რატომ არ შეიძლება არყის ხის დარგვა სახლთან ახლოს

ხეები ნებისმიერი სივრცის მშვენებაა, მზეში გვიჩრდილავს და თავისი სიმწვანით სოცოხლეს გვილამაზებს. ხეების გარეშე ნებისმიერი ეზო უსიცოცხლოდ და არაკომფორტულად გამოიყურება. თუმცა, არის ზოგიერთი ხე, რომლებიც არაა სასურველი, იყოს სახლთან ახლოს.
დღეს არყის ხის ნეგატიურ თვისებებზე გვინდა ვისაუბროთ.

არყის ხე ეზოში

სხვადასხვა ცრურწმენის გარდა მრავალი ობიექტური მიზეზი არსებობს საიმისოდ, რომ არყის ხე ფანჯარასთან ახლოს არ გვქონდეს.
თურმე ამ სილამაზეს, რომელიც მრავალი ხელოვანი ადამიანის შთაგონების წყაროა, ბევრი უსიამოვნების მოტანა შეუძლია ადამიანისთვის.

1. არყის ხე საკმაოდ მაღალი ხეა კარგად განვითარებულ ფესვთა სისტემით. აქედან გამომდინარე
მან შესაძლოა ზიანი მიაყენოს სახლის საძირკველს. თუ მაინცდამაინც გინდათ დარგათ ეს ხე ეზოში, სახლიდან არანაკლებ 8 მეტრის მოშორებით უნდა მიუჩინოთ ადგილი.

2. სიმაღლე. მაღალი ხის ტოტებს შეუძლია დააზიანოს ელექტროგადამცემი სისტემა და შესაძლოა დაგლიჯოს კიდეც იგი.

3. ამ კულტურამ შესაძლოა დიდი ზიანი მიაყენოს ალერგიულ ადამიანს ყვავილობის დროს.

4. ეს ხე ძალიან ადვილად აალებდია და ამიტომ ყოველთვის იარსებებს ხანძრის საშიშროება.

5. არყის ხისგან 3-4 მეტრის რადიუსით დიდი ალბათობით ვერაფერი გაიხარებს, რადგან მისი ფესვები ნიადაგიდან ყველა სასარგებლო ნივთიერებას შეიძლება ითქვას, რომ ისრუტავს.

6. არყის ხეს წვრილმა ნაწილაკებმა, მათ შორის ფოთლებმა, შესაძლოა გაჭედოს წყლის გამავალი სისტემა ეზოში.

როგორც ხედავთ, ეს ხე საკმაოდ პრობლემურია იმ შემთხვევაში, თუ ის სახლთან ახლოს იქნება განთავსებული. უმჯობესია ამ ხეების სილამაზით შორიდან დატკბეთ, ეზოში კი სხვა, ნაკლებად პრობლემური კულტურები შეარჩიოთ.

არყის ხესთან დაკავშირებული ცრურწმენები

ადრე ითვლებოდა, რომ თუ სახლთან ახლოს არყის ხე იყო, იმ სახლში პრობლემები არ დაილეოდა.

თუმცა, მარტო უარყოფითი თვისებები როდი ჰქონია ამ ხეს.
თურმე ღობის იქით დარგული არყის ხე უწმინდურ სულებს აფრთხობდა.

ძველად სჯეროდათ, რომ არყის ხის ტოტებისგან გაკეთებული ცოცხი მშობიარე ქალის თავთან უნდა დაედოთ და ის შედარებით ადვილად იმშობიარებდა.
ამ ხისგან ამზადებდნენ თილისმებს, რომელიც ადამიანს ბოროტი სულისგან იცავდა.
არყის ხის ტოტებს ბოსელში კიდებდნენ, რათა საქონელი უფრო ნაყოფიერი, მოსავალი კი ბარაქიანი ყოფილიყო.

კომენტარები

dapoxetine generic n 2025-03-24 00:16
However it has been poorly investigated the role of Cx in a drug resistant tumor cell line priligy dapoxetina 30mg nos eua Safronetz, D

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი