როგორ მოვაშოროთ სახლიდან ობობა და რატომ არ უნდა მოვკლათ

არ არსებობს სახლი, სადაც ობობა ვერ შეაღწევს. ეს უჩინარი არსებები სწრაფად ითვისებენ უყურადღებოდ დარჩენილ კუთხე-კუნჭულს და ქსელებს ხლართავენ. სწორედ ამ ქსელებით ვამჩნევთ მათ არსებობას, თორემ თავად ობობა, როგორც წესი, თვალისგან მოფარებულ ადგილებში იმალება.

რატომ ჩნდებიან ობობები შინ?

ობობას საცხოვრებელი ღია ცის ქვეშაა, მაგრამ საკვები და სითბო მას ჩვენი საცხოვრებელი სახლებისკენ იზიდავს. თუ ობობის ქსელები მალ-მალე და სისტემატურად ჩნდება, ესე იგი თქვენს სახლში მათთვის მიმზიდველი მწერებიც ცხოვრობენ. თუ გინდათ, ქსელები რაც შეიძლება იშვიათად გაჩნდეს სახლში, რამდენიმე რჩევას გთავაზობთ.

1. ეცადეთ, ქსელები

საფუძვლიანად მოაშოროთ კუთხეებს მტვერსასრუტით და არა ცოცხით.

2. ქსელთან ერთად ობობაც უნდა მოაშოროთ. თუ მოკვლა არ გინდათ, ტილოში გაახვიეთ და გარეთ გადაფერთხეთ.

3. უნდა მოსპოთ მისი კვერცხებიც. ისინი ავეჯის ქვეშ ან უკან გაბმულ ქსელებშია გახვეული. ამიტომ ხილულ კუთხეებზე მეტად ეცადეთ, მიმალული ადგილები გაათავისუფლოთ ქსელებისგან, რადგან ცოტა ხანში იქაური კვერცხებიდან ობობების ახალი თაობა შემოგიტევთ.

4. მოსპეთ მწერები, რითაც ობობები იკვებებიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათგან გათავისუფლება არ გიწერიათ. ამიტომ დაამუშავეთ კუთხეები და პლინტუსები მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით.

5. უფრო მეტად უნდა გაღელვებდეთ არა ობობა, არამედ ის მიზეზი, რამაც ის და მისი შთამომავლობა თქვენს სახლში მიიზიდა.

6. ობობა სახლში ქუჩიდან ხვდება. ამიტომ შინ მისულმა ქურთუკი და ფეხსაცმელი შესასვლელშივე გაიხადეთ.

და ბოლოს - ობობას სინამდვილეში სარგებლობა უფრო მეტი მოაქვს, ვიდრე ზიანი. ის სახლის მავნე მწერებს ანადგურებს, ამიტომ ობობას მიმართ ბრძოლის რბილი მეთოდები გამოიყენეთ.

რატომ არ კლავენ ობობას?


ობობას მოკვლას ყველა ერიდება. სხვადასხვა ცრურწმენის მიხედვით, მის მოკვლას ან გაღარიბება მოჰყვება ან უარესი უბედურება. საკუთარ ცრურწმენებს ჯობია თავად გაუმკლავდეთ, ჩვენ კი აგიხსნით, საიდან იღებს სათავეს ასეთი თქმულება.

როგორც ლეგენდა გვამცნობს, მოსე წინასწარმეტყველს მტრები დევნიდნენ. მან თავი ბნელ გამოქვაბულს შეაფარა, სადაც შხამიანი ობობები ბინადრობდნენ. მტერმა იქ შესვლა ვერ გაბედა. ანუ წინასწარმეტყველის სიცოცხლე ობობებმა იხსნეს. მას შემდეგ ობობას მოკვლა ადამიანისთვის საზიანოდ ითვლება.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები

forward
back
აქტუალური
დიზაინი
დეკორი
ავეჯი
ბინა
forward
back
აქტუალური
STARS
მოდა ინტერიერში
forward
back
ეკოლოგია
ოთახის მცენარეები
ტექნიკა
რემონტი
დიასახლისებისთვის
forward
back
forward
back
ხელმარჯვე
სიახლეები
სპეციალისტის რჩევა
forward
back
ბაღი
ეზო
დიზაინი
forward
back
ტრადიციები
კარაბადინი
მეურნეობა
სახლ-კარი