როგორ უნდა გაწმინდოთ სინამდვილეში საყინულე და როგორ უნდა მოამზადოთ დიდი რაოდენობის პროდუქტის შესანახად


ძალიან ბევრი ისეთი დიასახლისი არსებობს, ვისაც არც კი ახსოვს რა უდევს საყინულეში და მით უმეტეს არ ახსოვს ის, თუ რა როდის შეინახა.
ხშირად ამ სივრცეში მოხვედრილი პროდუქტი დიდი ხნით ეფარება ჩვენს თვალთახედვას და შემდეგ ავტომატურად სანაგვე ურნაში გადაინაცვლებს ხოლმე.
დროა თავიდან მოვიშოროთ ეს გაურკვეველი დროის წინ შენახული პროდუქტი და საყინულე საგულდაგულოდ, ყველა წესის დაცვით გავწმინდოთ. მით უმეტეს, რომ ძალიან მალე ახალი წელი მოდის და საყინულეში თავისუფალი ადგილი აუცილებლად დაგჭირდებათ, თუნდაც შამპანურის ჩასაციებლად.

რა სიხშირით უნდა იწმინდებოდეს საყინულე

თუ თქვენს ბინაში
ელექტროენერგია დიდი ხნით არ გამორთულა ან ძალიან ნესტიან ადგილას არ ცხოვრობთ საყინულეს წელიწადში ერთხელ გამოსუფთავება აბსოლუტურად საკმარისია.
ისე, ყოველი შემთხვევისთვის, გირჩევთ ინსტრუქციაში ჩაიხედოთ და დასუფთავების წესებს იქაც გაეცნოთ.
საყინულეს გაწმენდას დაახლოებით ერთი საათი ჭირდება.

როგორ გამოვრთოთ საყინულე



აუცილებლად გამორთეთ მაცივარი დენის წყაროდან, არასდროს გაასუფთავოთ ჩართულ მდგომარეობაში.
გაყინული პროდუქტი აკურატულად ჩაალაგეთ დიდ კონტეინერში ან თუნდაც ნიჟარაში.
აიღეთ სველი ტილო და კარგად გამოწმინდეთ საყინულე, მისი თაროები. თუ ის ძალიან არის დაბინძურებული შეგიძლიათ თბილ წყალში გახსნილი სოდა დაიხმაროთ, საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ ასევე ხსნარს ჭურჭლის სარეცხი სითხეც დაუმატოთ.
საყინულეს გასაწმენდად ძლიერ ქიმიურ საწმენდ საშუალებებს ნუ გამოიყენებთ.
ნახევარ წელიწადში ერთხელ აუცილებელია მაცივრის უკანა კედლის მტვერსასრუტით გაწმენდა, რათა მტვერმა თბილი ჰაერის გამოსვლას არ შეუშალოს ხელი.
არ დაგავიწყდეთ 6 თვეში ერთხელ მაცივრის კარის რეზინის კარგად გაწმენდა.

როგორ დავტვირთოთ  საყინულე



საყინულეში პრუდუქტები ერთმანეთთან და კედელთან ძალიან ახლოს არ უნდა დაალაგოთ. დატოვეთ თავისუფალი ადგილი ჰაერის ცირკულაციისთვის.
ეს ხელს შეუწყობს პროდუქტის თანაბრად გაყინვას.
თუ პროდუქტის გასაყინად კონტეინერებს იყენებთ ეცადეთ ნახვრეტებიანი ან ბადისებური კონტეინერები შეარჩიოთ, რათა ჰერი მოძრაობდეს.

კომენტარის დამატება