როგორ მოვაწყოთ ლამაზი ბაღი - საინტერესო იდეები დამწყებთათვის


მარტივი და სასარგებლო რჩევები დამწყები მებაღეებისთვის
მებაღეობა ადამიანის თვითგამოხატვის საშუალებაა, ბაღი კი ის ადგილია, სადაც ამის გასაქანი გეძლევათ. თქვენც ოცნებობთ ლამაზ ბაღზე, მაგრამ არ იცით, როგორ და რით დაიწყოთ?




როგორც ყოველთვის, გთავაზობთ საინტერესო და სასარგებლო რჩევებს.
პირველ რიგში აუცილებლად უნდა ჩამოყალიბდეთ, რა სახის მცენარეები გინდათ ბაღში, ბოტნეულიც გინდათ თუ მარტო ყვავილები. ამის შემდეგ შეარჩიეთ თესლები. თავდაპირველად გირჩევთ უპირატესობა მარტივად მოსავლელ მცენარეებს მიანიჭოთ.

ბაღის გაფორმების იდეა კი ძალიან ბევრია და ჩვენ ნიმუშებს შემოგთავაზებთ.
ნუ იქნებით ტრივიალური, ნუ შეუშინდებით სიახლეებს.


თუ დრო
არ გაქვთ, მრავალწლოვანი ადვილად მოსავლელი ყვავილები თქვენთვის მისწრება იქნება.
კლუმბებს ნიადაგი მოუმზადეთ, უბრალოდ თესლების მიწაში ჩათესვა და შედეგის დალოდება არ ღირს. ამ საქმეს სერიოზულად უნდა მიუდგეთ და ყვავილებს სათანდო პირობები უნდა შუქმნათ.


თუ თქვენს ბაღში მიწა არ ვარგა, არც ეს არის პრობლემა, შეგიძლიათ მცენარეები ქოთანში განათავსოთ, ასევე კონტეინერებში.
სანამ რამის დათესვას გადაწყვეტთ, კარგად შეისწავლეთ ლანდშაფტი, წინასწარ მოიფიქრეთ დიზაინი. თუ ხვდებით, რომ მარტო ვერ უმკლავდებით, დახმარებისთვის პროფესიონალებს მიმართეთ.

არსებობს ძალიან ბევრი ორიგინალური იდეა და ნუ შეუშინდებით თამამ გადაწყვეტილებებს. თუ მოინდომებთ და ჩვენს რჩევებსაც გაითვლისწინებთ
მარტივად შექმნით საინტერესი ფლორისტულ კონსტრუქციებს.


ძალიან ეფექტურად შეიძლება სუკულენტების გამოყენებაც. ეს მცენარეები ბაღის გასაფორმებლად ძალიან კომფორტულია.


დაიმახსოვრეთ, ლამაზი ბაღის მთავარი პირობა სწორად შერჩეული ადგილია. მცენარეების უმეტესობას უყვარს სინთლე და მზის სხივები, ზოგს ჩრდილი, ეს ფაქტორი აუცილებლად წინასწარ უნდა გაითვალისწინოთ.

ძალიან აქტუალურია ვერტიკალური გამწვანებაც. სწორედ ამ მეთოდის წყალობით სულ პატარა ეზოშიც კი არის შესაძლებელი საოცარი წალკოტის შექმნა.
ასეთ შემთხვევაში დაგჭირდებათ მრავალიარუსიანი კლუმბები, თაღები და კედლები, ასევე ფანტაზია.


ლამაზი და საინტერესო კონსტრუქციის შექმნა შესაძლებელია აბსოლუტურად ყველაფრისგან.
გარდა სილამაზისა, მონდომების შემთხვევაში ბაღი შეგიძლიათ მცირე ბიუჯეტითაც მოაწყოთ, ზედმეტი დანახრჯების გარეშე, ძველი ნივთების განახლებით.

თან, ასე ბაღის დიზაინი გაცილებით საინტერესო და ორიგინალურია.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი