როგორ გავრეცხოთ ფარდები სწორად

წარსულს ჩაბარდა დროს, როდესც მთელ სახლში ყველას ერთნაირი ფარდები ეკიდა. ახლა არჩევანი ძალიან დიდი და მრავალფეროვანია. ჩვენ მოგცემთ რჩევებს, როგორ გარეცხოთ სხვადასხვა ფაქტურის ფარდა ისე, რომ არ გაგიფუჭდეთ.


სელი



ეს ნატურალური მატერია კარგად იტანს როგორც ხელით ისე მანქანით რეცხვას, თუმცა ხელით რეცხვის შემთხვევაში გახსოვდეთ, რომ წყალზე ეკონომია არ უნდა გააკეთოთ. ეს მატერია კარგად იწოვს მტვერს და მის გავლებას ბევრი წყალი ჭირდება.

უმჯობესია სელი ჩაალბოთ არა სარეცხ ფხვნილში, არამედ საპნიან წყალში.

მანქანით რეცხვ
ის დროს უმჯობესია, გმოიყენოთ სარეცხი კაფსულები ან თხევადი საშუალება. ის კარგად იტანს ცხელ წყალს. თუმცა ფერადი ნაჭრის შემთხვევაში გირჩევთ აირჩიოთ 40 გრადუსი, რათა მატერია არ გადახუნდეს.

ასევე გახოვდეთ, რომ მანქანით რეცხვის დროს ფარდები უნდა გაირეცხოს სათითაოდ დელიკატური რეცხვის რეჟიმზე.


ბამბა



ბამბის ქსოვილი საკმაოდ გამძლე და ამტანია. ის კარგად იტანს მანქანით რეცხვას.

სელისგან განსხვავებით, მშვენივრად ირეცხება სარეცხის ფხვნილით. ბამბის ქსოვილის ფარდებს ორთქლით აუთოვებენ და ნახევრად სველს კიდებენ.


ხავერდი



ხავერდი საკმაოდ თავისებური ქსოვილია. მას ფრთხილი მოპყრობა სჭირდება და საკმაოდ ძვირადღირებული ნაჭერია. ირეცხება მანქანაში დელიკატური რეცხვის რეჟიმზე. ხავერდი უნდა გაირეცხოს ცივ წყალში არა უმეტეს 30 გრადუს ტემპერატურაზე. ხავერდს დაუთოვება არ უნდა.


აბრეშუმი, ორგანზა და ტული



ეს მსუბუქო ნაჭრები ვერ იტანენ მაღალ ტემპერატურას. ისინი გრილ წყალში უნდა გაირეცხოს. დეფორმაციის თავიდან აცილების მიზნით, ასეთ ფარდებს სპეციალურ ტომრებში ათავსებენ და ისე რეცხავენ. უნდა დაკიდოთ სველ მდგომარეობაშიც.


ამ მატერიების რეცხვსი დროს უმჯობესია გამოიყენოთ სარეცხის საშუალებები დელიკატური რეცხვისთვის.


ძაფები



თანამედროვე სტილის დასამშვენებლად ხშირად იყენებენ თოკის ან ძაფის ფარდებს. ამ ნივთის რეცხვა ადვილი როდია.

ასეთი ფარდები ირეცხება მხოლოდ ხელით და თოკები ან ძაფები წინასწარ ერთად უნდა დაფიქსირდეს რათა ერთმანეთში არ აიბურდოს.

რეცხვის შემდეგ ფარდები სველ მდგომარეობაშივე იკიდება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა განიცადოს დეფორმაცია.


პოლიესტერი



პოლიესტერს ჭუჭყი ძალიან მალე შორდება, ამიტომაც ის ინტენსიურ რეცხვას არ საჭიროებს. ის გასარეცხად უმჯობესია გამოიყენოთ თხევადი სახის სარეცხი საშუალებები. ასეთუ სინთეტიკური მატერიის დაუთოების დროს უმჯობესია გამოიყენოთ სველი ტილო. გაწურეთ მხოლოდ 300-400 ბრუნზე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი