8 შეცდომა, რომელსაც დიასახლისები სახლის დალაგების დროს უშვებენ


სახლის საფუძვლიანად დალაგება სახუმარო საქმე არ გახლავთ.
გამოცდილმა დიასახლისმაც კი შესაძლოა დაუშვას უნებური შეცდომები.
შემოგთავაზებთ ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომების ჩამონათვალს.

1. ყველაფერს ერთი ტილოთი წმენდთ



დალაგების ერთ-ერთი დაუწერელი წესია, რომ თითოეული კომპონენტი თავისი ტილოთი უნდა გაიწმინდოს - ფანაჯარა ფანჯრის ტილოთი, მაგიდა - მაგიდის, გაზქურა _ გაზქურის და ა.შ. როგორც იტყვიან, დაყავი და იბატონე.

2. სარკეს სველი ტილოთი წმენდთ



სარკის წმენდა ბევრ დიასახლისს არ უყვარს იმის გამო, რომ ერთი საათი უნდა აპრიალოს, რომ ყველა ლაქა მოაშოროს. ეს იმიტომ ხდება, რომ სარკეს
პირდაპირ სველი ნაჭრით წმენდთ, აბა, სცადეთ და ჯერ მშრალი ნაჭრით გაწმინდეთ, მოაშორეთ მტვერი და მერე გადაუსვით სველი ნაჭერი. შედეგი ნამდვილად დაგაკმაყოფილებთ.

3. რბილ ავეჯს მტვერსასრუტით არ წმენდთ



რბილი ავეჯი სახლის ის ატრიბუტია, რომელსაც აუცილებლად ჭირდება მტვერსასრუტით დამუშავება, წინააღმდეგ შემთხვევაში მტვრიანი ჰაერის სუნთქვა მოგიწვეთ.

4. ჯერ მტვერს წმენდთ და შემდეგ რთავთ მტვერსასრუტს



მშრალი წესით სახლის დალაგება წინ უნდა უძღოდეს სველი წესით დალაგებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი და იგივე საქმის რამდენჯერმე გაკეთება მოგიწევთ.
შუალედში კი გამოიყენეთ მტვერსასრუტი.



5. როდესაც საწმენდ საშუალებას უშუალოდ ზედაპირზე უსვამთ



ეს არასწორია, საწმენდი საშუალება აუცილებლად ჯერ ღრუბელზე ან ნაჭერზე უნდა დაიტანოთ და ისე გადაუსვათ ზედაპირს.

6. საწმენდ საშუალებებს ჭარბად მოიხმართ

საწმენდი საშუალებები საკმოდ ძლიერმოქმედ ქიმიურ დანამატებს შეიცავს და არ გირჩევთ მათი გადაჭარბებულად მოხმარებას.

7. როდესაც სახლს გეგმის გარეშე ალაგებთ



წარმოიდგინეთ, რომ სახლის დალაგება თქვენი საყვარელი კერძის რეცეპტია. თუ თანმიმდევრობას არ დაიცავთ არაფერი გამოგივათ.

8. მტვერს ჯაგრისებით წმენდთ



გეთანხმებით, მაღაზიის თაროებზე ლამაზად განთავსებული სხვადასხვა ფერის მტვრის საწმენდი ჯაგრისები ძალიან მომხიბვლელად გამოიყურება, თუმცა ამ ნივთით მტვრის გაწმენდას ნამდვილად არ გირჩევთ, ის მვერს ჰაერში ფანტავს და შედეგად მტვერი პირვანდელ ადგილს უბრუნდება.

კომენტარის დამატება