როგორ ავამაღლოთ ვიზუალურად დაბალი ჭერი

მაღალჭერიანი ოთახი ძალიან ეფექტურად გამოიყურება, მაგრამ ყველა სახლს როდი აქვს მაღალი ჭერი. თუმცა ამ შემთხვევაშიც შეგვიძლია მივმართოთ რამდენიმე ხრიკს და ჭერი ვიზუალურად შევამაღლოთ.
ავეჯი დაგეხმარებათ ამ საკითხის გადაწყვეტაში. ეცადეთ შეარჩიოთ ნაზი, დაბალი ავეჯი, რომელსაც ექნება დახვეწილი ფორმის ფეხები. ასეთი ავეჯი დაბალჭერიან ოთახს ძალიან მოუხდება და მას ვიზუალურად მაღალსაც გამოაჩენს.


ასევე ეფექტურია ოთახის ვერტიკალურზოლებიანი შპალერით გაფორმება. ამ შემთხვევაში ეცადეთ, რომ შპალერი არ იყოს მკვეთრი ფერის და ხაზები არ იყოს ძალიან ვიწრო, რათა თვალი არ დაღალოს. უპირატესობა სადა ფერებს და ფართო ვერტიკალს მიანიჭეთ.

ეს დაბალ ჭერთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და აპრობირებული მეთოდია.


გარდა შპალერისა, არსებობს აქსესუარები, რომლებიც დაგეხმარებათ ოთახისთვის სიმაღლის მინიჭებაში, მთავარია ეს აქსესუარები იყოს მაღალი. ეს შეიძლება იყოს მაღალი ტორშერი, გრძივი ფორმის სარკე ან თუნდაც პანო.


შეგვიძლია ეს ეფექტი ფარდების ხარჯზე მოვახდინოთ. ამაში დაგვეხმარება ჭერიდან იატაკამდე დაშვებული ფარდები, რომელიც იატაკს შეეხება. დაგვერწმუნეთ, ასე გაფორმებული ფანჯრები ოთახს აუცილებლად გამოაჩენს უფრო დახვეწილსა და მაღალს.


გაითვალისწინეთ ის ფაქტიც, რომ ღია ფერის ჭერი უფრო მაღალი mმოჩანს, ამიტომ, თუ თქვენი ოთახი დაბალჭერიანია, ჭერი აუცილებლად ღიაფრად შეღებეთ, ეს შეიძლება იყოს თეთრი ან სპილოსძვლისფერი.


უფრო მეტი ეფექტისთვის, კედლები შედარებით მუქ ფერში გადაწყვიტეთ. 

უარი უნდა თქვათ ჭაღებზე, ნებისმიერი ნივთი, რომელიც ჭერიდან ეშვება, მას ადაბლებს, ასე რომ, უპირატესობა შეკიდულ ჭერსა და ჩამონტჟებულ ნათურებს მიანიჭეთ.

ბოლო დროს ძალიან აქტუალური ხდება შპალერი გეომეტრიული ფუგურებით. შეგიძლიათ მიყვეთ მოდას და გამოიყენოთ ასეთი შპალერი, თუმცა ამ შემთხვევაში გირჩევთ რომბის ფიგურების გამოყენებას. რომბები თქვენი ოთახს ოპტიკურად გაამაღლებს.


ეცადეთ ოთახში ისეთი ნივთები მოათავსოთ, რომlლებიც აირეკლავს სინათლეს, იქნება ეს სარკე თუ პრიალა ზედაპირი. შეგიძლიათ ჭერიც ასეთი საღებავით დაამუშავოთ, რომ ის ირეკლავდეს ფუგურებს.


და ბოლოს, ბევრ დიასახლისს უყვარს კედლების ნახატებითა და სხვადასხვა აქსესუარით გაფორმება, თუმცა, თუ თქვენი სახლი დაბალჭერიანია, ამაზე უარის თქმა მოგიწევთ. გადატვირთული კედლები თქვენს ოთახებს კიდევ უფრო დაადაბლებს, ამ შემთხვევაში მინიმალიზმი თქვენი განუყრელი მეგობარი უნდა გახდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი