50 წელს გადაცილებულ ქალბატონებს ექიმები ამ სასმელის დალევას ურჩევენ

წითელ კომბოსტოს იასამნისფერსაც უწოდებენ. ის ჩვეულებრივი თეთრი ფერის კომბოსტოს ერთ-ერთი ნაირსახეობაა, წთელი ფერს კი განსაკუთრებული პიგმენტი, ანტოციანი განაპირობებს.

წითელი კომბოსტო არა მარტო ფერით, სასარგებლო თვისებებითაც გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ გემოვნური თვისებებით თეთრ კომბოსტოს ვერ ჯობია, სასარგებლო თვისებებით და ვიტამინების რაოდენობით აშკარა უპირატესობით სარგებლობს.



ანტოციანი, რომელიც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, განაპირობებს აღნიშნული კომბოსტოს ფერს, ადამიანებს რადიაციისგან იცავს. ამ ბოსტნეულში ასევე უხვად არის მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, ფერმენტები და ფიტონციდები, ეს უკანასკნელი ადამიანს ტუბერკულოზის ჩხირებისგან იცავს.

ჯერ კიდევ ძველ რომში ადამიანები ბრონქიტსა და ფილტვებს
სწორედ წითელი კომბოსტოთო მკურნალობდნენ.



ვიტამინების სიუხვის გამო წითელი კომბოსტოს წვენი სილამაზისა და ჯანმრთელობის ელექსირად მიიჩნევა. დღესდღეობით ის ჰიპერტონიკების რაციონშც არის ჩართული და ის არეგულირებს წნევას.

აღსანიშნავია, რომ წითელი კომბოსტოს წვენის სისტემატური მოხმარება ქალებში მკერდის სიმსივნის ალბათობას ერთიორად ამცირებს. ამ სითხეს ასევე ძალიან კარგად გამოაქვს ორგანიზმიდან ტოქსინები, აძლიერებს ნვთიერებათა ცვლას, ამაგრებს ფრჩხილებს და წმენდს ღვიძლს.



გთავაზობთ წითელი კომბოსტოსაგან დამზადებულ უმარტივეს, თუმცა ძალიან სასარგებლო სასმელს.

აიღეთ 300 გრამი კომბოსტო, მწვანე ვაშლი, პიტნა და შაშკვლავი. ყველაფერი ერთად დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.



მიირთვით დღეში 2 ჭიქა, თითო ჭიქა ჭამის წინ.

დადებით ეფექტს პირველი 5 დღის შემდეგ შეიგრძნობთ.



მიუხედავად იმისა, რომ წითელი, იგივე იასამნისფერი კომბოსტო ისეთი გემრიელი არ არის, როგორიც თეთრი, მას მომწარო გემო დაკრავს, რომელსაც ზემოთ აღნიშნული პიგმენტი განაპირობებს, გირჩევთ ის მაინც ჩართოთ თქვენს რაციონში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი