იდეალური მიწის ნაკვეთის ნამდვილი მაგალითი - დერვისების ეკოლოგიური ფერმა

ვიდრე კაცობრიობა ბუნებრივ რესურსებსა და ეკოლოგიას ანადგურებს, გონიერი ადამინები პლანეტაზე სიცოცხლის გასახანგრძლივებლად საჭირო ზომებს მიმართავენ. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ დერვისების ამერიკული ოჯახი, რომელიც ეკოლოგიურ ფერმას ამუშავებს, რითიც იკვებებიან და თანხასაც გამოიმუშავებენ.

ბოსტეულის მოყვანა
80-იან წლებში დერვისების ოჯახი საცხოვრებლად პასადენაში გადავიდა. მათ ხელში აღმოჩნდა მხოლოდ 8 ჰექტარი მიწა, რომლის ნახევარს ძველი სახლი და სხვა მცირე ნაგებობები იკავებდა. მიუხედავად ამისა, დერვისებმა რესურსების 100%-ით გამოყენება გადაწყვიტეს და სახლის პირობებში ბოსტნეულის მოსაყვანად ნამდვილი ქალაქური ფერმის წარმოება დაიწყეს.

როგორც ოჯახის უფროსი, ჟიულ დერვისი გამოტყდა, თავდაპირველად მათ
ყველა ეჭვისთვალით უყურებდა და ვერც თვითონ იფიქრებდნენ, რომ ეს საქმიანობა ამდენად მომგებიანი გამოდგებოდა.

მათ ტერიტორიაზე ნიადაგის ნაცვლად თითქმის მთლიანად თიხა იყო, თუმცა დროთაგანმავლობაში დერვისებმა სასუქის დახმარებით მიწა უფრო ნოყიერი გახადეს.

„ბევრს ჰგონია, რომ ადგილი, სადაც ვცხოვრობთ, სამოთხეა. მაგრამ, როცა აქ გადმოვედით, ნიადაგი საშინელ მდგომარეობაში იყო. ახლანდელ სარგებელს მხოლოდ 20 წლის შემდეგ მივაღწიეთ“ - იხსენებს ჟიულ დერვისი.

დღესდღეობით, Urban Homestead-ი ნამდვილი ქალაქური ფერმაა კალიფორნიაში, სადაც 4 ჰექტარ მიწაზე დერვისების ოჯახი 3 ტონა ბოსტნეულის მოსავალს იღებს და პირადი საჭიროების გარდა, დარჩენილ მოსავალს ადგილობრივ კაფეებში, რესტორნებსა და მაღაზიაბში ყიდიან.

ფერმაში მოჰყავთ დაახლოებით 400 სახეობის ბოსტნეული, ხილი და საკვები ყვავილი. უკანა ეზოში ასევე ჰყავთ ქათმები, იხვები, თხები და რამდენიმე ოჯახი ფუტკარი, უზრუნველყოფილნი არიან კვერცხით, რძითა და თაფლით. ერთადერთი პროდუქტი, რომლის შეძენაც უწევთ, მარცვლეულია.

დედამიწაზე ეკოლოგიური პრობლემების გამო, დერვისებმა სახლის სახურავზე მზის პანელები დააყენეს, რაც მათთვის ელექტროენერგიის გადასახადს 12 დოლარამდე ამცირებს. ასევე, ოჯახმა ბიო-საწვავით მოძრავი ავტომობილი შეიძინა, რითიც ადგილობრივი კაფეები და რესტორნები ჯანსაღი პროდუქტების მიწოდებისთვის ამარაგებენ.

მიუხედავად არც თუ ისე ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებისა და მავნებლების სიმრავლისა, დერვისები დარწმუნებულები არიან, რომ კარგი მოსავლის მიღება ნებისმიერ პირობებშია შესაძლებელი, მთავარია კომპეტენტურად შეარჩიოთ კულტურები, სწორად გადაირგას და შედეგის მისაღწევად თავდაუზოგავად იშრომოთ.

დღეს, დერვისები საკუთარ გამოცდილებას ყველა მსურველს უზიარებენ და მათთვის, ვინც გადაწყვიტა მათგან მაგალითი აიღოს, მასტერ-კლასებსაც ატარებენ.

წყარო: takprosto.cc


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი