რატომ უნდა მოვათავსოთ სარეცხის მანქანაში ყინულის კუბები


ამჯერად გესაუბრებით იმაზე, თუ როგორ უნდა შეუნარჩუნოთ იერი ნივთებს, რატა ისინი ახალივით გამოიყურებოდეს და გარდერობის განახლება ძალიან ხშირად არ დაგჭირდეთ.

1. როგორ გავასწოროთ ტანსაცმელი უთოს გარეშე



მოათავსეთ ტანსაცმელი სარეცხის მანქანში, დაადეთ ზემოდან რამდენიმე ცალი ყინულის კუბი და ჩართეთ შრობის რეჟიმზე. ყინული აორთქლდება და ყველა ნაკეცს გაასწორებს.

2. ბურძგლების მოშორება



აბურძგლული ნივთის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი საპარსი, ოღონდ ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ ქსოვილი რომ არ დააზიანოთ.

3. გარეცხვამდე შეკარით ტანსაცმელზე ელვა და ღილები


გამოყავით გარეცხვამდე რამდენიმე წუთი და სანამ შეყრით სარეცხს
გასარეცხად შეკარით სამოსზე ღილები და ელვა.

4. იმისათვის, რომ ღილი არ დაკარგოთ გამოიყენეთ კბილის საწმენდი ძაფი


პირის ღრუს ჰიგიენისთვის განკუთვნილი ძაფი ბევრად უფრო საიმედოა ვიდრე ჩვეულებრივი ძაფი. ამიტომ ისეთ ნივთებზე, როგორც არის ქურთუკი ან ლაბადა გირჩევთ სწორედ აღნიშნული ძაფის გამოყენებას.

5. ქსოვილს ფერი მარილის საშუალებით დაუბრუნე



სარეცხვის რეცხვის დროს სარეცხის ფხვნილთან ერთად მანქანში ჩაყარეთ 150 გრ მარილი. ეს თქვენს ნივთს ხასხასა ფერს დაუბრუნებს.

6. სოდა ფეხსაცმლის სუნის წინააღმდეგ


სოდა ძალიან კარგად ებრძვის ფეხსაცმლის სუნს. უბრალოდ ჩაყარეთ ერთი ჩაის კოვზი სოდა ფეხსაცმელში და გააჩერეთ რამდენიმე საათი. თუ ფეხსაცმელი დიდი ზომის არის შეგიძლიათ ცოტა მეტი სოდა გამოიყენოთ.

7. გამოიყენეთ ორთქლი რათა ქუდს ფორმა დაუბრუნოთ


აიღეთ ქვაბი, აადუღეთ წყალი, შემდეგ ჩაუწიეთ ცეცხლს და ქვაბს ჩამოაცვით ქუდი. ორთქლი გაასწორებს ყველა ნაკეცს და ქუდს პირვანდელ სახეს დაუბრუნებს.

8. საყელოს გასასწორებლად თმის უთო გამოიყენეთ


თუ ჩვეულებრივმა უთომ თქვენი პერანგის საყელო ვერ გაასწორა დასახმარებლად შეგიძლიათ თმის უთოს მიმართოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი