როგორ შევუნარჩუნოთ ფერი სამოსს და როგორ მოვაშოროთ ლაქები - გამოცდილი დიასახლისების რჩევები

რა უნდა სარეცხის მანქანაში ფოლგას ან პირის ღრუს მოვლის საშუალებას? როგორ მოვიქცეთ, თუ ჩვენს სარეცხის მანქანას არასასიამოვნო სუნი შევნიშნეთ ან როგორ მოვაშოროთ ტონალურის ლაქა ჩევნს საყვარელ პერანგს?
ნუთუ ეს ყველაფერი იცით?

არა? ნუ შეშინდებით, ჩვენ გაგანდობთ ყველა საიდუმლოს.

თურმე, 2-3 ასპირინის ტაბლეტი თეთრ სარეცხს უფრო გაათეთრებს ფერადს კი ფერს შეუნარჩუნებს და უფრო ხასხასას გახდის. დაამატეთ ტაბლეტი ფხვნილს სარეცხის რეცხვის დროს. საქმე ის გახლავთ, რომ ასპირინი შეიცავს სალიცილის მჟავას, რომელიც ანადგურებს პროტეინების მოლეკულებს. იგი ისევე მოქმედებს, როგორც ძმარი.

თუ სარეცხის მანქანას უსიამოვნო სუნი
შენიშნეთ, ჩაასხით მასში პირის ღრუს მოვლის საშუალება და ჩართეთ გავლების რეჟიმზე.

თუ სინთეტიკის ქსოვილს რეცხავთ, რეცხვის დროს მასთან ერთად ჩოგბურთის ბურთის ხელა ფოლგის ბურთი შეაგდეთ. ამ ხერხის შემდეგ თქვენი ტანსაცმელი აღარ დაიმუხტება და შესაბამისად, აღარ შეგიქმნით დისკომფორტს.

რეცხვის დროს ეცადეთ ტანსაცმელი არა მარტო ფერის მიხედვით გადაარჩიოთ, არამედ ქსოვილის მიხედვითაც, თხელი და სქელი ქსოვილი ერთ რეჟიმზე არ ირეცხება.

კოსმეტიკური ნაწარმის ლაქა ქსოვილს საპარსი ქაფის საშუალებით შეგიძლიათ მოაშოროთ და ამის შემდეგ კარგად გარეცხოთ.


თეთრი ქსოვილისთვის მეტი სიქათქათის მისანიჭებლად მდუღარე წყალში გახსენით ლიმონის წვენი, რამდენიმე საათით ჩაალბეთ მასში თეთრი ქსოვილი და შემდეგ ჩვეულებრივად გარეცხეთ.

ლაქებისგან თავის დაღწევის კიდევ ერთი ეფექტური საშუალება მუქი ფერის ტექსტილი და წყალბადის მათეთრებელია. საქმე ის არის, რომ მუქ ფერს ლაქა ისე არ ეტყობა, როგორც თეთრს, განსაკუთრებით პირსახოცებსა და ლოგინის თეთრეულს.

თუ თქვენი ფერადი სარეცხი გახუნდა, რეცხვის დროს მსხვილი მარილი ჩაამატეთ და ნახავთ, როგორ აღდგება ფერი.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი