რა საშუალებით გავწმინდოთ დაბინძურებული ხალიჩა - პრაქტიკული რჩევები

დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ ალბათ ყოველი ჩვენგანი ოცნებობს სახლში სწრაფად მისვლაზე, შხაპის მიღებაზე, კომფორტული ხალათის მოცმაზე და ფუმფულ ხალიჩაზე ფეხშიშველა სიარულზე, წამოგორებაზე. თუმცა ხანდახან ამ იდილიას შესაძლოა ხელი ერთმა ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალმა შეუშალოს - კერძოდ კი გასარეცხი ხალიჩის არასასიამოვნო სუნმა.

როგორ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და ხალიჩაზე არსებულ ლაქებს?
ზოგი ხალიჩა ისეთი ფაქტურის არის, რომ აუცილებლად მშრალი წესით უნდა გაიწმინდოს, წყალს ვერ იტანს. ამ შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ სპეციალური ჯაგრისი. წმენდა უნდა განხორციელდეს ცენტრისკენ და აუცილებლად ბეწვის მიმ
ართულებით, რათა ხალიჩის სტრუქტურა არ დაზიანდეს.



1. სოდა და მარილი
სოდა და მარილი ხალიჩის წმენდის დროს თქვენი ყველაზე ერთგული მოკავშირეა. შეურიეთ ერთმანეთს პროპორციით 1:1-ზე და თამამად მოაფრქვიეთ ხალიჩას. 20 წუთის შემდეგ საგულდაგულოდ გაწმინდეთ ხალიჩა მტვერსასრუტით. საერთოდ, სოდა და მარილი უნივერსალური საწმენდი საშუალებაა.



2. ძმრის ნაზავი


თუ მარილზე ცემინება გიტყდებათ, სოდა კი კონცეპტუალურად არ გაწყობთ, მაინც ნატრიუმია, დახმარებისთვის შგიძლიათ ძმარს მიმართოთ. არ დაიჯერებთ, მაგრამ ჩვეულებრივ სუფრის ძმარს თითქმის სასწაულის მოხდენა შეუძლია თქვენს ხალიჩაზე.
ხალიჩის ძმრით გაწმენდამდე ხალიჩა აუცილებლად მტვერსასრუტით დაამუშავეთ, შემდეგ კი ძმრიანი ჯაგრისით ან ღრუბლით ნაზად გაწმინდეთ. ერთ ლიტრ წყალზე 15-20 მლ ძმარი დაგჭირდებათ. გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ კი მშრალი ტილოთი გაამშრალეთ. ამ პროცედურის შემდეგ არ დაგავიწყდეთ ოთახის განიავება, მაინც ძმართან გაქვთ საქმე.



3. ჩაის ნაყენი


თუ გიყვართ ჩაი და თქვენი ხალიჩა მუქ ფერებშია, შეგიძლიათ ხალიჩიდან ლაქების ამოსაყვანად ჩაიც გამოიყენოთ. ღია ფერის ხალიჩაზე ეს მეთოდი არ გამოგადგებთ.


მოამზადეთ წინასწარ არცთუ ძლიერი ჩაის ნაყენი. გადაწურეთ ისე, რომ ფოთლები ცოტა სველი დარჩეს და დაყარეთ ხალიჩაზე იმ ადგილზე, რომელიც დაბინძურებულად მიგაჩნიათ. დააცადეთ გაშრობა და ცოცხით მოგავეთ. ამ მეთოდით თქვენ შეგიძლიათ ხალიჩას მოაშოროთ არა მარტო ლაქები, არამედ უსიამოვნო სუნიც.

კომენტარის დამატება