ­დე მო­უწყოს...

- ამ ბაღს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა ქვის სკა­მიც.
- ქვე­ბი, მათ შო­რის დე­კო­რა­ტი­უ­ლი, ყვე­ლა ბა­ღის მშვე­ნე­ბაა. დე­კო­რა­ტი­უ­ლი ქვე­ბი მდი­ნა­რე­თა ნა­პი­რე­ბი­დან არის მო­ტა­ნი­ლი და დი­დი გულ­მოდ­გი­ნე­ბით შერ­ჩე­უ­ლი ფე­რე­ბით, სი­ლა­მა­ზით...

- ამ ბა­ღის სი­ლა­მა­ზის აღ­სა­წე­რად სიტყ­ვე­ბი მარ­თ­ლაც არ გე­ყო­ფა - სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მის ზე­თის­ხი­ლის ხე­ე­ბი, ვერ­ცხ­ლის­ფე­რი ნაძ­ვე­ბი, ულა­მა­ზე­სი უთხო­ვა­რი, ნე­კერ­ჩხა­ლი, არ­ყის ხე, კა­მე­ლი­ე­ბი, ჰორ­ტენ­ზი­ე­ბი, ჯუ­ჯა ფიჭ­ვე­ბი...
- ბრო­წე­უ­ლე­ბი, იები, ტი­ტე­ბი, ვარ­დე­ბი... ერ­თი რომ ყვა­ვი­ლო­ბას ამ­თავ­რებს, მე­ო­რე მა­შინ იწყებს აყ­ვა­ვე­ბას. მა­ი­სის ბო­ლო გარ­და­მა­ვა­ლია, ამ დროს ად­რე­ულ გა­ზაფხულ­ზე მოყ­ვა­ვი­ლე მცე­ნა­რე­ე­ბი ჭკნე­ბა და აყ­ვა­ვე­ბას იწყებს სა­ზაფხუ­ლო მცე­ნა­რე­ე­ბი... მა­ი­სის და­საწყის­ში აქ სხვა­დას­ხ­ვა ფე­რის ტი­ტე­ბი ბრდღვი­ა­ლებ­დ­ნენ... ახ­ლა მათ ბოლ­ქ­ვებს ამო­ვი­ღებთ, შე­ვი­ნა­ხავთ და სხვა სა­ზაფხუ­ლო ყვა­ვი­ლებს დავ­რ­გავთ, გა­ზაფხულ­ზე კი ისევ ტი­ტებს მი­ვუბ­რუნ­დე­ბით... ახ­ლა ყვა­ვი­ლო­ბას იწყებს ბრო­წე­უ­ლე­ბიც - ულა­მა­ზე­სი, ხას­ხა­სა წი­თე­ლი ყვა­ვი­ლი მწვა­ნე ფონ­ზე ენი­თა­უ­წერ­ლად მშვე­ნი­ე­რია.

- რით კვე­ბავთ მცე­ნა­რე­ებს?
- გა­დამ­წ­ვა­რი ნა­კე­ლით. ჩვენს ბაღს ძი­რი­თა­დად ამ ბუ­ნებ­რი­ვი სა­შუ­ა­ლე­ბით ვა­ხა­რებთ და ვა­ლა­ღებთ... ნა­კე­ლის შე­მოყ­რა თი­თო­ე­ულ მცე­ნა­რეს წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც სჭირ­დე­ბა. ვარ­დე­ბი კი ორ­ჯერ ითხო­ვენ ასეთ კვე­ბას - მათ გა­დამ­წ­ვარ ნა­კელს გა­ზაფხულ­ზე და შე­მოდ­გო­მის მი­წუ­რულს ვუყ­რით გარ­შე­მო, - მითხ­რა დე­და თეკ­ლემ და კარამდე მი­მა­ცი­ლა, მას­თან ერ­თად კი - ედემ­მა, სა­დაც ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რი მა­მის ხე­ლით დარ­გულ-ნა­ფე­რე­ბი მცე­ნა­რე­ე­ბი ლა­ღობ­ენ. მათ შო­რის კი ორან­ჟე­რე­ი­დან გა­ზაფხუ­ლის მზის საც­ქერ­ლად ბაღ­ში გა­მო­ტა­ნილ­ნიც... კა­რიბ­ჭეს­თან, 400-წლო­ვა­ნი ზე­თის­ხი­ლის ძირ­ში მი­ყურ­სუ­ლი გე­დე­ბის ქან­და­კე­ბები სი­ცოცხ­ლის ამ ზე­იმს თით­ქოს თა­ვა­დაც გა­ე­ცოცხ­ლე­ბინა. ალ­ბათ ამი­ტო­მაც უნ­და ეცა­დო, რა­ღაც მსგავ­სი გა­ა­კე­თო - ერ­თი ხე დარ­გო, ერ­თი ყვა­ვი­ლი გა­ა­ხა­რო... ანუ, რო­გორც დე­და თეკ­ლე ამ­ბობს, - უნ­და აღ­დ­გეს ის ბა­ლან­სი, რაც ღმერ­თ­მა სა­მოთხე­ში შექ­მ­ნა. უფალმა ადამს სა­მოთხის ბა­ღის მოვ­ლა და­ა­ვა­ლა, მაგ­რამ მან ყვე­ლა­ფე­რი და­კარ­გა, ამი­ტომ ბუ­ნე­ბას­თან კავ­ში­რი უნ­და აღ­დ­გეს. ეს არის ღმერ­თ­თან მი­ახ­ლე­ბის, ურ­თი­ერ­თო­ბის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა. ღმერ­თ­მა ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვ­ცა, ჩვენ კი ვა­ნად­გუ­რებთ. მცე­ნა­რე­ე­ბი გად­მოგ­ვცე­მენ სა­ო­ცარ ენერ­გი­ას, გვა­ნი­ჭე­ბენ სი­ლა­მა­ზის აღ­ქ­მის უნარს. დარ­გ­ვის შემ­დეგ დგა­ხარ და ელო­დე­ბი, რო­დის გა­იზ­რ­დე­ბა, რო­დის აყ­ვავ­დე­ბა, მოძ­ლი­ერ­დე­ბა... ელო­დე­ბი ისე, რო­გორც ცოცხა­ლი არ­სე­ბის ნა­მოქ­მე­დარს, რად­გან ის მარ­თ­ლაც ცოცხა­ლია...

ეთერ ერა­ძე

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი