როგორ ვაფუჭებთ ტექნიკას


გულზე ხელი დაიდეთ და გამოუტყდით საკუთარ თავს, სანამ ახლადშეძენილ ტექნიკას ჩართავთ საგულდაგულოდ ეცნობით ინსტრუქციასა და მოხმარების წესებს? დიასახლისების უმეტესობა ინსტრუქციას არც კი კითხულობს, მერე კი გვიკვირს, რატომ გაფუჭდა ახალი  მანქანა.

მოდით გავეცნოთ ელემენტარულ წესებს, რათა ჩვენი ტექნიკა მწყობრიდან არ გამოვიდეს და ოპტიმალური ვადით შეძლოს ჩვენთვის სამსახურის გაწევა.

სარეცხი მანქანა



სარეცხი მანქანის მწყობრიდან გამოსვლის ყველაზე ხშირი მიზეზი პატარა ბავშვის წინდები, პატარა ზომის საცვლები და ბიუსტჰალტერის რკინებია. ამის თავიდან ასაცილებლად გირჩვეთ აღნიშნული ნივთები სპეციალური ბადით გარეცხოთ.

არ დაგავიწყდეთ სარეცხის შეყრის წინ ტანსაცმლის
ჯიბეების შემოწმება, რათა არ შეგყვეთ პატარა სათამაშოები და რკინის ფული.

არ გადატვირთოთ მანქანა, გარდა იმისა, რომ ასე სარეცხი სათანადოდ ვერ გაირეცხება მანქანაც დაზიანდება.

ნუ მოიხმართ ჭარბად ნადების საწინააღმდეგო საშუალებებს, ეს ნივთიერება საჭიროა, თუმცა გადაჭარბებული დოზით მისი მოხმარება თქვენს მანქანას ზიანს მიაყენებს.

ნუ დატოვებთ მანქანაში სველ სარეცხს, პერიოდულად გაუწმინდეთ რეზინი, ფხვნილის კონტეინერი, ფილტრი  და გაანიავეთ.

მიკროტალღური ღუმელი



რეგულარულად გაასუფთავეთ მიკროტალღური ღუმელი, მოაშორეთ ცხიმები.

იცოდეთ, მიკროტალღური ღუმელი მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ჩაირთოს თუ შიგნით რამეა მოთავსებული, ცარიელი ღუმელის ჩართვა არ შეიძლება.

ნუ გამოიყენებთ ჭურჭელს, რომელიც არ არის განკუთვნილი მიკროტალღურისთვის.

ნუ გააცხელებთ 50 გრ-ზე ნაკლებ პროდუქტს, თუ პროდუქტი მსუბუქია გვერდით პატარა წყლით სავსე ჭიქა მოათავსეთ.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა


ყურადღება მიაქციეთ, რომ მაღალი ჭურჭელი არ მიედოს მანქანის მბრუნავ ნაწილს.

აუცილებლად გამოიყენეთ სპეციალური მარილი, რომელიც არბილებს ხისტ წყალს.

ჭურჭლის ჩატვირთვის წინ აუცილებლად მოაშორეთ თეფშებს მსხვილი ნარჩენები.

თუ ჭურჭელი კარგად არ გაირეცხა ეს არ არის მანქანის ბრალი, ალბათ არასწორად ჩატვირთეთ ჭურჭელი  და შეცდომით შეარჩიეთ პროგრამა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი