ამის შესახებ ყველაზე გამოცდილმა დიასახლისებმაც კი არ იციან


ეს მეთოდები აპრობირებულია, ასე რომ, სისუფთავე გარანტირებული გაქვთ

პრიალა თეფშები და ჭიქები

თუ თქვენი ჭურჭლის სარეცხი მანქანა ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას, ჭიქები და თეფშები არც ისე პრიალებს შეგიძლიათ შემდეგ ხერხს მიმართოთ|:
ამოიღეთ ფილტრი, რომელიც სარეცხის მანქანის ფსკერზე მდებარეობს და მოათავსეთ რამე ჭურჭელში, დაასხით ცხელი წყალი და დააყარეთ ფხვნილი, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად ჭურჭლის სარეცხი მანქანისთვის. გააჩერეთ ერთი საათით და გაუკეთეთ ისევ მანქანას. ასე ფილტრს ზედმეტი ცხიმი მოშორდება და თავის ფუნქციას უპრობლემოდ შეასრულებს.

მბზინავი სარკე

რა თქმა უნდა, არსებობს ძალიან ბევრი ძვირადღირებული
საშუალება, რომელიც სარკეებს აპრიალებს, თუმცა ჩვენ შემოგთავაზებთ არანაკლებ ეფექტურ და ბევრად იაფ საშუალებას, რომლის წყალობითაც თქვენი სარკეები საოცრად იბრწყინებს.
დააყენთ მაგარი ჩაი, ჩაასხით ფიალაში და ამ ნაყენით გაწმინდეთ ფანჯარა. აირეთ სუფთა ქაღალდის ხელსახოცი და გაამშრალეთ ზედაპირი.

არომატული მტვერსასრუტი

დარწმუნებულები ვართ, რომ ამ მეთოდის შესახებ ჯერ არაფერი გსმენიათ. მაშ ასე, თუ ოთახს მტვერსასრუტით ასუფთავებთ გარდა იმისა, რომ აიღებთ მტვერს შესაძლებელია ოთახს სასიამოვნო სურნელიც მიანიჭოთ. ამის გაკეთება კი აი, როგორ არის შესაძლებელი. აიღეთ ქაღალდის ხელსახოცი, წაუსვით თხევადი ვანილის ექსტრაქტი, დახიეთ პატარ პატარებად და შეასრუტინეთ მტვერსასრუტს, ამის შემდეგ თქვენი ოთახი სასიამოვნო სურნელით გაიჟღინთება.
ამ პროცედურის წინ გირჩევთ მტვერსასრუტი კარგად გაწმინდოთ და ისე შეუდგეთ საქმეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი