საოცარი სახლი, რომელიც სამოგზაუროდ შეგიძლია ”ატარო” - მისი ინტერიერი გაგაოცებთ!

პატარა მაგრამ მყუდრო და მოსახერხებელი, სწორედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ორიგინალური სახლი ბორბლებზე. სულ რაღაც 22 კვადრატულ მეტრში მოახერხეს არქიტექტორებმა ამ კომპაქტური სახლის მოწყობა. აქ არის ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება.


მიუხედავად ამ სახლის მცირე ზომისა, დიზაინერებმა მოახერხეს და განათავსეს სახლში სამაზარეულო, მისაღები ოთახი, საძინებელი, სრულყოფილი აბაზანა. თან ყველაფერი ძალიან გემოვნებით არის გაკეთებული და ბინაც საკმაოდ მყუდროა.

ეს სახლი განთავსებულია ბორბლებზე, რაც მისი უპრობლემოდ გადაადგილების საშუალებას იძლევა.
სამზარეულო პოდიუმზეა, პოდიუმის ქვეშ კი მოძრავი კონსტრუქციაა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში მაგიდად იქცევა. ამ მაგიდაზე 8 ადამიანი ეტევა.

სახლის

ერთ მხარეს განთავსებულია შუშის გასაწევი კარი, მეორე მხარეს კი - ხის,რომელიც ვერანდის ფუნქციასაც ასრულებს. სახლი საკმაოდ ძვირი ღირს, ფასი სტარტს 79.000 დოლარიდან იღებს, თუმცა თუ ამ სახლის მომავალი მფლობელი ტექნიკასაც იყიდის, მას 95.000 დოლარი დაუჯდება. ეს ნამდვილი იდილიაა ბორბლებზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი