რატომ ყრიან სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში გამოცდილი დიასახლისები


არსებობენ დიასახლისები, რომლებსაც წლების განმავლობაში ძირითადად სახლის წესრიგსა და სისუფთავეზე არიან ორიენტირებულნი. ასეთი ქალბატონები თავისდაუნებურად, თავიანთი დიდი გამოცდილების წყალობით, ისეთ აღმოჩენებს აკეთებენ, რომლებიც ბევრად აიოლებენ სახლის საქმეებს. სწორედ ერთ-ერთ ასეთ აღმოჩენას გაგიზიარებთ. ეს პატარა ხრიკი დაგეხმარებათ სახლში მეტად იგრძნოთ სისუფთავე და კომფორტი. ეს ხერხი განსაკუთრებით გამოადგებათ მათ, ვისაც სახლში ძაღლი ან კატა ჰყავს. ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ხომ ხშირად თავისებური სუნი ასდით, ამ სუნის მოშორებაში ეს მეთოდი დაგეხმარებათ.

მტვერსასრუტი თითქმის ყველა ოჯახშია და ყველა დიასახლისმა იცის, რომ შეწოვილი მტვერი სპეციალურ ჭიქაში
ან ტომარაში გროვდებაშეწოვილი ჰაერი ფილტრის გავლით კი კვლავ ოთახში გამოიფრქვევა. ამ ჰაერს ხშირად მტვრის სუნი ახლავს. ეს სუნი რომ თავიდან მოიცილოთ, მტვრის კონტეინერი მუდმივად უნდა ასუფთაოთ, რაც ყოველდღიურად ნამდვილად დამღლელია. აღმოჩენა კი იმაში მდგომარეობს, რომ მტვრის კონტეინერში სარეცხი ფხვნილი უნდა ჩაამატოთ. გამოცდილი დიასახლისები გვარწმუნებენ, რომ ამ მეთოდის წყალობით ოთახში არც მტვერი და არც არიმე სუნი აღარ დარჩება.

ფხვნილი მტვრის მოსაგროვებელ კონტეინერში ან ტომარაში უნდა ჩაყაროთ, 2-3 სუფრის კოვზი საკმარისი იქნება. დალაგების შემდეგ სახლში სასიამოვნო არომატი დიდხანს დარჩება.
ამ მეთოდმა რომ უკეთ იმუშაოს, ფხნილი მაშინ ჩაყარეთ, როცა მტვრის კონტეინერი ახალი გასუფთავებულია. მომდევნო გამორეცხვამდე, ეს ფხვნილი თავის საქმეს გააკეთებს.
ვისაც ექსპერიმენტები უყვარს, მას ფხვნილთან ერთად შეუძლია რომელიმე სუნამოში დასველებული ბამბის დისკიც ჩააგდოს. ამიტ სახლში უკეთესი სურნელი დატრიალდება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა

საუკეთესო ფერთა კომბინაციები სიმშვიდისა და რელაქსაციისთვის.

საძინებლისთვის კარგად შერჩეული ფერთა პალიტრა ხელს უწყობს სტრესის შემცირებას, აუმჯობესებს განწყობას და უფრო სწრაფად ჩაძინებაში დაგეხმარებათ. ჩრდილების ჰარმონიული კომბინაცია ქმნის სიმყუდროვისა და კომფორტის განცდას.

ყველაზე წარმატებული ფერთა კომბინაციები მოიცავს მუქი ნაცრისფერისა და მუქი მწვანის კომბინაციას. ეს ტონები სიმშვიდისა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნის და შესაფერისია მათთვის, ვისაც მუქი ფერებით გაფორმებული საძინებელი მოსწონს. მწვანე ფერი ტყესთან ასოცირდება, ნაცრისფერს კი ელეგანტურობისა და დახვეწილობის ნოტები მოაქვს.

პირველი შეიძლება გამოიყენოთ ტექსტილისთვის, დეკორატიული ელემენტებისთვის და აქცენტირებული კედლისთვის, ხოლო მეორე - დიდი ზომის ავეჯისა და კედლის დეკორაციისთვის
თბილი ქვიშის კომბინაცია ნაცრისფერის სხვადასხვა ტონებთან იდეალურია დამამშვიდებელი ატმოსფეროს შესაქმნელად. ორივე ფერი ნეიტრალურად ითვლება და ადვილად ერწყმის სხვა ტონებს. ამ შემთხვევაში, ქვიშა შეიძლება გახდეს კედლებისა და ჭერის მთავარი ფერი, მაგრამ ავეჯი, ფარდები და დეკორი ნაცრისფერ ტონებში უნდა შეირჩეს.

ნაზი ვარდისფერისა და კრემისფერის რომანტიული დუეტი ქმნის სიმსუბუქისა და ჰაეროვნების ატმოსფეროს. ვარდისფერი ხელს უწყობს მოდუნებას და ამცირებს შფოთვას, ხოლო კრემისფერი სითბოსა და კომფორტს მატებს. ეს პალიტრა განსაკუთრებით შესაფერისია ქალის საძინებლებისთვის. ორივე ფერი ჰარმონიულად ავსებს ერთმანეთს, ამიტომ მათი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი პროცენტული თანაფარდობით.

მათთვის, ვინც აფასებს ჰარმონიის, კეთილდღეობისა და სიმშვიდის განცდას, ღირს ბალახისფერი მწვანესა და ტერაკოტის კომბინაციის განხილვა თბილი ვარდისფერი ელფერით. მწვანე ასოცირდება ბუნებასთან და სიახლესთან, ხოლო ტერაკოტა ოთახს დამამშვიდებელი სითბოთი ავსებს. პირველი შეიძლება გამოყენებულ იქნას ტექსტილსა და კედლის დეკორაციაში, ხოლო მეორე - ავეჯისთვის, დეკორისა და აქცენტური დეტალებისთვის.

ლავანდისა და ვარდისფერის კომბინაცია ასევე ჰარმონიულად გამოიყურება. ეს კომბინაცია ქმნის სინაზის, რომანტიკისა და სიმშვიდის ატმოსფეროს. მაგალითად, შეგიძლიათ აირჩიოთ ტექსტილი და კედლის საღებავი ლავანდისფერში, ხოლო ვარდისფერი გამოიყენოთ ავეჯისა და დეკორისთვის. აქცენტირებული დეტალები ცივ, მდუმარე ფერებში იდეალურად შეავსებს ასეთ საძინებელს.
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი