ქართული ზეთისხილისგან დამზადებული საპონი - როდის გამოჩნდება სავაჭრო ქსელში

ქართული წარმოების ზეთისხილის საპონი სავაჭრო ქსელებში ზაფხულიდან გამოჩნდება. საუბარია "ჯეოლაივის" მიერ წარმოებულ საპონზე, რომელიც "ქიზიყის" ბრენდით გაიზიდება. როგორც "ბიზნესპრესნიუსს" პროდუქტის მწარმოებელი კომპანიის დირექტორმა გიორგი სვანიძემ განუცხადა, ამჟამად საპონი სპა-ცენტრებში იყიდება, თუმცა მაისის ბოლოდან "აგროჰაბში", ზაფხულიდან კი, სხვა ქსელებშიც გამოჩნდება.

რაც შეეხება პროდუქტის ექსპორტს, როგორც გიორგი სვანიძე აცხადებს, საპონი პირველ ეტაპზე დუბაში, ჩინეთში, შემდეგ კი რუსეთში, ბელორუსში, ჰოლანდიასა და აშშ-შიც გავა. თუმცა, კონკრეტულ ვადებზე, კომპანიის დამფუძნებელს ამ ეტაპზე საუბარი უჭირს, რადგან ეს გარკვეული პროცედურების გავლას უკავშირდება.

შეგახსენებთ, რომ "ჯეოლაივი" პირველი კომპანიაა,
რომელმაც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა. თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში 2016 წელს გაიხსნა. კომპანიას ზეთისხილის პლანტაციები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული.
სიღნაღში ზეითუნის ზეთის მწარმოებელი ქარხანაც აშენდა, სადაც პროდუქციის წარმოება 2017 წლიდან დაიწყო.

რაც შეეხება საპონს, სულ რამდენიმე თვეა ქართულ ბაზარზე სახელწოდებით - "ქიზიყი" გამოჩნდა.
წაიკითხეთ სრულად

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი