როგორ გავათეთროთ ქალის თეთრეული - ყველაზე გამოცდილი საშუალებები

ქათქათა თეთრეული ნებისმიერი ქალბატონის გარდერობში მოიძებნება. ის ძალიან ლამაზად და ნაზად გამოიყურება, თუმცა მისი მოვლა არც ისე ადვილია, რთულია ქათქათა თეთრი თეთრეულისთვის პირვანდელი სახის შენარჩუნება.


როგორ გავათეთროთ ბიუსტჰალტერი სახლის პირობებში

რა თქმა უნდა, მათეთრებელი საშუალების შეძენა მაღაზიაშია შესაძლებელი, თუმცა აქ ისმის კითხვა, თუ რამდენად ეფექტურია ესა თუ ის საშუალება. ჩვენ გთავაზობთ ძველებულ, მარტივ, იაფ და რაც მთავარია, კარგად აპრობირებულ საშუალებებს.

ქლორი, ლილა და მდუღარე წყალი

ეს ძალიან ეფექტური ხერხია, თუმცა დაიმახსოვრეთ, ის ეფექტურია მხოლოდ ბამბის ქსოვილების შემთხვევაში.



გამოხარშვა

ეს ყველაზე
ძველი და კარგად ნაცადი ხერხია. მართალია, ის ცოტა სირთულეებთან არის დაკავშირებული, დაგჭირდებათ სპეციალური ჭურჭელი და სარეცხის საპონი, თუმცა შემდეგ ამად ნამდვილად ღირს.

ასევე ძალიან კარგ შედეგს იძლევა ბიუსტჰალტერის ან სხვა სახის თეთრეულის უბრლოდ მათეთრებელ საშუალებში ჩალბობა.



შეურიეთ ერთმანეთში 3 ლიტრი წყალი, ერთი სუფრის კოვზი მათეთრებელი და ერთი სუფრის კოვზი ფხვნილი. ჩაალბეთ სარეცხი და გააჩერეთ ნახევარი საათი. გაავლეთ საგულდაგულოდ.

ლილა ძალიან კარგი საშუალებაა ლაქების მოსაშორებლად და ქსოვილის გასათეთრებლად.



კარგად, ძალიან კარგად გახსენით ლილა წყალში, ისე, რომ აბსოლუტურად არ დარჩეს ლურჯი წერტილები, რომ თეთრეული არ გაგიფუჭოთ და ჩაალბეთ სარეცხი 20 წუთით. წყალი ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს. პროცედურის შემდეგაც აუცილებლად საგულდაგულოდ გაავლეთ სარეცხი.

შედარებით ნაზი ქსოვილების გასათეთრებლად გამოგადგებათ სოდა. ამ საშუალებით მრავალნაირი ქსოვილის გათეთრებაა შესაძლებელი და ისიც საყურადღებოა, რომ სოდა არა მარტო ათეთრებს, ის დეზინფექციასაც უტარებს ქსოვილს.



ჩაასხით თასში ერთი ლიტრი წყალი, დაუმატეთ 2 სუფრის კოვზი სოდა. ამ ხსნარში ნივთები 2 საათით გააჩერეთ.


ასევ ძალიან კარგია წყალბადის ზეჟანგი

ჩაამატეთ წყალში წყალბადის ზეჟანგი, ერთ ლიტრ წყალზე 2 სუფრის კოვზი. ჩაალბეთ სარეცხი და გააჩერეთ ნახევარი საათი.




ნიშადურის სპირტი

ნიშადურის სპირტს ძველი ყვითელი ლაქების ამოყვანაც კი შეუძლია. ამ საშუალების ერთადერთი უარყოფითი მხარე მძაფრი სუნია, რომელსაც ძალიან კარგად შეებრძოლება ნებისმიერი სარეცხის კონდიციონერი. ერთი სუფრის კოვზი ნიშადურის სპირტი ერთ ლიტრ წყალში გახსენით და ჩაალბეთ მასში სარეცხი. გააჩერეთ ათი საათი. ბოლოს კარგად გაავლეთ გრილ წყალში.



და ბოლოს კიდევ ერთი რჩევა, დაიმახსოვრეთ, ღია ფერის თეთრეულის მუქი ფერის ტანსაცმლის ქვეშ ჩაცმა არა მარტო უგემოვნოდ ითვლება, თეთრეულსაც აფუჭებს.

კომენტარები

ლანა 2024-04-11 14:06
სად შევიძინოთ ლილა
ანა 2020-10-12 19:36
სად შეიძლება რო ლილა შევიძინოთ??????????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი