რა უნდა იცოდეთ ცოცხზე - ახალი წელი ახალი ცოცხის გარეშე წარმოუდგენელია

ახალი წელი ახალი ცოცხლის გარეშე წარმოუდგენელია - ყოველ შემთხვევაში, დიასახლისების დიდი ნაწილი ასე ფიქრობს. ცოცხს ხალხური წარმოდგენებიდან მოყოლებული, უამრავი მაგიური შესაძლებლობა მიეწერება. შეიძლება ეს დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ ხალხურ სიბრძნეში აუცილებლად არის გასათვალისწინებელი რჩევები. რას ამბობს ხალხური სიბრძნე ცოცხის შესახებ.

* ცოცხი ყოველთვის ტარით ქვემოთ დადეთ. ასე სახლს დაუპატიჟებელი სტუმრების და უსიამოვნებებისგან დაიცავთ.
* გასათხოვარი გოგო, საქმრო რომ გამოუჩნდეს, ცოცხს ცხრაჯერ უნდა გადაახტეს.
* არასდროს გადახვეტოთ ნაგავი სახლის ზღურბლიდან - ფულს გახვეტავთ.
* არ გამოხვეტოთ ოთახი მზის ჩასვლის შემდეგ - ავადმყოფობას
მიიზიდავთ.
* არ გადააბიჯოთ ცოცხს.
* ახალი ცოცხი მზარდი მთვარის პერიოდში უნდა იყიდოთ და პირველი მოხვეტვისას სურვილი ჩაიფიქროთ.
* ერთ დღეს ორი ცოცხით გამოხვეტვა არ შეიძლება.
* დაუშვებელია, თქვენი სახლი სხვამ გამოხვეტოს, წარმატებას დაკარგავთ.
* ახალ სახლში გადასვლისას ძველი ცოცხი თან უნდა წაიღოთ.
* არ გამოხვეტოთ ოთახი, სანამ სახლში მიცვალებული ასვენია.

როგორ უნდა აირჩიოთ ცოცხი:
1. პირველ რიგში, ტარში მოკიდეთ ხელი და რამდენჯერმე გაუსვ-გამოუსვით ძირს. დააკვირდით, რომ არც ზედმეტად მსხვილი იყოს თქვენი მტევნისთვის და არც ძალიან წვრილი. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაგვა-დასუფთავებას მაჯაში უსიამოვნო ტკივილი მოჰყვება.
2. არ იფიქროთ, რომ ძალიან მასიური ცოცხი უფრო გამძლე და ხარისხიანია. ასე არ არის, ჯერ ერთი, ძალიან ძაბავს ხერხემალს, მეორეც ადვილად დეფორმირდება.
3. ცოცხის შუა ნაწილში, რომელიც ძაფით არის გაკერილი, სინათლე არ უნდა გადიოდეს, არც ფოჩების მიდამოში.
4. კარგად შეამოწმეთ ტარის სიგრძე - ზომაზე ოდნავ მოკლეც რომ იყოს, დაგვისას წელს გატკენთ.
კარგი ცოცხის არჩევა, რომელიც დიდხანს გაძლებს და მოხმარებისას დისკომფორტს არ შეგიქმნით, საკმაოდ რთულია. მყარი, მაგრამ მსუბუქი - ასეთი უნდა იყოს კარგი ცოცხი.

კომენტარები

hry 2018-01-15 01:06
cocxze aseti fsevdo ,,magiuri''zala fantazis nayofia da meti araferi.xolo, archevisas taris bolos anu shuashi cota msxvili geroebit unda iyos shevsebuli.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი