საოჯახო ბიბლიოთეკა - წიგნის თაროების მოწყობის 7 საინტერესო რჩევა

თანამედროვე სამყარო დღითიდღე ვითარდება. კომპიუტერული ტექნოლოგიები ჩვენს ცხოვრებაში სულ უფრო ღრმად იჭრება. თიმცა, მიუხედავად ამისა, კიდევ არსებობენ ადფამიანები, რომელთათვის წიგნის ვერაფერი შეცვლის, თვით ელექრონული წიგნიც კი. წიგნი ხომ სულ სხვა ცნებაა, სულ სხვაა ჩანიშნული ფურცელი, შელახული ყდა, ბოლოსდაბოლოს, ქაღალდის სპეციფიური სუნი. თუ თქვენი საოჯახო ბიბლიოთეკა თანდათან იზრდება, ალბათ, ბევრჯერ დაფიქრებულხართ იმაზე, თუ როგორ განალაგოთ სახლში წიგნის თაროები ისე, რომ მოსახერხებელიც იყოს და ლამაზიც. ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე რჩევას და ვფიქრობთ, რომელიმე მათგანი აუცილებლად გაალამაზებს თქვენს მყუდრო და ლამაზ სახლს. 

1.ვერტიკალს+ჰორიზონტალი
ეცადეთ ერთმანეთს

შეუხამოთ წიგნების ვერტიკალური და ჰორიზონტალური განლაგება. დაგვერწმუნეთ, ეს საკმაოდ შთამბეჭდავი სანახავია. მიმართეთ ექსპერიმენტს და თითოეულ თაროზე წიგნები სწორედ ამ სისტემით განალაგეთ. შესაძლებელია წიგნები რამდენიმე თაროზე მთლიანად ვერტიკალურად განალაგოთ, რამდენიმეზე ჰორიზონტალურად. არც ეს იქნება ურიგო ხერხი. შეგიძლიათ ორივე ვარიანტი მოსინჯოთ და საბოლოოდ ერთ-ერთზე შეჩერდეთ.

2.ყველა წიგნი ფეხზე, სწორდი!

ვინც დეკორატორებზე მეტად ბიბლოითეკარების რჩევას ენდობა, ის წიგნებს თაროზე ვერტიკალურად განალაგებს, ასე მათი დალაგებაც უფრო ადვილია და სასურველი ტომის მოძიებაც.

3. ცისარტყელა
წიგნების ყველაზე ეფექტურად განლაგება მათი ფერების მიხედვით დალაგებაა. ეს ვიზუალურად ძალიან ლამაზი სანახავია და ნებისმიერი სახლის დეკორაციას ნამდვილად გაალამზებს. თუ თქვენი ბიბლიოთეკა არც ისე დიდია, რომ მათი ფერების მიხედვით დალაგება ეფექტური იყოს, არ დაღონდეთ, შეგიძლიათ ყდების ფერები ისე შეუხამოთ ერთმანეთს, რომ ჩანაფიქრი მაინც იგრძნობოდეს, ანუ აქცენტი ფერებზე იყოს გადატანილი.

4. კალეიდოსკოპი
იმისათვის, რომ ინტერიერში მრავალფეროვნება შეიტანოთ, საკმარისია წიგნებთან ერთად თაროებზე ინტერიერის სხვა აქსესუარებიც განალაგოთ. ეს შეიძლება იყოს პატარა სკულპტურა, ლარნაკი, ან სულაც სურნელოვანი სანთელი. ამ შემთხვევაში, მთავარია, ერთიანი ბალანსი არ დაირღვეს და ნივთები თაროებზე ისე განლაგდეს, რომ მთლიანობაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმოდეს, ქმნიდეს ერთიან სურათს.

5.ბუნების საჩუქარი
წიგნის თაროები ბენებრივი აქსესუარებით გაალამზეთ. ეს შეიძლება იყოს ლამაზი ტოტი, ქვა ან ნიჟარა.

 

6.ცარცი
წიგნის თაროზე შეიძლება განალაგოთ არა მარტო წიგნები, არამედ ჟურნალები, ფოტოალბომები, თუმცა გირჩევთ ისინი ჰორიზონტალურად განათავსოთ, ასე უამრავ ადგილს დაზოგავთ.

7. უჩვეულოდ
აბა სცადეთ და წიგნები უკუღმა დაალაგეთ, ანუ ისე, რომ წინა მხარეს მოექცეს არა ყდის, არამედ ფურცლების მხარე. უჩვეულოა არა? სამაგიეროდ ყველა თარო ერთ ფერსა და სტილში იქნება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი