როგორ უნდა დავალაგოთ სახლი, თუ ალერგია გვაწუხებს

ალერგია 21-ე საუკუნის სენია. ამით განსაკუთრებით მეგაპოლისის მაცხოვრებლები სარგებლობენ. საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს. ნომერ პირველი მიზეზი, რა თქმა უნდა, ცუდი ეკოლოგიაა. ამას მოყვება არასწორი კვება და სტრესი.

სახლის დალაგების პროცესი ხშირად კიდევ უფრო აუარესებს იმ ადამიანთა მდგომარეობას, რომელთაც აწუხებთ ალერგია. მტვერთან და სხვადასხვა ქიმიურ საწმენდ საშუალებასთან შეხება მათ შემაწუხებელ ფონს აძლიერებს.

1. წესი პირველი გახლავთ ის, რომ იმ ადამიანის სახლი, რომელსაც აწუხებს ალერგია, ყოველთვის უნდა იყოს დატენიანებული. სახლი რეგულარულად უნდა ლაგდებოდეს სველი წესით. ასევე გირჩევთ შეიძინოთ მტვერსასრუტი, რომელსაც ექნება კარგი
ფილტრი.

2. ქიმიური საწმენდი საშუალებები შეცვალეთ ორგანული და ჰიპოალერგიული საშუალებებით. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ სამზარეულოს ზედაპირსა და მაცივარს, ნუ გააჩერებთ მასში შელახულ პროდუქტს. ასევე ხშირად აკონტროლეთ ადგილები, სადაც არის ნესტი და ხშირად ჩნდება ობი.

3. დაივიწყეთ ჩვეულებრივი სარეცხის ფხვნილები. ეცადეთ შეარჩიოთ ორგანული საშუალებები, ხშირად ცვალეთ ლოგინის თეთრეული და გარეცხეთ 90 გრადუსზე. ასევე აუცილებლად გამოიყენეთ კიდევ ერთი გავლების რეჟიმი.

4. გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში ეცადეთ, თქვენს სახლში იყოს რაც შეიძლება ნაკლები მტვერი. უმჯობესია ოთახები ღამ-ღამობით გაანიავოთ.

5. და ბოლოს, თუ ალერგია გაწუხებთ, სახლი კვირაში ერთხელ მაინც ძალიან კარგად უნდა დაალაგოთ, რათა თავიდან აიცილოთ ზედმეტი მტვერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი