როგორ უნდა შეამციროთ სახლში მტვრის დაგროვება? - მეთოდები, რომელთა გამოყენება დღესვე შეგიძლიათ




როგორ უნდა შეამციროთ სახლში მტვრის დაგროვება? რაც ნაკლებად დაედება მტვერი ნივთებს, მით უფრო იშვიათად მოგიწევთ დალაგება-დასუთავება.

რჩევა #1: ჩართეთ ვენტილაციის სისტემა ან კონდენციონერი
ეს სისუფთავის საკითხს 100%-ით ვერ გადაჭრის, სამაგიეროდ ნაწილობრივ გაგათავისუფლებთ მტვრისგან ისე, რომ დივნიდან წამოდგომაც არ დაგჭირდებათ. მთავარია, კონდენციონერის ფილტრები თავის დროზე გამოცვალოთ.

რჩევა#2: გამოიყენეთ მტვრის საწინააღმდეგო საშუალებები
გენერალურ დალაგებას დიდი დრო და ძალისხმევა სჭირდება. ზედაპირებზე ნაკლები მტვერი რომ დაგროვდეს, ავეჯის ზედაპირები სპეციალური ხსნარით - პოლიროლებით გადაწმინდეთ. ნახავთ, რომ შემდგომში დიდი ხნის განმავლობაში ზედაპირები აირიდებს მტვერს.

რჩევა#3: წებოვანი
ლენტა აბაჟურებისა და ფარდებისთვის


ქსოვილი მტვერს ყოველთვის იზიდავს, ასევე ცხველის ბეწვს. ძაღლებისა და კატების პატრონებმა იციან, რა რთული მოსაშორებელია ქსოვილიდან მათი ბეწვი. აბაჟურებს და მაგიდის ლამპის ქსოვილს მტვერი და ბეწვი იმ წებოვანი ლენტით მოაშორეთ, რომელსაც ტანსაცმლის საწმენდად იყენებთ. 

რჩევა #4. არ გამოიყენოთ საწოლის გადასაფარებლები
როცა ლოგინის თეთრეულს ჰაერის ზედაპირი ეხება, ის უფრო სუფთა რჩება. გადასაფარებლის ქვეშ ლოგინზე დატოვებული სხეულის თავისებური სინოტივე მტვრის ტკიპას უფრო ზიდავს.

რჩევა #5: წინდები იატაკის ტილოს ნაცვლად
იატაკის ტილოები ძველი, სქელი შალის წინდებით შეცვალეთ. ისინი მტვერსაც უკეთ იკრავენ და ზედაპირსაც კარგად აპრიალებენ. წამოაცვით წინდები იატაკის ჯოხს ორივე მხრიდან. გამოყენების შემდეგ კი წინდებს ნუ გადაყრით, გარეცხვის შემდეგ ისინი ტილოდ დიდხანს გამოგადგებათ.

რჩევა#6: ისევ წინდები
წინდას თუ ხელზე წამოიცვამთ, ჟალუზებს და მსგავს წვრილ ნივთებს უკეთ გაწმენდთ მტვრისგან.

რჩევა#7: ჭაღი-ვენტილატორი
თუ სახლში ისეთი ჭაღი გიკიდიათ, რომელსაც ვენტილატორიც აქვს, უკვე გეცოდინებათ, რამდენ მტვერს იზიდავს მისი ფრთები და რა რთული საწმენდია. გთავაზობთ მარტივ გამოსავალს - გამოიყენეთ ძველი ბალიშისპირი. წამოაცვით ფრთას და ცენტრიდან ბოლოსკენ გაუსვით ფრთას. მტვრის ნაწილაკები, რომელიც ამ პროცესის დროს წარმოიქმნება, ბალიშის პირში ჩაცვივდება და ქვემოთ აღარაფერს დასვრის.

რჩევა#8: ღრუბელი კლავიატურისთვის

თუ ღრუბელს წვრილ ზოლებად დაჭრით, კლავიტურაში ჩარცენილი ჭუჭყისგან ადვილად გათავისუფლდებით.

რჩევა#9: სველი ხელსახოცები
პლინტუსების და სხვა წვრილი, მიუვალი ადგილების გასაწმენდად სველი ხელსახოცები გამოიყენეთ. ამ ხელსახოცების სტრუქტურა მტვერსა და ჭუჭყს უკეთესად იკრავს, ვიდრე სხვა ქსოვილები.

რჩევა #10: სუვენირებისთვის
სუვენირები, პატარა ფიგურები, ლარნაკები ინტერიერში შიძლება ძალიან მოგვწონდა და ძვირფასია ჩვენთვის,თუმცა მათი სუფთად შენახვა ადვილი არ არის. ისინი ძალიან ადვილად სუფთავდება მაკიაჟის დიდი ფუნჯით.

კომენტარის დამატება

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი